გიორგი ვაშაძე - წელს ეკონომიკურ ზრდას ინფლაცია შეჭამს - გაზრდილი ეკონომიკა ფაქტობრივად არსაით არ მიდის

გიორგი ვაშაძე - წელს ეკონომიკურ ზრდას ინფლაცია შეჭამს - გაზრდილი ეკონომიკა ფაქტობრივად არსაით არ მიდის

access_time2021-07-21 13:55:25

წელს ეკონომიკურ ზრდას ინფლაცია შეჭამს - გაზრდილი ეკონომიკა ფაქტობრივად არსაით არ მიდის, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ 2021 წლის საბიუჯეტო ცვლილებებთან დაკავშირებით განაცხადა.

ვაშაძის შეფასებით, თუ კოვიდ ვითარებიდან გამომდინარე, ეკონომიკა ისევ დაიკეტება, გაუგებარია, როგორ უნდა ისულდგმულოს მოსახლეობამ.

როგორც ვაშაძე აცხადებს, ბიუჯეტის პროექტს ის ზედაპირულობა ეტყობა, რაც „ქართულ ოცნებას" ახასიათებს.

„ვაქცინაციიდან გამომდინარე, ქვეყანაში არის უმძიმესი მდგომარეობა. სამწუხაროდ, ყოველდღიურად 26 ადამიანი იღუპება, რისი მიზეზიც დაგვიანებული ვაქცინაციაა. ხელისუფლებამ ვაქცინა დროულად არ ჩამოიტანა, კამპანია გვიან დაიწყო და ვებ-გვერდიც კი ვერ გამართა, რომ ხალხი დარეგისტრირდეს. ხალხზე გადაბრალება, თუ რატომ არ არის მთელი საქართველო ვაქცინირებული, ნონსენსი და აბსურდია. როცა ბიუჯეტი იგეგმება ყველა ტიპის სცენარი გათვლილი უნდა იყოს. წლის დასაწყისში ინფლაციის ის ნეგატიური სცენარი, რაც დღეს არის, გათვლილი არ იყო. ქვეყანაში ყველაფერი 10%-ით გაძვირდა, მაშინ როცა დაგეგმილ ბიუჯეტში 2.5% იყო. ვიღებთ მეტ ვალს. წელს ჩვენი შვილებისა და შვილიშვილების ვალი 5 მილიარდით იზრდება. წელს ეკონომიკურ ზრდას ინფლაცია შეჭამს: - გაიზრდება ეკონომიკა, მყისიერად ფასები ყველაფერზე იზრდება და გაზრდილი ეკონომიკა ფაქტობრივად არსაით არ მიდის", - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.


2021 წლის ბიუჯეტში ცვლილებების პროექტთან დაკავშირებით პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა შემაჯამებელი სხდომა გამართა.

ხვალ პროექტი დასამტკიცებლად რიგგარეშე სესიაზე გადის.

Ipn.ge




სასტუმრო „ბორჯომი-ლიკანი“ მე-3 აუქციონზეც ვერ გაიყიდა

სასტუმრო „ბორჯომი-ლიკანი“ მე-3 აუქციონზეც ვერ გაიყიდა
access_time2021-08-02 17:00:58
„საპარტნიორო ფონდის“ მიერ გასაყიდად გამოტანილი სასტუმრო „ბორჯომი-ლიკანი“ ვერც მე-3 აუქციონზე გაიყიდა, მიუხედავად იმისა, რომ პირველ აუქციონთან შედარებით ფასი თითქმის $13 მლნ–ით ნაკლები იყო. „საპარტნიორო ფონდმა“ სასტუმრო„ბორჯომი ლიკანის“ შემდგომი განვითარების მიზნით, საჯარო აუქციონი მესამედ ივნისში გამოაცხადა. აღსანიშნავია, რომ ფასი იმაზე ბევრად ნაკლები იყო, ვიდრე პირველი და მეორე აქციონების შემთხვევაშიიყო. ამჯერად სასტუმროს საწყისი ღირებულება 24 041...

