გიორგი ვაშაძე: ტექნოპარკს სტარტაპები და ინოვატორები უნდა მართავდნენ და არა სახელმწიფო

გიორგი ვაშაძე: ტექნოპარკს სტარტაპები და ინოვატორები უნდა მართავდნენ და არა სახელმწიფო

person access_time2016-05-10 17:04:38

საქართველოს მთავრობა სტარტაპების დაფინანსებას იწყებს. საწყის ეტაპზე პროექტის ბიუჯეტი 11 მილიონი იქნება. ბიზნეს იდეების წარსადგენად განაცხადების მიღება სავარაუდოდ თვის ბოლოს დაიწყება და პირველი პროექტი სექტემბერში დაფინანსდება. პროექტს საპარტნიორო ფონდი და ტექნოპარკი ახორციელებენ. თემაზე "ბიზნესკონტაქტთან“ ინოვაციებისა და განვითარების ფონდის ხელმძღვანელი გიორგი ვაშაძე საუბრობს.


- თქვენი აზრით, სახელმწიფოს მხრიდან კლასიკური სუბსიდირების მაგალითთან ხომ არ გვაქვს საქმე და დღევანდელი სიტუაციიდან გამომდინარე ეს ყველაფერი გამართლებულია თუ არა?


- ძალიან შორს არის ეს ინიციატივა იმისგან, რამაც შეიძლება ქვეყანაში სტარტაპები განავითაროს. სტარტაპი ვერ წარმოიშვება, როდესაც სახელმწიფო ან სახელმწიფოს მიერ დაქირავებული ერთი კომპანიაა გადამწყვეტი ვის უნდა მისცეს დაფინანსება და ვის არა.


სოფლის მეურნეობის სექტორის მაგალითმა გვაჩვენა, რომ თითქოს საბანკო სექტორს გადაეცა გარკვეულწილად მართვის ბერკეტები, მაგრამ მოხდა ისე, რომ მსხვილმა ბიზნესმა წაიღო კრედიტები. ვიღაც საწყალ ადამიანს ორი ძროხა უყიდეს და მეორეს მხრივ, მილიონები კომპანიამ წაიღო და ა.შ.


- ამით რისი თქმა გსურთ, რომ ინოვაციების მიმართულებით იგივე ხდება?



- რა თქმა უნდა, თუ ბიუროკრატს ხელში ჩაუგდებ ინოვაციების მართვას, ბიუროკრატი დღევანდელი გაგებით ინოვაციას კლავს. იმიტომ, რომ აბსოლუტურად შეუთავსებელია ინოვაცია და ის ბიუროკრატია და გადაწყვეტილების ვერ მიღება, რაც სახელმწიფოში არის.


- სახელმწიფოს მხრიდან კლასიკური სუბსიდირების მომენტი, როდესაც საუბარია დაკრედიტება-დაფინანსებაზე და ა.შ. რეალურად გამართლებული არის თუ არა?


- მთავარი საკითხი ინოვაციური ბიზნესის განვითარებაში არის ცოდნა და არა ფული. სახელმწიფომ შეიძლება ფული ცოდნის განვითარებაში ჩადოს, რომ ბაზარი შეიქმნას. მე დღეს ბევრ ინოვატორს ვიცნობ საქართველოში და რომ გითხრათ, რომ ტექნოპარკის გახსნის შემდეგ ამ ხალხის რაოდენობა გაიზარდა სამწუხაროდ, ასე არ არის. თუმცა, ძალიან ლამაზი შენობაა და კარგია რომ ასეთი რამე არსებობს. როგორც ჩანს, ამ მექანიზმში რაღაც არ მუშაობს. სახელმწიფომ ფული ცოდნაში უნდა ჩადოს.


- თქვენ ფიქრობთ, რომ მთავარი პრობლემა კონკურენციის არ არსებობაა?


- რა თქმა უნდა, მონოპოლია ინოვაციას კლავს. მონოპოლიები ვერ დაინგრევა, თუ პატარა სტარტაპები არ მოდის, რომელიც ქვეყანაში ვითარდება. სამი წელია კონკურენციის სააგენტო მუშაობს, მაგრამ რომელ სექტორში ვხედავთ გაჯანსაღებულ კონკურენციას? ეს ჰაერში გასროლილი ფულია და ის არა სტარტაპზე, არამედ ვიღაცის ბიძაშვილის დაფინანსებაზე წავა.


