პარლამენტის ვიცე-სპიკერის, გიორგი ვოლსკის აზრით, პოლიტიკური პარტიების ნაწილი მიხვდა, რომ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ახლო კავშირი მათ პოლიტიკურ მომავალზე უარყოფითად მოქმედებს.
„ზოგიერთი ოპოზიციური პარტია მიხვდა (და მგონი ეს დაგვიანებულიც არის), რომ მათი კავშირი „ნაციონალურ მოძრაობასთან“ პირდაპირ მიუთითებს, რომ ისინი იზიარებენ იმ სადისტური მართვის პერიოდს, რომელსაც სააკაშვილი განაგებდა. ისინი ასკვნიან, რომ „ნაცმოძრაობასთან“ ესოდენ ახლო კონტაქტი და ურთიერთობა, მით უმეტეს, დესტაბილიზაციის ხელშეწყობა, მათი პოლიტიკური მომავლისთვის დასასრულია“, - განაცხადა ვოლსკიმ.
„ნაციონალური მოძრაობა“ მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციას დღეს გეგმავს. ოპოზიციური პარტიების უმრავლესობა სააკაშვილის მხარდამჭერ აქციას არ უერთდება.
imedinews.ge