რომ არა ხარისხის პრობლემა, ქართულ თხილზე აშშ–ში დიდი მოთხოვნა იქნებოდა

რომ არა ხარისხის პრობლემა, ქართულ თხილზე აშშ–ში დიდი მოთხოვნა იქნებოდა
access_time2021-08-02 16:00:48
საქართველოში თხილის მოსავლის აღება მომავალი კვირიდან იწყება. გასული სეზონი აღდგენითი ხასიათის იყო, როდესაც ბოლო 5 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალმოსავლიანობა იყო (33 000 ტ). მეწარმეები მიმდინარე სეზონზე კიდევ უფრო მეტ მოსავალს ელიან, თუმცა მსოფლიო ბაზარზე წარმატების მისაღწევად თხილის ხარისხის გაუმჯობესებაა აუცილებელი. EastFruit–ის ქართული ჯგუფი ბლაი ლორტ მარტის ესაუბრა, აგრონომსა და ტექნოლოგიების სპეციალისტს, FRUSESA, BAIN BORGES International Group–ის ყოფილ...

ცესკოს თავმჯდომარე 6 თვით გიორგი კალანდარიშვილი იქნება

ცესკოს თავმჯდომარე 6 თვით გიორგი კალანდარიშვილი იქნება
access_time2021-08-02 13:55:18
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე 6 თვით გიორგი კალანდარიშვილი იქნება. პარლამენტმა ის მეოთხე მცდელობაზე დღეს, 2 აგვისტოს აირჩია. კალანდარიშვილის კონკურენტმა გიორგი სანტურიანმა ხმების საჭირო რაოდენობა ვერ მოაგროვა. გიორგი კალანდარიშვილის კანდიდატურას 83 მომხრე და 3 წინააღმდეგი ჰყავდა;გიორგი სანტურიანს კი 4 მომხრე და 1 წინააღმდეგი.დღესვე ცესკოში პროფესიული ნიშნით ორი წევრი აირჩიეს, გია ცაცაშვილი და მაია ზარიძე. წევრობის...

ვაშინგტონი ამერიკელებს საქართველოში მოგზურობისგან თავის შეკავებისკენ ეპიდვითარების გამო მოუწოდებს

ვაშინგტონი ამერიკელებს საქართველოში მოგზურობისგან თავის შეკავებისკენ ეპიდვითარების გამო მოუწოდებს
access_time2021-08-02 14:00:48
ტურიზმის სამნიშნა პროცენტული ზრდის ფონზე, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი საკუთარ მოქალაქეებს კოვიდის გამო საქართველოში მოგზაურობისგან თავის შეკავებიკენ მოუწოდებს. დამატებით რისკებად კი შესაძლო ძალადობის შემთხვევებს ასახელებს. გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ ანგარიში 16 ივნისითაა დათარიღებული, მაშინ როცა კოვიდის შემთხვევათა 7 დღის საშუალო მაჩვენებლი 704-ს შეადგენდა და უცხოელებზე თავდასმხებიც არ იყო გახშირებული. ივნისში ვიზიტორების რაოდენობა, გასული წლის...

სამხრეთ კავკასიის მილსადენის ტექნიკური ოპერირება BP-მ SOCAR-ს გადააბარა

სამხრეთ კავკასიის მილსადენის ტექნიკური ოპერირება BP-მ SOCAR-ს გადააბარა
access_time2021-08-02 15:00:10
სამხრეთ კავკასიის მილსადენის ტექნიკური ოპერატორის როლი კომპანია ბი-პი ექსპლორეიშენ (შაჰ დენიზ) ლიმიტედმა კომპანია სოკარ მიდსთრიმ ოპერეიშენს ლიმიტედს გადააბარა. სამხრეთ კავკასიის მილსადენი ერთ-ერთია სამხრეთის გაზის კორიდორის ოთხი სეგმენტიდან, რომელიც ემსახურება ბუნებრივი გაზის ექსპორტს აზერბაიჯანიდან თურქეთსა და ევროპაში საქართველოს გავლით. სოკარ მიდსთრიმ ოპერეიშენს ლიმიტედი კი სოკარის შვილობილი კომპანიაა. ტექნიკური ოპერატორობის გადაცემა...


მსგავსი სიახლეები

up