გიორგი ვაშაძის განცხადების საფუძველზე თბილისის მერიის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო

გიორგი ვაშაძის განცხადების საფუძველზე თბილისის მერიის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო

access_time2017-12-27 16:37:39

მთავარ პროკურატურაში ბიუჯეტის თანხების შესაძლო თაღლითობით დაუფლებისა და მითვისება-გაფლანგვის ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს.


საქართველოს მთავარ პროკურატურაში, ქ. თბილისის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახურიდან გადმოგზავნილი დასკვნის საფუძველზე, 2017 წლის 24 ნოემბრიდან მიმდინარეობს გამოძიება სკოლამდელი აღსაზრდელი ბავშვების კვებითი უზრუნველყოფის მომსახურების განხორციელებისას, "თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში“ ბიუჯეტის კუთვნილი თანხების შესაძლო მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.


ქ. თბილისის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახურის ზემოხსენებული დასკვნის თანახმად, სკოლამდელი აღსაზრდელი ბავშვების კვებით უზრუნველყოფის მომსახურების პერიოდში, მნიშვნელოვნად გაზრდილი იქნა მომსახურების ღირებულება შპს "ელფი"-ს სასარგებლოდ, რაც განხორციელდა მისაწოდებელ კვების პროდუქტებზე ამავე საზოგადოების მიერ ფასების სავარაუდოდ ხელოვნურად გაზრდის გამო.


გარდა ამისა, საქართველოს მთავარი პროკურატურა 2017 წლის 20 მაისიდან აწარმოებს გამოძიებას ქ. თბილისში ,,უფასო სასადილოებით მომსახურების“ სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებულ ტენდერებში გამარჯვებული პირების მიერ სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების მოტყუებით შესაძლო დაუფლების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.


მოცემულ საქმეზე გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო სამოქალაქო პლატფორმა -,,ახალი საქართველოს“ თავმჯდომარის გ.ვაშაძის განცხადება, რომლის თანახმადაც ირკვევა, რომ ქ. თბილისში ,,უფასო სასადილოებით მომსახურების“ სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებულ ტენდერებში გამარჯვებული კომპანიები, შესაბამის გამგეობებს ყოველდღიურად წარუდგენენ კვებითი მომსახურებით მოსარგებლე ბენეფიციართა გაზრდილ რაოდენობრივ მონაცემებს. ამავე განცხადების თანახმად, ხსენებული იურიდიული პირების მიერ დამზადებული საკვების ხარისხი არ შეესაბამება დადგენილ სტანდარტებს. გამოძიებით დგინდება, რომ ქ. თბილისში უფასო სასადილოებით მომსახურების ტენდერში გამარჯვებული კომპანიებიდან ერთ-ერთი არის შპს ,,ელფი“.



ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სახელმწიფო ტენდერში გამარჯვებული კომპანიების მხრიდან შესაძლოა ადგილი ჰქონდეს დოკუმენტებში ბენეფიციარების რეალური რაოდენობის შესახებ ხელოვნურად გაზრდილი მონაცემების შეტანითა და შესაბამის გამგეობებში წარდგენით სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხების მოტყუებით დაუფლებას, რის შესწავლასაც მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ახორციელებს საქართველოს პროკურატურა.


