გიორგი ვაშაძემ მედიკამენტების 40%-ით გაიაფების გეგმა წარადგინა

გიორგი ვაშაძემ მედიკამენტების 40%-ით გაიაფების გეგმა წარადგინა

access_time2019-10-16 23:00:31

გიორგი ვაშაძემ მედიკამენტების 40%-ით გაიაფების გეგმა წარადგინა. ამის შესახებ მან პრეზენტაცია ჯანდაცვის სისტემის რეფორმასთან დაკავშირებით, სტრატეგია "აღმაშენებლის" ფარგლებში გამართა. მისივე განმარტებით, მათ შემოაქვთ "ინტერნეტ აფთიაქის" ცნება და მას ფასების კონტროლის შესაძლებლობა ექნება.


"საქართველოში დღეს მედიკამენტები ძალიან ძვირია და შესაბამისად, ადამიანები ვერ აუდიან მედიკამენტების დანახარჯებს. აქედან გამომდინარე, ქართველ და უცხოელ ექსპერტებთან ერთად შევიმუშვეთ კონკრეტული მექანიზმი, თუ როგორ გავაიაფოთ წამლები. ჩვენ შემოგვაქვს ინტერნეტ აფთიაქის ცნება, რომელიც იქნება ლიცენზირებადი და რომელსაც ექნება ფასების კონტროლი, შესაბამისად ფასები შემცირდება 40%-ით. დღევანდელ ქსელებს, ვისაც ფიზიკური აფთიაქი აქვს, მაგალითად: "პსპ", "ავერსი", "ჯიპისი", უფლება არ ექნებათ, რომ გახსნან ინტერნეტ აფთიაქი. ინტერნეტ აფთიაქი უნდა იყოს მათი კონკურენტი, მაგრამ ვისაც სურს, რომ მიიღოს ინტერნეტ აფთიაქის ლიცენზია, უნდა ჰქონდეს პირდაპირი კონტრაქტი მწარმოებელთან და დაახლოებით მხოლოდ 20% შეუძლია მოუმატოს ჩამოტანის ფასს.


ე, წ. ოფშორულ კომპანიებს საეთოდ ვხსნით ამ პროცესიდან. დღეს ინტერნეტ აფთიაქები ფაქტობრივად არ არსებობს საქართველოში, მხოლოდ ვებგვერდებია სადაც წამლების ფასები წერია. ეს ფასები, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ, ჰაერიდან არ მოდის. იანვრიდან მოყოლებული მწარმოებლებთან ვმუშაობთ ფასის შემუშავებაზე. ამ მიდგომით, დაახლოებით ექვსი თვიდან ერთ წელიწადში, მთლიანად შევქმნით წამლების ფასს ქვეყანაში. ეს აიძულებს კარტერულ გარიგებაში მყოფ მონოპოლიურ სააფთიაქო ქსელებს მათაც გააიაფონ მედიკამენტების ფასი",- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.


გარდა ამისა, გიორგი ვაშაძე ასევე შეეხო არაორიგანალი წამლების თემასაც და აღნიშნა, რომ მათ კონკრეტული მექანიზმი აქვთ ხარისხის მართვასთან დაკავშირებით.



"ჩვენ გვაქვს კონკრეტული მექანიზმი ხარისხის მართვასთან დაკავშირებით. ჩვენ გვსურს შვეიცარული მოდელი შემოვიტანოთ ქვეყანაში, სადაც 35%-ით უფრო იაფი უნდა ღირდეს არაორიგინალი წამალი და არა ისე, როგორც დღეს ხდება. დღეს საქართველოში ორიგინალი და არაორიგინალი მედიკამენტების ფასი ერთი და იგივეა, უფრო მეტიც, არის შემთხვევები, როდესაც არაორიგინალის ფასი ორიგინალი მედიკამენტის ფასსაც აღემატება. ეს კი დაუშვებელი უნდა გავხადოთ",-აღნიშნა ვაშაძემ.

ipn.ge




ანა დოლიძე: „შეშფოთებული ვარ იმ მწარე სილით, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ საზოგადოებას გააწნა“

ანა დოლიძე: „შეშფოთებული ვარ იმ მწარე სილით, რომელიც  „ქართულმა ოცნებამ“ საზოგადოებას გააწნა“
access_time2019-11-14 14:56:47
„შეშფოთებული ვარ იმ ამბებით,რაც მომდის საქართველოდან. ამ წუთებში ვიმყოფები ყაზახეთში, ვატარებ რამდენიმე საჯარო ლექციას, დღეს შეხვედრა მქონდა უზენაეს სასამართლოში. შეშფოთებული ვარ იმ მწარე სილით,რომელიც გააწნა „ქართულმა ოცნებამ“ საზოგადოებას“-ამის შესახებ იურისტმა ანა დოლიძემ პროპორციულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით პარლამენტში მიმდინარე მოვლენების შეფასებისას განაცხადა. მისი განცხადებით, სიმწრით მოპოვებული პროპორციული არჩევნები დღეს სახელდახელოდ...

