გიორგი ვაშაძემ TV პირველთან 1 000 000 ლარის ღირებულების სარეკლამო ხელშეკრულება დადო

გიორგი ვაშაძემ TV პირველთან 1 000 000 ლარის ღირებულების სარეკლამო ხელშეკრულება დადო

access_time2020-10-12 17:45:25

გიორგი ვაშაძის გაერთიანებამ, სტრატეგია აღმაშენებელმა TV პირველთან მილიონი ლარის ხელშეკრულება დადო. ინფორმაცია გაერთიანების დეკლარაციაშია ასახული.

 

TV პირველში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ მან ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების ნახევარი უკვე აითვისა და შესაბამისი თანხაც გადაიხადა. ამ ეტაპზე ზუსტად უცნობია, ჯამში რამდენი წუთის განმავლობაში გადიოდა ამ არხზე მისი რეკლამა, რადგან ფასი იმაზე იყო დამოკიდებული, თუ რა გადაცემაში გადიოდა სარეკლამო რგოლი.

 

მაქსიმალური თანხა ავიღეთ და ნახევარზე გავჩერდით. მეტი რომ არ გვაქვს, ვეღარ ვიხდით, გაგვიჩერდა რეკლამა... ჩვენ ველოდებით შემომწირველებს, იქნებ, ვინმე გამოჩნდეს, - უთხრა სტრატეგია აღმაშენებლის პოლიტსაბჭოს წევრმა, დავით ცეკვავამ რადიო თავისუფლებას.


 

1-21 სექტემბრის ფარგლებში შევსებული დეკლარაციის მიხედვით, გიორგი ვაშაძის გაერთიანებამ 2 027 870 ლარის სარეკლამო ხელშეკრულებები დადო. TV პირველის შემდეგ ყველაზე მეტი თანხა ბილბორდების განთავსებაში იხარჯება. რაც შეეხება მედიასაშუალებებს, მას სარეკლამო ხელშეკრულებები დადებული ჰქონდა ფორმულასთან (150 ათასი), კავკასიასთან (31 ათასი), გაზეთებთან - ალია და კვირის ქრონიკა (5 ათასი ლარი).


radiotavisufleba.ge





13 მაისიდან მუნიციპალური ტრანსპორტი, სასწავლო დაწესებულებები და ბაღები განაახლებენ მუშაობას

13 მაისიდან მუნიციპალური ტრანსპორტი, სასწავლო დაწესებულებები და ბაღები განაახლებენ მუშაობას
access_time2021-05-11 12:04:09
13 მაისიდან მუშაობას ჩვეულ რეჟიმში განაახლებენ სასწავლო და სააღმზრდელო დაწესებულებები, ასევე ნებადართული იქნება მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა, - აღნიშნული გადაწყვეტილება უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მიიღეს, რომელიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს. „საბჭომ დღევანდელ სხდომაზე განიხილა იმუნიზაციის პროცესის მაქსიმალური...

წინანდლის სახლ-მუზეუმში საგამოფენო სეზონი გაიხსნა

წინანდლის სახლ-მუზეუმში საგამოფენო სეზონი გაიხსნა
access_time2021-05-11 10:54:33
ალექსანდრე ჭავჭავაძის წინანდლის სახლ-მუზეუმში მორიგი საგაზაფხულო სეზონი გაიხნა. „მეხსიერების ფრაგმენტები“ სერგო ფარაჯანოვის და გოგი ალექსი-მესხიშვილის ნამუშევრების ერთობლივი გამოფენის სახელწოდებაა, რომელიც ამ ორი ხელოვანის შემოქმედებას განსაკუთრებული რაკურსით წარმოაჩენს.     კერძო კოლექციებიდან შეგროვებული ნამუშევრების უმეტესობას დამთვალიერებელი წინანდლის მუზეუმის საექსპოზიციო სივრცეში პირველად იხილავს. მათი შემოქმედებისთვის ვიზუალური თხრობაა დამახასიათებელი და...

„თიბისის“ და „საქართველოს ბანკის“ სესხების შესაძლო დანაკარგების რეზერვის ოდენობა რადიკალურად შემცირდა - რა გამოიწვია „ამორეზერვებამ“?

„თიბისის“ და „საქართველოს ბანკის“ სესხების შესაძლო დანაკარგების რეზერვის ოდენობა რადიკალურად შემცირდა - რა გამოიწვია „ამორეზერვებამ“?
access_time2021-05-11 10:00:53
კომერციული ბანკების ფინანსური ანგარიშგებების 2021 წლის I კვარტლის მონაცემების მიხედვით, Top 5 კომერციული ბანკის სესხების შესაძლო დანაკარგების რეზერვის ოდენობა მნიშვნელოვნად შემცირდა. საბანკო ასოციაციის პრეზიდენტი ალექსანდრე ძნელაძე „კომერსანტთან“ ამბობს, რომ პანდემიის გამო საბანკო სესხების ნაწილი „ამორეზერვდა“, რამაც რადიკალურად შეამცირა სესხების შესაძლო დანაკარგების რეზერვის მაჩვენებელი. „ბანკებმა მსესხებლებს 2 ეტაპად...

„რითეილ ბაზრის მოთამაშეები არათანაბარ პირობებში არიან და მათ თანაბარი შესაძლებლობები არ ეძლევათ“ – „ფრესკო“

„რითეილ ბაზრის მოთამაშეები არათანაბარ პირობებში არიან და მათ თანაბარი შესაძლებლობები არ ეძლევათ“ – „ფრესკო“
access_time2021-05-11 11:00:25
ხელისუფლების მხრიდან რითეილ ბიზნესების არათანაბარ პირობებში ჩაყენებაზე არაერთი ამ ბაზრის მოთამაშე საუბრობს. ძირითად შემთხვევაში პრობლემა ჰიპერმარკეტების ქსელ „კარფურს“ უკავშირდება და მის მიმართ ხელისუფლების მხრიდან პრივილეგიების მინიჭებას. არსებულ არაკონკურენტულ გარემოზე „ფრესკოშიც“ საუბრობენ და აღნიშნავენ, რომ რითეილ სექტორისთვის ასევე პრობლემაა გამჭვირვალობის ნაკლებობა და ერთიანი სტანდარტის არ არსებობა. „კომერსანტთან“ ფრესკოს გენერალურმა დირექტორმა...

10 მაისი - რეგიონში ყველა ვალუტა გამყარდა

10 მაისი - რეგიონში ყველა ვალუტა გამყარდა
access_time2021-05-10 18:00:34
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი ქართული ლარის კურსზე მკვეთრად აისახა. 2021 წლის 10 მაისის ოფიციალური კურსების მიხედვით, წლის დასაწყისიდან ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 16 პუნქტით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 62 პუნქტით არის გაუფასურებული თურქული ლირა, სომხური დრამი მცირედით გამყარდა და აზერბაიჯანული მანათი კი პრაქტიკულად უცვლელია. ეროვნული ბანკის მიერ 10 მაისის ვაჭრობის შედეგად (რომლის ოფიციალური კურსი 11 მაისისაა) ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან...


მსგავსი სიახლეები

up