რაც შეეხება მიმდინარე წლის 26 დეკემბერს, შპს ,,ელფის“ ხელმძღვანელი პირების მიერ გაკეთებულ საჯარო განცხადებას, რომლის მიხედვითაც თითქოსდა პროკურატურის თანამშრომლები გეგმავდნენ კომპანიისთვის ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობაში ხელის შეშლას, არ შეესაბამება სიმართლეს, არის მტკნარი სიცრუე და მიზნად ისახავს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას, ვინაიდან 2017 წლის 21 დეკემბერს, შპს ,,ელფში“ საგამოძიებო მოქმედებები ჩატარებული იქნა საქართველოს პროკურატურის წარმოებაში არსებული სისხლის სამართლის გამოძიების ფარგლებში, წინასწარ გაწერილი და შემუშავებული საგამოძიებო გეგმისა და გრაფიკის შესაბამისად, სასამართლოს განჩინების საფუძველზე. ბუნებრივია, საგამოძიებო უწყებისთვის წინასწარ ვერ იქნებოდა ცნობილი როდის და რომელი უწყების მიერ გამოცხადებულ ტენდერში გეგმავდა აღნიშნული კომპანია მონაწილეობის მიღებას, თუმცა მას შემდეგ რაც პროკურატურის თანამშრომლებისთვის ცნობილი გახდა აღნიშნული ფაქტი, საგამოძიებო მოქმედების მიმდინარეობისას, პროკურატურის თანამშრომლების მიერ მიუხედავად კანონით ასეთი ვალდებულების არ არსებობისა, კომპანიის ინტერესების გათვალისწინებით მათივე წარმომადგენლებს, მიეცათ შესაძლებლობა, ყოველგვარი შეფერხების გარეშე, მონაწილეობა მიეღოთ ხსენებულ ელექტრონულ შესყიდვაში. მეტიც, კომპანიის საქმიანობისთვის ხელშეშლის თავიდან აცილების მიზნით, საგამოძიებო დანაყოფის თანამშრომლებმა შპს ,,ელფისგან“ შეგნებულად არ მოახდინეს დოკუმენტაციის იმ ნაწილის ამოღება, რომელიც დაკავშირებული იყო დასახელებულ ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღებასთან, რაზედაც შედგა შესაბამისი ოქმი. ამასთან, კომპანიის თანამშრომლებს სრული წვდომა ჰქონდათ ტენდერში მონაწილეობისთვის განკუთვნილ კომპიუტერულ ტექნიკასთან. შედეგად, კომპანიამ ტენდერში მონაწილეობა შეუფერხებლად მიიღო.


აქვე აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ 2017 წლის 21 დეკემბერს, მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე, პარალელურ რეჟიმში, შესაბამისი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები ჩატარებული იქნა არა მხოლოდ შპს ,,ელფში“, არამედ ა(ა)იპ ,,თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოსა“ და ქ. თბილისში მდებარე საბავშვო ბაგა-ბაღების ადმინისტრაციებში.


აქვე განვმარტავთ, რომ საქართველოს პროკურატურისთვის პრიორიტეტულია სახელმწიფო შესყიდვების პროცესში არსებულ კანონდარღვევებთან დაკავშირებული სისხლის სამართლის საქმეების გამოძიება და ამ პროცესში კორუფციული დანაშაულის ნიშნების გამოვლენის შემთხვევაში თითოეულ ასეთ ფაქტზე ჩვენი უწყების მხრიდან რეაგირება იქნება უმკაცრესი.


დღეის მდგომარეობით ზემოხსენებულ სისხლის სამართლის საქმეებზე მიმდინარეობს გამოძიება და შედეგების შესახებ ინფორმაცია პროკურატურის მიერ დამატებით ეცნობება საზოგადოებას", - ნათქვამია პროკურატურის გავრცელებულ განცხადებაში.



ipress.ge



“დღეს ფაქტობრივად შიმშილისთვის გაგვწირეს“ - მთის კურორტების სასტუმროები მთავრობის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ

“დღეს ფაქტობრივად  შიმშილისთვის გაგვწირეს“ - მთის კურორტების სასტუმროები მთავრობის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ
access_time2021-01-22 16:00:04
„ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ  თითქოს როგორც ინდიელები ჰყავდათ რეზერვაციაში, ასე ვართ  მოქცეული, ოღონდ  იქ  ყველანაირად სოციალურად უზრუნველყოფილები იყვნენ. დღეს  ფაქტობრივად  გაგვწირეს  შიმშილისთვის,...

