გიორგი ხანიშვილი: 2020 წელს აგროექსპორტი მკვეთრად გაიზარდა

გიორგი ხანიშვილი: 2020 წელს აგროექსპორტი მკვეთრად გაიზარდა

access_time2020-11-26 19:00:14

სტატისტიკა გვიჩვენებს, რომ 2020 წლის 3 კვარტალში სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტი მკვეთრად გაიზარდა. რასთან არის ეს დაკავშირებული და შეიძლება თუ არა ეს გამოკვეთილ ტენდენციად ჩაითვალოს?

 

აგრარული პროდუქციის ექსპორტის თვალსაზრისით 2020 წელს ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ეს იყო წელი, როდესაც 2013 წელს დაწყებულმა აგროსექტორის მხარდაჭერის სახელმწიფო  პროგრამებმა შედეგები გამოიღეს.

 

ერთ-ერთი ასეთი პროექტია „დარგე მომავალი“, რომელიც ხილის და ბოსტნეულის თანამედროვე ბაღების გაშენებას აფინანსებს. ამ პროგრამის ხელშეწყობით, ჯამურად ათვისებული იქნება 9 550 ჰექტარი მიწა, შეიქმნა ფერმები, სადაც ნუში, თხილი და ზეითუნი მოჰყავთ. ამ წელს ამ პლანტაციებიდან მოსავლის აღება უკვე დაიწყო და მომავალში კიდევ მეტი იქნება.

 

კარგი შედეგები ლურჯი მოცვის სეგმენტში გვაქვს, ასევე ქლიავის.


ძალიან მნიშვნელოვანის ხილ-ბოსტნეულის შენახვის და გადამუშავების სიმძლავრეების შექმნის თანადაფინანსება. სამაცივრო მეურნეობების არსებობა ექსპორტს ხელს პირდაპირ უწყობს. გასული წლების მანძილზე 1000-ზე მეტი სამაცივრო მეურნეობა განახლდა, 215 კი თავიდან აშენდა.

 

რეალური შედეგები კი ისაა, რომ აგრარული პროდუქციის ექსპორტი მკვეთრად გაიზარდა და სტაბილური გახდა. მაგალითად, ატმის ექსპორტი გაორმაგდა, ვაშლის კი 12-ჯერაა გაზრდილი.

 

სავარაუდოდ  ამ მიმართულების ექსპორტის ზრდა გაგრძელდება, რადგანაც სახელმწიფომ ფერმერებს საქმიანობისთვის ხელსაყრელი პირობების შეუქმნა. პანდემიის ფონზე ახალი პროექტები განხორციელდა, რომლებსაც მწარმოებლები აქტიურად იყენებენ.

 


რომელ ქვეყნებში გადის ქართული სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია?

 

ეს თავად პროდუქტზეა დამოკიდებული -  ხილის ბევრი სახეობებისთვის ძირითადი საექსპორტო ბაზარი რუსეთია, და ეს ბუნებრივია. რუსეთი დიდი, ახლოს მდებარე ბაზარია, სადაც ტრანსპორტირების დანახარჯებიც ნაკლებია, და მარკეტინგის თვალსაზრისითაც უფრო მარტივია.

 

თუმცა, მაგალითად, თხილისთვის, ცალსახად ძირითადი საექსპორტო ბაზარი ევროკავშირია. ასევე სხვა პროდუქციის ექსპორტი ევროპაში იზრდება - პირველ რიგში იმის წყალობით, რომ სულ უფრო მეტი ფერმერი მაღალხარისხიან, და ევროპული სტანდარტების შესაბამის პროდუქციას აწარმოებს.

 

არის აგრარული პროდუქცია, რომელიც მეტად მოთხოვნადია ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში.  შესაბამისად, ჩვენ ყველა მიზნობრივ ბაზარზე ვმუშაობთ სხვადასხვა ქვეყნებში არსებული მოთხოვნის შესაბამისად.

 

ხილის ექსპორტის ზრდასთან პარალელურად ბოსტნეულის ექსპორტი მცირდება   - წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 8,7%-ით. რითია ეს გამოწვეული?


ბოსტნეულის ექსპორტთან დაკავშირებით მეტი სიცხადე შემოდგომის ბოლოს იქნება. სხვადასხვა წლებში განსხვავებული დინამიკაა. თუმცა, მართლაც, ბოსტნეულის ექსპორტი ხილზე ნაკლებია, რადგანაც დღეს ქვეყანას ბოსტნეულის წარმოების ნაკლები სიმძლავრეები აქვს.

 

შესაბამისად, საქართველოში არ იწარმოება იმდენი ბოსტნეული, რომ ექსპორტზე გავიდეს. ყოველ შემთხვევაში სტაბილურად და დიდი რაოდენობით.

 

მთლიანობაში დარწმუნებული ვარ, რომ მოვა დრო, როდესაც საქართველოში ბოსტნეულის წარმოება იმ დონეზე გაიზრდება, რომ ექსპორტი ისეთივე აქტიური იქნება როგორც ხილის სეგმენტში.

 

ცნობისთვის - საქართველოს სტატისტიკის სამსახურის ინფორმაციით,  2020 წლის 3 კვარტალში ხილის ექსპორტმა 95 მლნ. დოლარი შეადგინა, მათ შორის ყველაზე მსხვილი საექსპორტო პროდუქტი თხილია - 48 მლნ. დოლარი.

 

ამავე პერიოდში ბოსტნეულის ექსპორტმა 8 მლნ. დოლარი შეადგინა.

 

east-fruit.com

 

მოამზადა თენგიზ აბლოთიამ




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up