მსოფლიო მნიშვნელობის უამრავი სხვა ფაქტორი არსებობს, რომელიც საქართველოს არც თუ ძლიერ ეკონომიკას უტევს. თუნდაც, ლარის კურსის დაცემა, მსოფლიოსა და რეგიონში არსებული მდგომარეობა, მაგრამ ვფიქრობ, სტაბილურობა შენარჩუნებული იქნება და უახლოეს პერიოდში მდგომარეობა გამოსწორდება, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.
მისი თქმით, ლართან დაკავშირებით რასაც სახელმწიფო აკეთებს, ის რომ არ იყოს, გაცილებით მძიმე მდგომარეობა იქნებოდა.
გიორგი ვოლსკიმ ასევე აღნიშნა, რომ ეკონომიკის სამინისტროს საქმიანობა შეგვიძლია დავახასიათოთ, როგორც მაღალი დონის პროფესიონალური საქმიანობა.
„ბევრი საუბარია იმასთან დაკავშირებით, საქართველოში ახალი საწარმოები არ იქმნება, თუ არა. ვფიქრობ, რომ ნათია თურნავასა და ეკონომიკის სამინისტროს დახასიათება შეიძლება, მაგრამ ამ პერიოდში განსაკუთრებით მეტი გაკეთდა საწარმოების ამუშავებისთვის, ახალი საწარმოების შექმნისთვის და ასეთი უკვე ასობითაა. ასევე გაკეთდა ადამიანთა დიდი ჯგუფის დასაქმებისთვის“, - აცხადებს გიორგი ვოლსკი.
რამდენიმე დღეა ლარს გაუფასურების ტენდენცია აქვს. 15 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნული ვალუტა აშშ როგორც დოლართან, ისე ევროსთან მიმართებით გაუფასურდა. ბოლო ერთი კვირის განმავლობაში კი, ეროვნულმა ვალუტამ დოლართან მიმართებით ღირებულების 2% დაკარგა.
imedinews.ge