როდესაც პრემიერის განცხადებების სიხისტეზე საუბრობენ, გაიხსენონ იმ მხარის განცხადებებიც, რომელმაც წლების განმავლობაში სიტუაცია სადისტურად მართა, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკის პარლამენტში, ირაკლი ღარიბაშვილის მთავრობის ნდობის გამოცხადების შემდეგ განაცხადა.
„დღესაც გვემუქრებიან იმითი, რომ დესტაბილიზაცია იქნება ერთადერთი და უალტერნატივო გზა, რომელსაც ისინი მიმართავენ. მოლაპარაკებებზე რიტორიკული განცხადება არაფერს ნიშნავს, ფაქტია, რომ მოლაპარაკებების მხარდამჭერი არ არის ის მხარე. ამიტომ, ის განცხადებები, რომელიც ირაკლი ღარიბაშვილმა გააკეთა დაბალანსებულია“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.
მეათე მოწვევის პარლამენტმა ირაკლი ღარიბაშვილის მთავრობას ნდობა გამოუცხადა.
imedinews.ge