გიორგი ვაშაძე - საქართველო რეგიონში ერთადერთი ქვეყანაა, სადაც ეროვნული ვალუტა სულს ღაფავს

გიორგი ვაშაძე - საქართველო რეგიონში ერთადერთი ქვეყანაა, სადაც ეროვნული ვალუტა სულს ღაფავს

access_time2020-09-27 18:00:55

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, ქვეყნაში მძიმე ეკონომიკური მდგომარეობაა, რაც მისი თქმით, „ჩაფლავებული მთავრობის ჩაფლავებული გეგმის შედეგია“.

ვაშაძის განცხადებით, საქართველო კავკასიის რეგიონში ერთადერთი ქვეყანაა, სადაც ეროვნული ვალუტა კატასტროფულად უფასურდება და მოქალაქეები შიმშილის პირას არიან

„საქართველოს ეკონომიკა უმძიმეს მდგომარეობაში იმყოფება. ლარის კურსი უფასურდება, 200 000 სამუშაო ადგილი დავკარგეთ, მცირე და საშუალო ბიზნესი გაკოტრებულია, კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება და ეს არის მაგალითი, ჩაფლავებული ეკონომიკური და ე.წ.  ანტიკრიზისული გეგმის, რომელიც ბატონმა გახარიამ, ჩაფლავებულმა პრემიერ-მინისტრმა შემოგვთავაზა და რომლითაც ძალიან მაგრად იქებდნენ თავს“, – აცხადებს ვაშაძე.

ამასთან, ვაშაძე აღნიშნავს, რომ რეგიონში საქართველო ერთადერთი ქვეყანაა, სადაც „ეროვნული ვალუტა სულს ღაფავს“.

„ლარის კურსი ეს არის ნომერ პირველი პრობლემა საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის, რომელიც ყოველდღიურად დრამატულად უფასურდება. 450 მლნ დოლარი, ჩვენი ფული მხოლოდ წელს დახარჯულია იმისთვის, რომ ლარის კურსი როგორმე გაამყარონ და შედეგი არის ნული, დღეს დოლარის კურსი 3.33 და ველოდებით კიდევ უფრო მეტად გაუფასურებას. სომხეთსა და აზერბაიჯანში მთელი წლის მანძილზე 1%-იანი ცდომილება აქვს კურსს და დღესაც ასეა, საქართველოში კი 17%-ით გაუფასურდა ლარის კურსი. ანუ თუ იტყვიან, რომ ეს არის გლობალური პრობლემა ან რეგიონის, ეს არის ტყუილი. ერთადერთი ქვეყანა ვართ რეგიონში, სადაც კატასტროფულად გაუფასურდა ვალუტა, ეს სწორედ საქართველოა. სამწუხაროა, მაგრამ ასეა! სამი მლრდ ლარით მეტის გადახდა მოუწევს საქართველოში ბიზნესს ან ფიზიკურ პირებს, რომლებსაც სესხი დოლარში ან ევროში აქვთ აღებული. შემაშფოთებელია ის ციფრი, რომელიც დღეს არის Bloomberg-საერთაშორისო ვალუტით ვაჭრობის ბირჟაზე, ისინი ამბობენ რომ ლარის კურსის საპროგნოზო მაჩვენებელი შეიძლება დაეცეს 3.80-მდე ანუ ლარის კიდევ უფრო კატასტროფულ გაუფასურებას წინასწარმეტყველებენ. ხელისუფლება ამბობს, რომ ეკონომიკა გამოდის კრიზისიდან ჩვენ კი, რეალურად ვხედავთ, რომ კიდევ უფრო მეტ კრიზისში შევდივართ“, – ამბობს ვაშაძე.


მისივე თქმით, ამ კრიზისიდან გამოსასვლელად საჭიროა გაჩნდეს მძლავრი პოლიტიკური მოლოდინი.

„ეს შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ ხელისუფლების ცვლილებამ გააჩინოს და ახალი კომპლექსური, სისტემური ეკონომიკური რეფორმების ახალმა ტალღამ, სწორედ ეს გვაქვს „სტრატეგია აღმაშენებლის“ გუნდს გათვითცნობიერებული. თუ მძლავრი და ახალი რეფორმები არ დაიწყო ქვეყანაში, თუ აქტიურად არ ვიმუშავეთ ინვესტიციების მოსაზიდად არაფერი არ შეიცვლება. ჩვენს მიერ წარმოდგენილია სამი პუნქტი: 1. სწრაფი, კომპლექსური და სისტემური ეკონომიკური რეფორმები; 2. ხელისუფლების ცვლილება აუცილებელია, სხვა შემთხვევაში არანაირი ნდობა და პოზიტიური განრიგი არ დაიწყება; 3. ჩვენ უნდა გადავიდეთ მულტისავალუტო რეჟიმზე (ლარი/ევრო საგადასამხდელო საშუალებად შემოღება). ამ გეგმით იქნება შესაძლებელი ლარის კურსის გადარჩენა“, – აცხადება გიორგი ვაშაძე.

ინფორმაციას „გიორგი ვაშაძე-სტრატეგია აღმაშენებლის“ პრესსამსახური ავრცელებს.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up