გიორგი ხელაშვილი - 2012 წლის შემდეგ კულტურის დაფინანსება 42%-ით, სპორტის  - 70%-ით გაიზარდა

გიორგი ხელაშვილი - 2012 წლის შემდეგ კულტურის დაფინანსება 42%-ით, სპორტის - 70%-ით გაიზარდა

access_time2020-10-02 00:11:17

„კულტურისა და სპორტის განვითარება და ახალგაზრდებზე ზრუნვა სახელმწიფოს განსაკუთრებული პრიორიტეტია“ - განაცხადა „ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს“ საარჩევნო სიის პირველი ოცეულის წევრმა გიორგი ხელაშვილმა საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას. ინფორმაციას „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.

გიორგი ხელაშვილის თქმით, 2012 წლის შემდეგ კულტურის დაფინანსება 42%-ით, სპორტის დაფინანსება კი - 70%-ით გაიზარდა.

„ფონდმა „ქართუმ“ განახორციელა კულტურული მემკვიდრეობის 463 ობიექტის რეაბილიტაცია. რეაბილიტაცია ჩაუტარდა 63 მუზეუმს, თეატრალურ უნივერსიტეტს, სამხატვრო აკადემიას, სახელმწიფო მუზეუმის საგამოფენო დარბაზს. ფონდ „ქართუს“ დაფინანსებით, განხორციელდა ოზურგეთისა და სენაკის თეატრების მასშტაბური რეაბილიტაცია, მიმდინარეობს ზუგდიდის თეატრისა და თბილისის სომხური თეატრის ასეთივე მასშტაბური რეაბილიტაციის პროექტები. სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა თბილისის დინამოს სტადიონს, აშენდა უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტების ბათუმის სტადიონი, შენდება 10 ათას მაყურებელზე გათვლილი სპორტის ახალი სასახლე თბილისში,

აშენდა ათეულობით სპორტული ბაზა საქართველოს მასშტაბით. ქართველი სპორტსმენები გამოირჩევიან უპრეცედენტოდ მაღალი სპორტული მიღწევებით - 2012 წელთან შედარებით 3,5 ჯერ გაიზარდა ქართველი სპორტსმენების მიერ აღებული მედლების რაოდენობა, დიდი მადლობა მათ ამისთვის“ - განაცხადა გიორგი ხელაშვილმა.

მისივე თქმით, მომდევნო 4 წლის განმავლობაში კულტურისა და სპორტის განვითარება და ახალგაზრდებზე ზრუნვა „ქართული ოცნების" მნიშვნელოვანი პრიორიტეტი იქნება. შეიქმნება კულტურის მართვის მოქნილი, ევროპულ სტანდარტებთან დაახლოებული მოდელი და დაფინანსების ეფექტიანი მექანიზმი.


„სახელმწიფო ხელს შეუწყობს ქართული ხალხური სიმღერის და ქართული ცეკვების პოპულარიზაციას სწავლებას და ამ სფეროში მოღვაწე ხელოვანთა საქმიანობას. ხელს შევუწყობთ თანამედროვე ხელოვნების სფეროში ახალი პროექტების განხორციელებას, თანამედროვე ფერწერის, ელექტრონული მუსიკის არქიტექტურის, დიზაინის განვითარებას და ახალგაზრდა არტისტების ინიციატივებს. განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა კინემატოგრაფის განვითარებას. სახელმწიფო ხელს შეუწყობს როგორც ქართული კინოპროდუქციის შექმნას, ასევე საერთაშორისო კინოინდუსტრიის დაინტერესებას საქართველოსთან თანამშრომლობით. განვაგრძობთ თეატრების მხარდაჭერას და ამ სფეროში საქართველოსა და საერთაშორისო თეატრალურ კოლექტივებს შორის თანამშრომლობის ხელშეწყობას. სახელმწიფო ხელს შეუწყობს კულტურის სფეროში საქართველოსა და საზღვარგარეთის მაღალი დონის ფესტივალების ორგანიზებასა და მასში მონაწილეობას, რომელიც ჩვენი ქვეყნის კულტურის პოპულარიზაციას მოემსახურება. ქვეყნის მასშტაბით განვაგრძობთ მუზეუმების რეაბილიტაციას, მათ აღჭურვას თანამედროვე სტარდარტებით და ხელს შევუწყობთ ვიზიტორების მოზიდვას. კულტურის რესურსი აქტიურად იქნება გამოყენებული ტურიზმის მდგრად განვითარებასა და შემოქმედებითი მეწარმეობის განვითარებაში“ - განაცხადა გიორგი ხელაშვილმა.

როგორც მან აღნიშნა, გაიზრდება პროფესიულ და მასობრივ სპორტში ჩაბმულ პირთა, მათ შორის ბავშვებისა და მოზარდების რაოდენობა.