საქართველოში კრეატივის უზარმაზარი პოტენციალია, ინოვაციის და სტარტაპების წამოწყების. ხალხი ათას გამოგონებას აკეთებს იმისთვის, რომ რაღაც პროცესში ჩაერთოს, მაგრამ ჩემი აზრით, ჯანსაღი პროცესისთვის უპირველესი განათლებაში ფულის ჩადებაა, ეს იმ უნარ-ჩვევების გაღვიძებას ნიშნავს, რომელიც მათ შორის 70 წლიანმა საბჭოთა მმართველობამ მოკლა ჩვენში.


მნიშვნელოვანია ინტეგრაცია საერთაშორისო სტარტაპ-ინოვაციურ სხვადასხვა პლატფორმებში. ბევრი ადამიანი უნდა ჩავიყვანოთ და ჩამოვიყვანოთ. ნახონ, შეიგრძნონ, გაიგონ რა ხდება სხვაგან და რა ხდება საქართველოში. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ ადამიანებთან ერთად თვალსაწიერი გავაფართოვოთ. შემდეგ ის ხალხი თავისი ბიზნესის დასაფინანსებლად ფულს თვითონ იშოვის. ახლა უკრაინაში საოცარი ტალღაა სტარტაპების და ინოვაციების. ერთადერთი სექტორია, სადაც სახელმწიფოს არც ერთი თეთრი არ დაუხარჯავს არის ტექნოლოგიები, ინოვაციები და სტარტაპები და ერთადერთი სექტორი, რომელიც უკრაინაში მუშაობს სწორედ ეს სექტორია.


ტექნოპარკი ძალიან კარგია. მიხარია და ძალიან მაგარი ახალგაზრდები არიან იქ, მაგრამ პრობლემა სხვა რამეშია. ტექნოპარკში ბევრი სტარტაპები და ინოვატორები უნდა იყვნენ და ისინი უნდა მართავდნენ ამ სივრცეებს და არა სახელმწიფო. მათ თქვეს, რომ კომისიაში უცხოელი სპეციალისტები მოჰყავთ, რომლებიც არჩევენ რა უნდა დააფინანსონ. უცხოელები რომ მოჰყავთ ეს ძალიან კარგია, მაგრამ ვთქვათ თუ რატომ აფინანსებს ინვესტორი სტარტაპ იდეას, იმიტომ რომ ის გრძნობს რომ იქ მოგება იქნება და გარკვეულ რისკზე მიდის. ჩვენ რომ ექსპერტი მოგვყავს, რომელმაც გადაწყვეტილება უნდა მიიღოს, იმ ბიზნესმა რომ არ გაამართლოს რამეს კარგავს? რა თქმა უნდა, არაფერს. აი, ეს არის პრინციპულად განსხვავება.



„ხვალ ვიხსნებით და დავიწყეთ მუშაობა, ასე არაა“ - „მეტრო ჯორჯიას“ მუშაობა არ განუახლებია

„ხვალ ვიხსნებით და დავიწყეთ მუშაობა, ასე არაა“ - „მეტრო ჯორჯიას“ მუშაობა არ განუახლებია
access_time2021-02-25 17:00:22
3 თვის შემდეგ საქალაქთაშორისო მიმოსვლა აღდგა, თუმცა მგზავრობა გაძვირდა. ტარიფი დაახლოებით 2-დან 5 ლარამდეა გაზრდილი. შეზღუდვების მოხსნის მიუხედავად მგზავრების საქალაქთაშორისო გადაადგილებას არ ახორციელებს „მეტრო ჯორჯია“. კომპანიაში „კომერსანტს“ განუცხადეს, რომ რეგულაციების შემსუბუქების მეორე დღეს მუშაობის განახლება მათთვის შეუძლებელია. „მეტრო ჯორჯია“ ადასტურებენ იმას, რომ მგზავრობის ტარიფი გაიზრდება, თუმცა კონკრეტული თანხის დასახელება ამ ეტაპზე არ შეუძლიათ. კომპანიაში ახლა იმ ეტაპებს გადიან,...

