გიორგი ვოლსკი:  საზოგადოება არის მობილიზებული იმისთვის, რათა არ დაუშვას ის, რასაც გვიქადის ჩვენი ოპონენტების გარკვეული ნაწილი

გიორგი ვოლსკი: საზოგადოება არის მობილიზებული იმისთვის, რათა არ დაუშვას ის, რასაც გვიქადის ჩვენი ოპონენტების გარკვეული ნაწილი

access_time2020-10-29 12:46:21

„ყველას, ვინც აქ ვსხედვართ, გვაერთიანებს ერთი ძალიან საინტერესო თვისება, რომლითაც სამწუხაროდ ყველა არ არის დაჯილდოვებული. ეს არის სათნოება, ეს არის დამოკიდებულება ქვეყნისადმი, ეს არის პატრიოტიზმი, ეს არის თავდადება და ეს არის სრული გაცნობიერება იმისა, თუ რას გვიქადის მომავალი, თუ ჩვენ გზა დავუთმეთ დესტრუქციულ ძალას. ვერ დავუთმობთ. საზოგადოების უშველებელი ნაწილი არის მობილიზებული იმისათვის, რათა არ დაუშვას ის, რასაც გვიქადის ჩვენი ოპონენტების გარკვეული ნაწილი“, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა დიდუბე-ჩუღურეთის რაიონში გიორგი ვოლსკიმ წარდგენაზე განაცხადა. ინფორმაციას „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.



გიორგი ვოლსკის განცხადებით, წინასაარჩევნო შეხვედრების პერიოდში ნათლად გამოჩნდა, რომ საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილი გაცილებით უფრო გაიზარდა პოლიტიკურად და ემოციურად, ვიდრე ზოგიერთი პოლიტიკური პარტია.



მისივე თქმით, ხალხს ძალიან კარგად ესმის სად არის სიმართლე და ზუსტად იციან რა არის პრობლემები ქვეყნის წინაშე მდგარი.




„ყველა შეხვედრის დროს, მე ვრწმუნდები, რომ საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილი გაცილებით უფრო გაიზარდა პოლიტიკურად და ემოციურად, ვიდრე ზოგიერთი პოლიტიკური პარტია, ვიდრე ზოგიერთი პოლიტიკური სუბიექტი, უპასუხისმგებლო თავის ქვეყნის, თავის ქვეყნის უსაფრთხოების, მომავალი თაობისა და ბავშვების წინაშე. ძალიან კარგად გრძნობენ, რომ სადისტური მმართველობა, რომელიც იყო, არსად არ წასულა, ის ელოდება თავის ჯერს, ჩასაფრებულია და ფარისევლური ბოდიშებით უნდა თავი დააღწიოს მათზე შექმნილ საკმაოდ ობიექტურ შეხედულებას. არიან პოლიტიკური თაღლითები, რომლებიც პირდაპირ ტყუილზე არიან გადასული იმისათვის, რომ იქნებ ვინმე მოატყუონ. არიან ადამიანები, რომლებიც ცდილობენ, რომ ქაოსური სიტუაცია შექმნან და იქნებ ამ ქაოსში, ამღვრეულ წყალში გარკვეული პოლიტიკური დივიდენდი მიიღონ. ხალხს ძალიან კარგად ესმის სად არის სიმართლე და ზუსტად იციან რა არის პრობლემები ქვეყნის წინაშე მდგარი. ზუსტად იციან ჩუღურეთში, რომ მნიშვნელობა აქვს დიდუბის ტყე-პარკს, ზუსტად იციან, რომ საბურთალოზე საგანგებო მნიშვნელობა ექნება ცენტრალურ პარკს, რომელსაც კონკრეტული ადამიანი აშენებს. ზუსტად იციან, რომ ეს კონკრეტული ადამიანი აკეთებს ამას, ქვეყნისათვის და მისი შვილიშვილების შვილიშვილები ვერ მიიღებენ აქედან რაიმე დივიდენდს, მოგებას. ეს ყველაფერი ქვეყნისთვის კეთდება“,-განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.



გიორგი ვილსკის თქმით, მადლობა, რომელსაც საზოგადოებისგან იღებენ არის მნიშნელოვანი და დასაფასებელი.



„მადლობა რომელსაც ჩვენ გავცემთ არის ძალიან მოკრძალებული და მადლობა, რომელიც საზოგადოებისგან უნდა მივიღოთ არის სწორედ ის, რაც გაგვამხნევებს, რაც ფორმაში გვამყოფებს და რაც იმ სიყვარულს შეგვინარჩუნებს, რომელიც გაგვაჩნია. ჩვენ სიყვარულით მოვდივართ, ჩვენ სათნოებით მოვდივართ, ეს არის ჩვენი პრინციპი, ეს არის ჩენი რწმენა და ვფიქრობთ ამ რწმენით და ამ პრინციპით გავიმარჯვებთ“,-განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.



პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი დიდუბე-ჩუღურეთის რაიონში გიორგი ვოლსკი საზოგადოებას პრემიერ- მინისტრმა გიორგი გახარიამ და თბილისის მერმა კახა კალაძემ წარუდგინეს.








„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up