ლევან კობერიძე „ოცნებიდან“ დეპუტატების წასვლაზე: გრძელდება სპექტაკლი? არ დამთავრებულა?

ლევან კობერიძე „ოცნებიდან“ დეპუტატების წასვლაზე: გრძელდება სპექტაკლი? არ დამთავრებულა?
access_time2019-11-14 13:55:16
“გრძელდება სპექტაკლი? არ დამთავრებულა? ეტყობა დამატებითი მოქმედება არის. თუ დატოვება უნდოდათ და ასეთი მკვეთრი განცხადებების გაკეთება, ჩვენ როდესაც რამეს ვაპროტესტებდით, ვინც დავტოვეთ თავის დროზე უმრავლესობა.. ვერ გეტყვით, გავარკვევ რა ვითარებაა, მაგრამ სპექტაკლის ნაწილი მეჩვენება ” უთხრა დეპუტატმა ლევან კობერიძემ ტელეკომპანია პირველს მას შემდეგ, რაც პარლამენტმა პროპორციულ სისტემაზე გადასვლის შესახებ პროექტი ჩააგდო, უმრავლესობა კი რამდენიმე დეპუტატმა...

დეპუტატები,რომლებმაც საარჩევნო სისტემის ცვლილებას მხარი არ დაუჭირეს

დეპუტატები,რომლებმაც  საარჩევნო სისტემის ცვლილებას მხარი არ დაუჭირეს
access_time2019-11-14 14:18:29
პარლამენტმა საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებით კონტიტუციურ კანონში ცვლილებები პირველი მოსმენით ჩააგდო.   პლენარულ სხდომაზე რეგისტრაცია 141-მა დეპუტატმა გაიარა. პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას პირველი მოსმენით 101-მა დეპუტატმა, მათ შორის ოპოზიციონერმა დეპუტატებმა დაუჭირეს მხარი. წინააღმდეგ კი 3 დეპუტატი წავიდა:   ენზელ მკოიანი კახა ოქრიაშვილი დიმიტრი ხუნდაძე   რეგისტრაცია გაიარეს თუმცა კენჭისყრაში...

პარლამენტმა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებული საკონსტიტუციო ცვლილებები კენჭისყრაზე ჩააგდო

პარლამენტმა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებული საკონსტიტუციო ცვლილებები კენჭისყრაზე ჩააგდო
access_time2019-11-14 13:18:30
პარლამენტმა საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებით კონტიტუციურ კანონში ცვლილებები პირველი მოსმენით ჩააგდო.პლენარულ სხდომაზე რეგისტრაცია 141-მა დეპუტატმა გაიარა. პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას პირველი მოსმენით 101-მა დეპუტატმა, მათ შორის ოპოზიციონერმა დეპუტატებმა დაუჭირეს მხარი. წინააღმდეგ კი 3 დეპუტატი წავიდა, თუმცა კვორუმი 113 ხმა იყო, რის გამოც კანონპროექტი ჩავარდა. საპარლამენტო უმრავლესობის 93 დეპუტატის მიერ შემუშავებული კანონპროექტი კონსტიტუციაში...

„აზარტულ თამაშებზე შესაძლოა, რეგულაციები დაწესდეს, რომელიც ორი-სამი წლის პერსპექტივაში დაახლოებით 60%-მდე შეამცირებს მომხმარებელთა რიცხვს“

„აზარტულ თამაშებზე შესაძლოა, რეგულაციები დაწესდეს, რომელიც ორი-სამი წლის პერსპექტივაში დაახლოებით 60%-მდე შეამცირებს მომხმარებელთა რიცხვს“
access_time2019-11-14 13:12:41
დეპუტატთა ჯგუფმა აზარტულ და მომგებიან თამაშებთან დაკავშირებით საკანონმდებლო ინიციატივა დაარეგისტრირა - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის დამოუკიდებელმა წევრმა ლევან გოგიჩაიშვილმა პარლამენტში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი განცხადებით, მნიშვნელოვანია აზარტული და მომგებიანი თამაშების სფეროში მკაცრი რეგულაციების დამყარება. „ჩვენ უკვე დავარეგისტრირეთ კანონპროექტი, რომელიც რეკლამის აკრძალვას ეხება. ახლა კი დარეგისტრირდა...


მსგავსი სიახლეები

up