გიორგი ვაშაძე პრემიერს მიმართავს: ქართული ბიზნესი ძალიან მძიმე მდგომარეობაშია

გიორგი ვაშაძე პრემიერს მიმართავს: ქართული ბიზნესი ძალიან მძიმე მდგომარეობაშია

access_time2020-03-02 19:00:45

ქვეყანაში არსებულ მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაზე, ბიზნესის სფეროში შექმნილ სერიოზულ პრობლემებზე ამახვილებს ყურადღებას “ახალი საქართველოს” თავმჯდომარე, გიორგი ვაშაძე. გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი კონკრეტული შეკითხვით მიმართავს პრემინისტრს, თუ რას აპირებს მთავრობა:


“ქართული ბიზნესი ძალიან მძიმე მდგომარეობაშია, ვართ საფრთხის წინაშე, რომ ათობით ათასი სამუშაო ადგილი დაიკარგოს, განსაკუთრებით ტურიზმთან დაკავშირებულ სექტორში.


ჯერ კიდევ იანვარში, სანამ კორონავირუსი გავრცელდებოდა საქართველოში იყო ძალიან სერიოზული კრიზისი განსაკუთრებით სასტუმროებში და ტურისტული მომსახურეობის სექტორში. Booking.com-მა მაგალითად, იანვარში ჩაატარა საქართველოში შეხვედრა და აღნიშნა, რომ 35%-ით დაეცა სასტუმროების შეკვეთა თბილისსა და მთლიანად ქვეყანაში მხოლოდ იანვრის თვეში, ამას უკვე დაემატა კორონავირუსი და მისგან გამოწვეული დიდი კრიზისი, რომელიც მთელს მსოფლიოშია, მაგრამ საქართველოს ეკონომიკას, რომელიც ფაქტობრივად მხოლოდ ტურიზმზე დგას აქვს ძალიან დიდი კრიზისი დღეს. ეს არის სასტუმროს სექტორი, მომსახურების სექტორი, სადისტრიბუციო ქსელები და სხვადასხვა ტიპის ბიზნესები, რომლებიც დაკავშირებულია ტურიზმთან.



შესაბამისად, მე მაქვს მხოლოდ ერთი კითხვა, ბატონ გახარიასთან, ქვეყნის პრემიერ-მინისტრთან, რას აპირებთ? აქ სირაქლემის პოზიციაში ყოფნა არასწორია და ქართული ბიზნესის მიტოვება, რომელიც ისედაც უმძიმეს ვითარებაშია, არის დანაშაული, რადგან ქვეყანაში მთავარი პრობლემა გვაქვს სამუშაო ადგილები, მაგრამ ჩვენ თუ იმ სამუშაო ადგილებსაც დავკარგავთ, კერძო სექტორში, რომელიც გვაქვს, საშინელ მდგომარეობაში ჩავარდება მთლიანად ქვეყანა“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.


წყარო: paraleli.ge





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up