“სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერის გიორგი ვაშაძის განცხადებით, ამნისტიის კანონი შეეხება პოლიციელებს, თუმცა არა ჯალათებს, რომელთაც ბრალად კონვენციური დანაშაული ედებათ.
როგორც ვაშაძემ ჟურნალისტებს პარლამენტში განუცხადა, იმისთვის, რომ კანონის მიღების შემდეგ ინტერპრეტაციების შესაძლებლობა არ იყოს, კანონპროექტში ჩაიწერება, რომ ის კონვენციურ დანაშაულებზე არ გავრცელდება.
„შესაძლოა, ორი კანონპროექტი დარეგისტრირდეს. გვექნება მოსმენები და იქ უნდა შევეცადოთ პოზიციების შეჯერებას. უკვე შეთანხმებული ვართ ჩემთვის პრინციპულ საკითხზე, რომ ამნისტია არ გავრცელდება ჯალათებზე, ანუ ამნისტიის კანონში ჩაიწერება, რომ კონვენციის მუხლები არის დაცული და მათზე არ გავრცელდება ეს კანონი. შესაბამისად, თვალის დამთხრელზე ბრძანების გამცემზე ეს კანონი ვერ გავრცელდება. ამნისტია გავრცელდება პოლიციელებზე, რომლებზეც სისხლის სამართლის საქმე უკვე აღძრულია, ეს არის სულ სამი საქმე, ოღონდ გავრცელდება არა პერსონებზე, არამედ მუხლებზე”,- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
IPN.GE