გიორგი ხიშტოვანი: ახლა ნულოვან წერტილში ვართ, ახალი ინვესტიციების მოსაზიდად უნდა გავაქტიურდეთ

გიორგი ხიშტოვანი: ახლა ნულოვან წერტილში ვართ, ახალი ინვესტიციების მოსაზიდად უნდა გავაქტიურდეთ

access_time2021-03-11 22:00:00

პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მკვეთრი ვარდნა ეკონომისტებისთვის მოსალოდნელი იყო. თუმცა, მათთვის უარყოფითი ტენდენციის მანიშნებელია ის, რომ 2020 წელს FDI-ს სახით მიღებული 616.9 მილიონიდან ახალი ინვესტიცია რეალურად მხოლოდ 9 მილიონს შეადგენს, მთლიანი მოცულობის 90.9% კი რეინვესტირებაა.


მაჩვენებლებს „ბიზნესპარტნიორთან“ PMC კვლევითი ცენტრის დირექტორი, გოგა ხიშტოვანი აანალიზებს.


„მოსალოდნელი იყო, რომ მაჩვენებელი შემცირდებოდა და ეს მოლოდინი გამართლდა. წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით, სერიოზული კლებაა. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი ახალი ინვესტიციებისა და რეინვესტირების თანაფარდობაა. ფაქტობრივად, ძალიან დიდი დისბალანსი მივიღეთ. 90%, თუ მეტი არა, არის რეინვესტიცია, თან ძირითადად საფინანსო სექტორში. შესაბამისად, აშკარაა, რომ 2020 არის წელი, სადაც ქვეყანაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, ფაქტობრივად, არ შემოსულა.


ასეთი კლების ერთ-ერთი ამხსნელი, მათ შორის, არის მაჩვენებლები, რომელიც მიგვანიშნებს, რომ ქვეყნიდან რაღაც ტიპის ინვესტიციები გავიდა. აქაც ძალიან მნიშვნელოვანია დეტალებში ჩახედვა. იკვეთება, რომ ქვეყნიდან ინვესტიციები პანამიდან გაიტანეს (საქსტატის მიხედვით, პანამიდან გატანილი ინვესტიციის მოცულობა 209.3 მილიონია) ვიცით, რომ პანამური ინვესტიციები დიდწილად ტურიზმის განვითარების ფონდთან და სხვა აქტივებთან ასოცირდება, რომლის უკანაც ბიძინა ივანიშვილი დგას. შესაბამისად, აქ ორი საინტერესო საკითხია. პირველი, თუ რამდენად დიდი იყო ასეთი „უცხოური ინვესტიციების“ გავლენა საბოლოო სურათზე. ახალი ინვესტიციების მოცულობა დაახლოებით 9 მილიონია. ამის ამხსნელი დიდწილად სწორედ პანამიდან შემოსული ინვესტიციების უკან გასვლაა. როგორც ჩანს, ამ იურიდიული ოპერაციით, რომლის მიხედვით, პანამურ კომპანიაზე დარეგისტრირებული აქტივები საბოლოო ჯამში გადაფორმდა ქართულ კომპანიაზე, ფორმალურად, გამოჩნდა როგორც ქვეყნიდან გასული ინვესტიცია“,- განმარტავს ხიშტოვანი.



ხიშტოვანი არსებულ მდგომარეობას აჯამებს და ამბობს, რომ მაჩვენებლებმა ხელისუფლება მიდგომების შეცვლაზე უნდა დააფიქროს.


„საბოლოო ჯამში შეგვიძლია ვთქვათ, რომ FDI-ს თვალსაზრისით 2020 ძალიან ცუდი წელი იყო. ახალი ინვესტიციების არ არსებობა ქვეყნისთვის ძალიან მძიმეა და რომ არა რეინვესტიციის მაღალი ხარისხი, ფაქტობრივად, ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო დაბალი. ეს შედეგი სიგნალივით უნდა იყოს, რომ მიდგომებია შესაცვლელი. 2021 და შემდეგი წლები, კიდევ უფრო უნდა გავაქტიურდეთ ახალი ინვესტიციების მოსაზიდად, რადგან როგორც ჩანს, ახლა ვართ ნულოვან წერტილში, სადაც დიდწილად ჩვენზეა დამოკიდებული ამ ქვეყანაში შემოვა ახალი ინვესტიციები, თუ ისევ ვიქნებით ამ მცირე მასშტაბის რეინვესტირების ხარჯზე“,- აღნიშნა ხიშტოვანმა.


PMC კვლევითი ცენტრის დირექტორის აზრით, რეფორმების გატარების გარეშე ქვეყანა პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს ვერ მოიზიდავს. ხიშტოვანი მიიჩნევს, რომ სწორედ არამართებული მიდგომაა ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც 2020 წელს ახალი ინვესტიციის სახით ქვეყანაში მხოლოდ 9 მილიონის მოცულობის FDI შემოვიდა.


გარემო პირობები მკვეთრად გაუარესებულია. მაგალითად, ფაქტორები, რომელიც გავლენას ახდენს ქვეყნის საკრედიტო რეიტინგზე. პირველ რიგში, ეს საგარეო ვალისა და საბიუჯეტო დეფიციტის ოდენობა, ასევე ეროვნული ვალუტის სიმყარეა. ყველა ეს ფაქტორი გაუარესებულია. ამას ემატება სასამართლოსადმი ბიზნესის ნდობის დაბალი მაჩვენებელი. ეს მდგომარეობას კიდევ უფრო ამძიმებს. პირველი, რაც ქვეყანაში შემოსულ ინვესტორს სჭირდება, ეს სწორედ კარგი ბიზნეს გარემო და სანდო სასამართლო სისტემაა. სხვა თანაბარ პირობებში, თუ არაფერი მოხდა, დიდი ალბათობით, სიტუაცია უკეთესობისკენ არ შეიცვლება. ასევე, როდესაც საუბარია ეროვნული ვალუტის გაუფასურების ტრენდეზე, უნდა დავუშვათ, რომ ეს არა მხოლოდ გარე შოკების შედეგია, არამედ არის იმის შედეგი, რომ ჩვენი, როგორც ქვეყნის კონკურენტუნარიანობა უარესდება. ვალუტის გაუფასურება კი ამ დაცემული კონკურენტუნარიანობის გამოვლინებაა. როდესაც რეფორმების აუცილებლობაზე ვსაუბრობთ, აშკარაა არსებული მიდგომების გადახედვა. არსებულმა მიდგომებმა მიგვიყანა იქამდე, რომ 2020-ის მდგომარეობით ქვეყანაში მხოლოდ 9 მილიონის მოცულობის ახალი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია შემოვიდა. წესით, ეს სიგნალი უნდა იყოს, რომ რაღაცები შესაცვლელია. არაფერი არ უნდა გამოირიცხოს. არც საგადასახადო რეფორმა, არც საჯარო ადმინისტრირების რეფორმა, არც სხვა ტიპის რეფორმები, რომელიც ქვეყანაში ახალ ინვესტორებს მოიზიდავს. სამწუხარო რეალობაა, რომ დღეს უფრო ვზრდით რეგულირების ხარისხს, ვზრდით ბიუროკრატიის მასშტაბს და ყველაფერი ეს არ იწვევს ახალი ინვესტორის დაინტერესებას. პირიქით, იქ, სასაც ბიუროკრატიული წინაღობები მაღალი, არსებული ინვესტორების არჩევენ ქვეყანას, სადაც ეს პრობლემა არ დგას დღის წესრიგში“,- ამბობს მკვლევარი.


business-partner.ge







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up