გიორგი ვაშაძე „ქართულ ოცნებას“ მოუწოდებს, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში წევრთა არჩევის პროცესი შეაჩერონ

გიორგი ვაშაძე „ქართულ ოცნებას“ მოუწოდებს, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში წევრთა არჩევის პროცესი შეაჩერონ

access_time2021-05-22 16:19:29

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ „ქართულ ოცნებასა“ და მის ლიდერებს მოუწოდა, შეაჩერონ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში წევრთა არჩევის პროცესი.
გიორგი ვაშაძის განცხადებით, ეს არალეგიტიმური და უკანონო პროცესია, რომელიც ეწინააღმდეგება 19 აპრილის შარლ მიშელის დოკუმენტის სულისკვეთებას. ვაშაძემ იმედი გამოთქვა, რომ „ქართული ოცნება“ დროულად „მოეგება გონს“, წინააღმდეგ შემთხვევაში უფრო მკაცრ მოქმედებებს და მათ შორის საპროტესტო აქციებს აანონსებს დოკუმენტზე ხელმომწერი ოპოზიციის მხრიდან.
„მომავალ კვირას „ქართული ოცნება“ მზაკვრულად გეგმავს, რომ დაჩქარებული წესით აირჩიოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები, რაც კატეგორიულად მიუღებელია ჩვენთვის, ხაზგასმით უნდა აღვნოშნო, რომ ეს ეწინააღმდეგება 19 პრილის შარლ მიშელის შეთანხმებას და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ეწინააღმდეგება იმ ფუნდამენტურ მართლმსაჯულების რეფორმას, რომელიც შეთანხმების დოკუმენტით უნდა განხორციელდეს საქართველოში. უფრო მეტიც, მესამე პუნქტის მესამე ქვეპუნქტი პირდაპირ ამბობს, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სიღრმისეული რეფორმა უნდა განხორციელდეს სწორედ ამ დოკუმენტის შესაბამისად. მედიატორებს პირდაპირი კომუნიკაცია ჰქონდათ ყველა ხელმომწერ მხარესთან, „ქართული ოცნების“ ჩათვლით. მათი პოზიცია ცნობილია, ისინიც მიიჩნევენ, რომ დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს შეჩერება იუსტიციის უმაღესი საბჭოს წევრების არჩევის პროცესის და განისაზღვროს ახალი პროცედურა, რომელსაც მეტი ნდობა ექნება საზოგადოების მხრიდან. მივმართავ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, მივმართავ „ქართული ოცნების“ ლიდერს ირაკლი კობახიძეს და რაც მთავარია, მივმართავ სასამართლოში „კლანს“, მეგობრებო, მესმის, რომ თქვენ შეიძლება სურვილი გაქვთ, სწრაფად ჩაფარცხოთ ეს საკითხი, მაგრამ ასე არ გამოვა. ეს რეფორმად ვერ ჩაითვლება, ეს დანიშვნები იქნება არალეგიტიმური და უკანონო, შეთანხმების სულისკვეთების საწინააღნდეგო, ამიტომ მოგიწოდებთ, შეაჩერეთ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების არჩევის პროცესი, ისევე როგორც შეჩერდა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების უვადოდო დანიშვნის პროცესი, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ მოგვიწევს უფრო მკაცრ ზომებს მივმართოთ ოპოზიციამ, რომელმაც ხელი მოვაწერეთ ამ შეთანხმებას. დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს უკანონო, არალეგიტიმური არჩევის პროცესი, რომლითაც „კლანს“ კიდევ ერთხელ უნდა, რომ გაამყაროს თავისი ძალაუფლება სასამართლოში. ჩვენ ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ როგორც საკანონმდებლო ინიციატივებით, ასევე თუ მოგვიწევს, რა თქმა უნდა, საპროტესტო ღონისძიებითაც. ამიტომ, იმედი მაქვს, დროულად გონს მოეგება „ქართული ოცნება“,-განაცხადა ვაშაძემ.

ipn.ge




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up