გიორგი ვაშაძე ქართულ პროექტებს დავოსსა და ჩიკაგოში წარადგენს

გიორგი ვაშაძე ქართულ პროექტებს დავოსსა და ჩიკაგოში წარადგენს

access_time2018-01-19 13:56:03

„ინოვაციებისა და განვითარების ფოდის“ (IDF) დამფუძნებელი, დავოსში, მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში მიიღებს მონაწილეობას. როგორც „კომერსანტს“ ფონდში განუცხადეს, გიორგი ვაშაძე სხვადასხვა ჯგუფებთან გამართავს შეხვედრებს. როგორც „ინოვაციებისა და განვითარების ფონდის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურიდან გვაცნობეს, გიორგი ვაშაძე, რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხს შეეხება, მათ შორის იქნება, IDF-ის მიერ შემუშვებული კანონპროექტი ანტიკორუფციული სასამართლოს რეფორმის შესახებ და ბლოკჩეინ ტექნოლოგიები.


„მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე, რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხს განვიხილავთ. მათ შორის, ანტიკორუფციული სასამართლოს რეფორმის კანონპროექტი, რომელიც „ინოვაციებისა და განვითარების ფონდმა“ უკრაინაში შეიმუშავა. აღნიშნული ინიციატივაზე, ფონდის უკრაიელ და უცხოელ სპეციალისტებთან ერთად, რამდენიმე თვის განმავლობაში ვმუშობდით. სრულიად გავითვალისწინეთ ვენეციის კომისიის რეკომენდაციები. 2017 წლის დეკემბერში, კანონპროექტი ხელმოსაწერად წარედინა უკრაინის პრეზიდენტს და განსახილველად გადაგზავნილია რადაში. კანონპროექტის გარშემო არსებული დიდი ინტერესიდან გამომდინარე, სამიტზე გაიმართება რამდენიმე შეხვედრა და მოხდება ამ ინიციატივის განხილვა, როგორც განსხვავებული პრაქტიკის ჩვენს რეგიონში. პროექტის მიმართ დიდი ინტერესს, მისი უპრეცენდენტობა განაპირობებს. კანონპროეტის უნიკალურობაა, მოსამართლეების შერჩევაში უცხოელი ექსპერტების ჩართულობა. სხვადასხვა ჯგუფებთან ერთად, ვიმსჯელებთ და განვიხილავთ აღნიშნული რეფორმის უპირატესობასა და მისი გატარების აუცილებლობას.
მეორე, და ასევე ძალიან მნიშველოვანი საკითხი, რაზეც ყურადღებას გავამახვილებ, არის სახელმწიფო მართვის ახალი თაობის მოდელი და ბლოკჩეინ ტექნოლოგიები“- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.


უკვე 9 თებერვალს კი გიორგი ვაშაძე ჩიკაგოში ბლოკჩეინ კონგრესში მიიღებს მონაწილეობას. ბლოკჩეინ კონგრესზე ქართველ ექსპერტებთან ერთად, საერთაშორისო სპეციალისტებიც იქნებიან წარმოდგენილნი. მომხსენებლებს შორის არიან უკრაინის პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს მრჩეველი გიორგი ვაშაძე, ასევე, „ინოვაციებისა და განვითარების ფონდის" წარმომადგენელი ამერიკაში და ღონისძიების ორგანიზატორი გივი ჩიქოვანი.



„მოხარული ვარ, რომ დიდი დაინტერესებაა „ინოვაციებისა და განვითარების ფონდის“ ორგანიზებით დაგეგმილი, ბლოკჩეინ კონგრესის მიმართ. ღონისძიებაზე, საერთაშორისო ექსპერტებთან ერთად, განვიხილავთ ისეთ საკითხებს, როგორიცაა ბლოკჩეინ ეკონომიკა, კრიპტო ვალუტა, ბლოკჩეინის როლი მედიცინაში, დაზღვევაში და სხვ. ვისაუბრებთ, რა მომავალი აქვს ბიტკოინს და რას გვთავაზობს ის. ასევე, როგორი იქნება სამომავლოდ idf-გადახდის მეთოდებზე მისი გავლენა. კიდევ ბევრ საინტერესო თემაზე გვექნება მსჯელობა ჩიკაგოში. მთავარი ისაა, რომ ინტერესი და ჩართულობა საკმაოდ დიდია. მოხარული ვიქნები, თუ მსგავსი სახის შეხვედრები და დისკუსიები საქართველოშიც გაიმართება. ანალოგიური პლატფორმის შექმნით, ჩვენ საშუალებას მივცემთ სხვადასხვა ქვეყანაში მოღვაწე ექსპერტებსა და დაინტერესებულ პირებს, ჩამოვიდნენ საქართველოში და ჩაერთონ პროცესში“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.


„ინოვაციებისა და განვითარების ფონდი“ რამდენიმე წელია, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში საქმიანობს. ფონდის ხელმძღვანელობითა და თანამონაწილეობით, უკრაინაში უკვე განხორციელდა არაერთი მნიშვნელოვანი რეფორმა, მათ შორის იუსტიციის სახლები - „გოტოვო“. ფონდის ინიციატივით, შეიქმნა ანტიკორუფციული ბიურო, რამდენიმე კვირის წინ კი მომზადდა კანონპროექტი ანტიკორუფციული სასამართლოს შექმნის თაობაზე. ფონდი, რომლის დამფუძნებელიც გიორგი ვაშაძეა, აქტიურად თანამშრომლობს მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანასთან.