„ახლა ხომ შეიძლებოდა, დაეკეტათ მოლები და გაეხსნათ ბაზრობები“ - ლილო მოლი

„ახლა ხომ შეიძლებოდა, დაეკეტათ მოლები და გაეხსნათ ბაზრობები“ - ლილო მოლი
access_time2021-01-22 17:00:04
„ლილო მოლის“ პრეზიდენტი ლევან გაგუა „ბიზნესპარტნიორთან“ შეზღუდვების მოხსნასთან დაკავშირებით მთავრობის გადაწყვეტილებას ეხმაურება და აცხადებს, რომ მათთვის 15 თებერვლამდე გახსნის გადავადება მოულოდნელი იყო. როგორც გაგუა განმარტავს, სავაჭრო სივრცეში, რითეილში ეს მდგომარეობა 2 თვეზე მეტია გრძელდება, საუბარია, ბაზრობების არათანაბარ პირობებში ჩაყენებაზე. „მძიმე ვითარებაა. რითეილის სფეროში გარკვეულ კატეგორიას ეძლევა უკვე მეორედ გახნის, არსებობის საშუალება,...

საავტომობილო ბენზინისა და დიზელის საწვავის მოქმედ ხარისხობრივ ნორმებში საკონტროლო კომპონენტების დამატება მნიშვნელოვანი ნაბიჯია ეკოლოგიური ვითარების გასაუმჯობესებლად - შავლეგ მიშველაძე

საავტომობილო ბენზინისა და დიზელის საწვავის მოქმედ ხარისხობრივ ნორმებში საკონტროლო კომპონენტების დამატება მნიშვნელოვანი ნაბიჯია ეკოლოგიური ვითარების გასაუმჯობესებლად - შავლეგ მიშველაძე
access_time2021-01-22 13:20:14
საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ნავთობის, ნავთობპროდუქტებისა და გაზის კომიტეტი, საავტომობილო ბენზინისა და დიზელის საწვავის მოქმედ ხარისხობრივ ნორმებში საკონტროლო კომპონენტების დამატების თაობაზე მიღებულ გადაწყვეტილებას ეხმიანება.„ეს არის კიდევ ერთი წინგადადგმული, გონივრული და მნიშვნელოვანი ნაბიჯი სახელმწიფოს მხრიდან. უკანასკნელ პერიოდში, ხელისუფლების მიერ ნავთობპროდუქტების სექტორში ინიცირებული და განხორციელებული პოზიტიური ცვლილებები უდაოდ არის...

ეს საკოორდინაციო კი არა, მავნებლების საბჭოა, რომელიც ადგენს მარცხნივ უფრო უკეთ გადაიჩეხება ეს ქვეყანა, თუ მარჯვნივ - რესტორატორთა ასოციაცია

ეს საკოორდინაციო კი არა, მავნებლების საბჭოა, რომელიც ადგენს მარცხნივ უფრო უკეთ გადაიჩეხება ეს ქვეყანა, თუ მარჯვნივ - რესტორატორთა ასოციაცია
access_time2021-01-22 15:10:00
1-ლი მარტიდან გახსნას აზრი აღარ ექნება, რადგან ბიზნესი ამ დროს უკვე აღარ იარსებებს - ამის შესახებ რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელმა კოტე გაბრიჩიძემ ,,ბიზნესპრესნიუსთან“ განაცხადა. მისი თქმით, საკოორდინაციო საბჭოს მოქმედებები აბსოლუტურად ალოგიკურია. ,,ეს საკოორდინაციო კი არა, მავნებლების საბჭოა, რომელიც ადგენს მარცხნივ უფრო უკეთ გადაიჩეხება ეს ქვეყანა, თუ მარჯვნივ. დღეს გაირკვა, რომ ამაზე მსჯელობენ და დღეიდან ეს ჩემთვის მავნებლების საბჭოა და მხოლოდ ასე...

სათხილამურო კურორტებზე შეზღუდვები ძალაში რჩება

სათხილამურო კურორტებზე შეზღუდვები ძალაში რჩება
access_time2021-01-22 13:50:33
ვიცე-პრემიერ მაია ცქიტიშვილის განცხადებით, ამ ეტაპზე სათხილამურო კურორტებზე შეზღუდვები ძალაში რჩება. ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.როგორც ცქიტიშვილმა აღნიშნა, ასევე პირბადის გამოყენება და სავაჭრო ცენტრებში დაწესებული მოთხოვნები ძალაში რჩება.„ძალაში რჩება სათხილამურო კურორტებზე დაწესებული შეზღუდვები და ამ ეტაპზე ასევე შეზღუდული იქნება საქალაქთაშორისო ტრანსპორტის...


მსგავსი სიახლეები

up