გიორგი ხანიშვილი განახლებული სასოფლო-სამეურნეო ექსტენციის შესახებ პრეზენტაციას დაესწრო

გიორგი ხანიშვილი განახლებული სასოფლო-სამეურნეო ექსტენციის შესახებ პრეზენტაციას დაესწრო

access_time2021-03-06 10:04:09

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი განახლებული სასოფლო-სამეურნეო ექსტენციის შესახებ პრეზენტაციას დაესწრო.  მოწვეულ სტუმრებს პრეზენტაცია სოფლის განვითარების სააგენტოს რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა, ლაშა შალამბერიძემ წარუდგინა. 

სასოფლო-სამეურნეო ექსტენცია, მთელი ქვეყნის მასშტაბით, სოფლის განვითარების სააგენტოს 9 რეგიონული სამსახურისა და 45 საინფორმაციო-საკონსულტაციო მუნიციპალური ცენტრის საშუალებით ხორციელდება. 

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი ხანიშვილმა დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა მხარდაჭერისათვის.

„დღეს ჩვენ ვნახეთ, თუ როგორ შეიძლება განვითარდეს რეგიონული სამსახურები დროის ძალზე მოკლე პერიოდში, თუ როგორ შეიძლება აღიჭურვოს მოძრავი ლაბორატორიები, როგორ შეიძლება ექსტენციის მომსახურება გამოირჩეოდეს თავისი შესაძლებლობებით და რომ, პრაქტიკულად, ფერმერის კართან გადაწყდეს ფერმერის პრობლემა”, - განაცხადა გიორგი ხანიშვილმა.

„ცოდნა მთავარია იმისთვის, რომ სოფლად შემოსავლები გაიზარდოს, ხოლო სოფლის მეურნეობა მაღალი ღირებულების მქონე  სექტორად გარდაიქმნას. ჩვენი ხელშეწყობის შედეგად, ექსტენციის სისტემაში ციფრული ხელსაწყოები დაინერგება, რაც შესაძლებლობას მისცემს ყველა ფერმერს, მათ შორის შორეულ რეგიონებშიც, დროულად მიიღონ თანამედროვე ინფორმაცია“, - აღნიშნა გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) ხელმძღვანელმა, ლუიზა ვინტონმა.

„შვეიცარია მოხარულია ხელი შეუწყოს საქართველოში ძლიერი სოფლის მეურნეობის ჩამოყალიბებას, რომელიც ბაზრის მოთხოვნების, მდგრადი განვითარებისა და გარემოსდაცვითი პრინციპების შესაბამისად უნდა განვითარდეს. განათლებული და ინფორმირებული ფერმერი ამ რეფორმის მთავარი დასაყრდენია“, -  განაცხადა სამხრეთ კავკასიაში შვეიცარიის თანამშრომლობის ოფისის რეგიონულმა დირექტორმა, დანიელ მევლიმ.

განახლებული ექსტენციის ძირითადი მიმართულებები მოიცავს დარგობრივი ცოდნის გაზიარებას და აგრარული მიმართულებით ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის ზრდას.   ციფრული პლატფორმის საშუალებით, ექსტენციონისტი მოახდენს ფერმერთა პრობლემებზე ოპერატიულ რეაგირებას. ფერმერებს საშუალება ეძლევათ, ისარგებლონ ელექტრონული ბიბლიოთეკით (elibrery.mepa.gov.ge) და სადემონსტრაციო ნაკვეთების ერთიანი ქსელის მონაცემებით.  

გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) დახმარებით,  საქართველოს ოთხ რეგიონში - სამეგრელო-ზემო სვანეთში, სამცხე-ჯავახეთში, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთსა და გურიაში გაუმჯობესდა ექსტენციის ცენტრების ციფრული ინფრასტრუქტურა, ექსტენციონისტებს დაურიგდათ ლეპტოპები და პლანშეტები, ექსტენციის ცენტრები აღიჭურვა საველე ლაბორატორიული ხელსაწყოებით, პორტატული პრინტერებითა და სხვა საოფისე მოწყობილობებით. ასევე განხორციელდა სოფლის განვითარების სააგენტოს ექსტენციის დეპარტამენტის სრული ტექნიკური აღჭურვა. შეიქმნა ექსტენციონისტებისათვის სპეციალური პლატფორმა,  რომლითაც ხორციელდება ფერმერთა მომსახურება საველე პირობებში.

გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) დახმარებით, შეიქმნა ციფრული ონლაინ ბიბლიოთეკა და რეგიონული სამსახურის თანამშრომლები აღიჭურვა უნიფორმებით. 

სამინისტროში გამართული ღონისძიების ფარგლებში, ხელი მოეწერა შეთანხმებას სოფლის განვითარების სააგენტოს ბენეფიციარ ფერმერებსა და სოფლის განვითარების  სააგენტოს შორის. ბენეფიციარები მზად არიან, ცოდნა და გამოცდილება გაუზიარონ ფერმერებს, ხოლო მათი მეურნეობები გამოიყენონ სადემონსტრაციოდ. 

ღონისძიებას დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები და საქართველოს რეგიონებში სახელმწიფო რწმუნებულები ესწრებოდნენ.

ღონისძიება გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) მხარდაჭერით ჩატარდა. 






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up