რა თქმა უნდა, ვგრძნობთ პასუხისმგებლობას შეცდომებზე და სწორედ ამ პასუხისმგებლობის გრძნობით ვდგამთ ამ ნაბიჯს,- ამის შესახებ უმრავლესობიდან გასულმა დეპუტატმა გიორგი ხოჯევანიშვილმა პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, მოსახლეობა დგას ისეთი გამოწვევების წინაშე, როგორიც არის პანდემია, უმუშევრობა, გაჭირვება და მათ სწორედ ეს საკითხები აინტერესებთ და არა პარტიებს შორის დაუსრულებელი კინკლაობა. ხოჯევანიშვილის თქმით, ისინი ამ პრობლემებს ხედავენ და არ ეშინიათ სიმართლის თქმის.
„ჩვენ ვიყავით „ქართული ოცნების“ წევრები და შესაბამისად, ვიზიარებთ იმ წარმატებებსა და წარუმატებლობებს, რაც ამ პერიოდში მოხდა. ამავე დროს, რა თქმა უნდა, ვგრძნობთ პასუხისმგებლობას შეცდომებზეც და სწორედ ამ პასუხისმგებლობის გრძნობით ვდგამთ ამ ნაბიჯს. ჩვენი ქვეყანა დგას სერიოზული გამოწვევების წინაშე, მოქალაქეებს უწევთ ყოველდღიურ რეჟიმში გამკლავება ისეთი პრობლემების, როგორიც არის პანდემია, ეკონომიკური კრიზისი, უმუშევრობა, სიდუხჭირე და ეს ის პრობლემებია, რომლებიც ჩვენს მოქალაქეებსა და მოსახლეობას აინტერესებს და არა პოლიტიკური პარტიების დაუსრულებელი დაპირისპირება და კინკლაობა. ჩვენ ამ პრობლემებს ვხედავთ, არ გვეშინია სიმართლის თქმისა და პრობლემებისთვის თვალის გასწორების. დეტალურად სამომავლო გეგმებზე გუნდის ლიდერთან ერთად მოგვიანებით მოგახსენებთ,“- განაცხადა ხოჯევანიშვილმა.
IPN.GE