„გაყიდვები 5-7%-ით გაიზარდა“ - რომელ ტექნიკაზე მოიმატა მოთხოვნამ პოსტპანდემიურ პერიოდში საქართველოში

„გაყიდვები 5-7%-ით გაიზარდა“ - რომელ ტექნიკაზე მოიმატა მოთხოვნამ პოსტპანდემიურ პერიოდში საქართველოში
access_time2020-08-09 15:01:24
ივნის-ივლისში გაყიდვები 5-7%-ით გაიზარდა - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ „ბეკო საქართველოს“ გენერალურმა დირექტორმა მეჰმედ მელექმა განუცხადა.   „თუ 2020 წლის იანვარ-ივლისის მონაცემებს, წინა წლის 7 თვეს შევადარებთ, გეტყვით, რომ აქ გაყიდვების მხრივ სიტუაცია იგივე დონეზეა. ეს კი პანდემიის პირობებში კარგი მაჩვენებელია. ზაფხულში მაჩვენებლები უფრო დამაიმედებელია, მეტიც, იანვარ-ივლისში გაყიდვები 5-7%-ით გაიზარდა. გაყიდვების ზრდას ხელს უწყობს ისიც, რომ წელს 3 ახალი მაღაზია...

მსოფლიოს წამყვან ბირჟებზე ნავთობი გაძვირდა – საქართველოში საწვავის ფასის 10 თეთრით გაზრდაა მოსალოდნელი

მსოფლიოს წამყვან ბირჟებზე ნავთობი გაძვირდა – საქართველოში საწვავის ფასის 10 თეთრით გაზრდაა მოსალოდნელი
access_time2020-08-09 20:00:07
ე.წ. დიდი ლოქდაუნისას გაუაფებული ბენზინი საერთაშორისო ბაზრებზე გაძვირების გზას დაადგა. კერძოდ, 29 ივლისის ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი...

Bloomberg: კარანტინზე უარის თქმის მიუხედავად, შვედეთმა ეკონომიკა ვერ გადაარჩინა

Bloomberg: კარანტინზე უარის თქმის მიუხედავად, შვედეთმა ეკონომიკა ვერ გადაარჩინა
access_time2020-08-09 18:00:10
  შვედეთმა თავისი ეკონომიკა 1980 წლის შემდეგ რეკორდული ვარდნისგან ვერ დაიცვა  - კარანტინზე და თვითიზოლაციაზე უარის თქმის მიუხედავად, ქვეყნის მშპ 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 8,8%-ით შემცირდა  - ასეთია შვედეთის სტატისტიკის სამმართველოს მონაცემები.   პირველ კვარტალთან შედარებით ვარდნა თითქმის ანალოგიურია - 8,6%.   ასევე მკვეთრად დაეცა ექსპორტი და ამავე დროს მასშტაბური ფინანსური დახმარების პროგრამების მიუხედავად,...

აფხაზეთი კრიპტო-ციებ-ცხელებამ მოიცვა - ბოლო 6 თვეში აფხაზეთში 100 ახალი კრიპტოფერმა გაიხსნა

აფხაზეთი კრიპტო-ციებ-ცხელებამ მოიცვა - ბოლო 6 თვეში აფხაზეთში 100 ახალი კრიპტოფერმა გაიხსნა
access_time2020-08-09 16:00:20
აფხაზეთში ნამდვილი კრიპტო-ციებ-ცხელებაა. ეს ძალიან მარტივად იხსნება - კერძოდ კი, ელექტროენერგიაზე ფანტასტიურად დაბალი ტარიფებით.   ერთი კილოვატი ელექტროენერგია აფხაზეთში 1 ცენტზე ოდნავ მეტი ღირს - დანარჩენი მსოფლიოსთვის წარმოუდგენელი ფასი. გასაგებია, რომ ის კრიპტოფერმებს იზიდავს, და მათი რაოდენობა მუდმივად იზრდება - მხოლოდ ბოლო 6 თვეში აფხაზეთში 100 ახალი კრიპტოფერმა გაიხსნა, ჯამურად კი მათი რაოდენობა 8000-ს აღწევს.   ისინი მიტოვებულ შენობებში,...

Facebook-ს აქციები რეკორდულად ძვირდება

Facebook-ს აქციები რეკორდულად ძვირდება
access_time2020-08-09 13:40:12
Facebook-ის აქციების ღირებულება რეკორდულ დონეზე  - 225, 8 დოლარამდე გაიზარდა - ეს უმსხვილესი კომპანიების მხრიდან სოციალურ ქსელში რეკლამაზე ბოიკოტის და კონგრესში მიმდინარე ანტიმონოპოლიური გამოძიების ფონზე ხდება. ყველა ამ უსიამოვნების მიუხედავად, სოციალური ქსელის აუდიტორია და მოგებაც პროგნოზირებულზე მეტად იზრდება. ამ ინფორმაციის გამოქვეყნების შემდეგ კომპანიის აქციები 7%-ით გაძვირდა. ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ წლის მანძილზე Facebook-ის...


მსგავსი სიახლეები

up