„აშენდება საერთაშორისო სტანდარტების სპორტული მოედნები, დარბაზები და სპორტის სასახლეები, ასევე მასობრივი სპორტული ობიექტები, მათ შორის: ახალი სპორტის სასახლე თბილისში, რომელიც 2022 წელს EUROBASKET-ს უმასპინძლებს. 2023 წელს საქართველო უმასპინძლებს თხილამურებსა და სნოუბორდში თავისუფალი სტილით სრიალში მსოფლიო ჩემპიონატს, ხოლო ჩემპიონატის ჩატარებამდე - 12 საერთაშორისო ტურნირს. განხორციელდება ღონისძიებები ახალგაზრდული მუშაკის პროფესიის აღიარებისა და პროფესიული სტანდარტის შემუშავების მიზნით. შემუშავდება არაფორმალური საგანმანათლებლო პროგრამები, რაც ხელს შეუწყობს ახალგაზრდული სივრცეების განვითარებას, ახალგაზრდების ინფორმირების მექანიზმების ჩამოყალიბებას და ახალგაზრდებში სამეწარმეო და მოხალისეობრივი კულტურის, სხვადასხვა საკვანძო კომპეტენციების განვითარებას“ - განაცხადა გიორგი ხელაშვილმა.





საქართველოში ელექტრომომარაგება აღდგა

საქართველოში ელექტრომომარაგება აღდგა
access_time2021-06-14 17:46:59
თბილისსა და საქართველოს რეგიონებში ელექტრომომარაგება, სისტემური ავარიის შემდეგ, მთლიანად აღდგა. ამის შესახებ საქართველოს "სახელმწიფო ელექტროსისტემაში"...

14 ივნისი - რეგიონში მხოლოდ ქართული ლარი გაუფასურდა

14 ივნისი - რეგიონში მხოლოდ ქართული ლარი გაუფასურდა
access_time2021-06-14 18:00:57
14 ივნისის ვაჭრობაზე დაფიქსირებული ოფიციალური კურსის თანახმად, წლის დასაწყისიდან ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 7 პუნქტით გამყარდა. შედარებისთვის, დაახლოებით 112 პუნქტით არის გაუფასურებული თურქული ლირა, სომხური დრამი მცირედით გამყარდა და აზერბაიჯანული მანათი კი, პრაქტიკულად, უცვლელია. 14 ივნისის ვაჭრობის შედეგად ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებაში გაუფასურდა და 3.2040 ლარი გახდა (ეს კურსი 15 ივნისს შევა ძალაში). ქართული ვალუტით ვაჭრობა Bloomberg-ზე...

ხვალიდან „ბელავია“ საქართველოში რეისებს აორმაგებს

ხვალიდან „ბელავია“ საქართველოში რეისებს აორმაგებს
access_time2021-06-14 18:45:14
ბელარუსულმა ავიაკომპანიამ „ბელავია“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ საქართველოსთან პირდაპირი ფრენების რაოდენობას 15 ივნისიდან მნიშვნელოვნად გაზრდის. „15 ივნისიდან ბათუმის რეისების რაოდენობა გაორმაგდება – კვირაში 7–დან 14–მდე. „ბელავია“ საქართველოს მთავარ საზღვაო ქალაქში დღეში ორჯერ იფრენს. 15 ივნისიდანვე იგეგმება თბილისის მიმართულებით ფრენების სიხშირის გაზრდაც – ნაცვლად არსებული 7 რეისისა კვირაში – 11 რეისამდე. ოთხი რეისი დაემატება: სამშაბათობით, ოთხშაბათობით და შაბათ–კვირას“, – განაცხადეს...

ნატო–ს სამიტზე არ დასახელდება საქართველოს და უკრაინის გაწევრიანების ვადები

ნატო–ს სამიტზე არ დასახელდება საქართველოს და უკრაინის გაწევრიანების ვადები
access_time2021-06-14 16:50:28
ნატო–ს სამიტზე საქართველოსა და უკრაინის ალიანსში გაწევრიანებასთან დაკავშირებით არავითარი თარიღები და შესაძლო ვადები არ დასახელდება, მხოლოდ დადასტურდება, რომ ნატო–ს კარი ღიაა და ამ პროცესში რუსეთს ვეტოს უფლება არ გააჩნია. ამის შესახებ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა გერმანიის მარშალის ცენტრში ონლაინ–დისკუსიის დროს განაცხადა, რომელიც ნატო–ს სამიტის დაწყებას უძღოდა წინ. „საქართველოსა და უკრაინასთან მიმართებაში ჩვენ ბუქარესტის სამიტზე (2008 წლის აპრილი....

კაპიტალის ბაზარი მოწმენდილ მინდორზე არ ვითარდება

კაპიტალის ბაზარი მოწმენდილ მინდორზე არ ვითარდება
access_time2021-06-14 16:45:54
საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი პარლამენტში მინისტრის საათზე დეპუტატებს დაეთაბნხმა, რომ  კაპიტალის ბაზარი განუვითარებელია და მხოლოდ ერთეული ტრანზაქციები ხორციელდება. მისივე თქმით, „მოწმენდილ მინდორზე კაპიტალის ბაზარი არ ვითარდება“. „ჩვენ შემოვიღეთ კაპიტალის ბაზრის დაბეგვრის ძალიან ლიბერალური რეჟიმი. პრაქტიკულად, ყველა მიმართულებით ჩვენ გავანულეთ განაკვეთები. დავხვეწეთ საკანონმდებლო გარემო და მივუახლოვეთ საუკეთესო საერთაშორისო სტანდარტებს. საპენსიო რეფორმით შევქმენით...


მსგავსი სიახლეები

up