კომერციულ ბანკებში 27,769 მლრდ ლარის საცხოვრებელი ფართია დატვირთული - Top-5 ბანკი

კომერციულ ბანკებში 27,769 მლრდ ლარის საცხოვრებელი ფართია დატვირთული - Top-5 ბანკი
access_time2021-02-25 15:00:01
სესხის მისაღებად ბანკების სასარგებლოდ 27,769 მილიარდი ლარის უძრავი ქონება, კერძოდ, საცხოვრებელია დატვირთული. ამის შესახებ მონაცემები კომერციული ბანკების 2020 წლის მე-4 კვარტლის ფინანსურ ანგარიშგებებშია მოცემული.   კერძოდ, ანგარიშგების თანახმად, მოთხოვნის უზრუნველყოფის მიზნით ყველაზე მეტი - 12,2 მლრდ ლარის საცხოვრებელი ფართია დატვირთული „საქართველოს ბანკში“. შემდეგ მოდის „თიბისი ბანკი“, რომლის სასარგებლოდაც 2020 წლის მდგომარეობით ჯამში, 9,614 მლრდ ლარის ღირებულების...

„რეისები იქნება ან ევროპაში ან იქნება რუსეთში“, - რა გავლენა აქვს პოლიტიკურ პროცესებს ბიზნესზე

„რეისები იქნება ან ევროპაში ან იქნება რუსეთში“, - რა გავლენა აქვს პოლიტიკურ პროცესებს ბიზნესზე
access_time2021-02-25 12:40:07
„რეისები იქნება ან ევროპაში ან იქნება რუსეთში“, - ამის შესახებ „კომერსანტს“ ქართული ავიაკომპანიის „Air Georgia“-ს დამფუძნებელმა გიორგი კოდუამ განუცხადა. ბიზნესმენი მედიაჰოლდინგთან ქვეყანაში შექმნილ რთულ ეკონომიკურ - პოლიტიკურ მდგომარეობაზე საუბრობს და ამბობს, რომ ქვეყანა სწორად უნდა განვითარდეს და ევროპული პროექტებით კიდე უფრო უნდა მიუახლოვდეს დასავლეთს.   „შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ დღეს გვაქვს ნულოვანი ეკონომიკა. როდესაც გერმანიამ მეორე სამამულო...

2019 წლის 1-ელი ოქტომბრიდან 2020 წლის 1-ელ მაისამდე შემოყვანილ სატრანსპორტო საშუალებებზე განბაჟების ვადა 1-ელ ივნისამდე გადაიწევს

2019 წლის 1-ელი ოქტომბრიდან 2020 წლის 1-ელ მაისამდე შემოყვანილ სატრანსპორტო საშუალებებზე განბაჟების ვადა 1-ელ ივნისამდე გადაიწევს
access_time2021-02-25 12:01:24
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, 2019 წლის 1-ელი ოქტომბრიდან 2020 წლის 1-ელ მაისამდე შემოყვანილ სატრანსპორტო საშუალებებზე განბაჟების ვადა 1-ელ ივნისამდე გადაიწევს.   როგორც ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, ეს შეღავათი ავტოსატრანსპორტო საშუალებების 19 ათას მფლობელს შეეხება.   „მოგეხსენაბათ, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე 2019 წლის 1-ელი ოქტომბრიდან 2020 წლის 1-ელ მაისამდე შემოყვანილ სატრანსპორტო საშუალებებზე...

„ცვლილებების განხორციელებისას უნდა მოხდეს კომპანიების ხედვების გათვალისწინება“ - საქართველოს ბიზნეს ასოციაცია

„ცვლილებების განხორციელებისას უნდა მოხდეს კომპანიების ხედვების გათვალისწინება“ - საქართველოს ბიზნეს ასოციაცია
access_time2021-02-25 10:55:13
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის კომიტეტის სხდომის ფარგლებში საქართვლოს ბიზნეს ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლებმა ისაუბრეს სექტორში არსებულ იმ პრობლემებზე, რომელმაც Covid-19 გამოწვეული პანდემიის ფონზე მწვავედ იჩინა თავი  და რომელთა მოგვარებაშიც ბიზნესს საკუთარი წვლილი შეტანა შეუძლია. კომიტეტის სხდომაზე შეეხნენ იმ გლობალურ ტენდენციებს, რომელიც სექტორის რეფორმირების კუთხით მსოფლიოში გამოიკვეთა და მნიშვნელოვანია საჯარო ფინანსების ხარჯვის ეფექტიანობის გასაზრდელად....


მსგავსი სიახლეები

up