გიორგი ვაშაძე - პარლამენტი შემჭიდროვებულ ვადებში მიიღებს ამნისტიის კანონს, რის შემდეგაც ნიკა მელია დატოვებს საპატიმროს, დღეის მდგომარეობით, მისი გათავისუფლების სხვა გზა არ არსებობს

გიორგი ვაშაძე - პარლამენტი შემჭიდროვებულ ვადებში მიიღებს ამნისტიის კანონს, რის შემდეგაც ნიკა მელია დატოვებს საპატიმროს, დღეის მდგომარეობით, მისი გათავისუფლების სხვა გზა არ არსებობს

access_time2021-04-21 15:00:00

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, საპარლამენტო ჯგუფი ოპოზიციის მხრიდან მუშაობს ამნისტიის კანონის პროექტზე, რომელიც ვრცელდება მხოლოდ იმ საქმეებზე, რომლებთან დაკავშირებით გამოძიება ამჟამად მიმდინარეობს.



„გუშინდელი დღე იყო ძალიან მნიშვნელოვანი, დიდი მადლობა პერსონალურად შარლ მიშელს იმისთვის, რაც გააკეთა ჩვენი ქვეყნისთვის. გუშინდელ შეხვედრაზე, რომელიც გაიმართა პრეზიდენტის სასახლეში, დაზუსტდა იმპლემენტაციის ყველა დეტალი, რაზეც საზოგადოებაში იყო კითხვები. ჩემი აზრით, ეს იყო მნიშვნელოვანი, რათა ყველა საკითხზე პასუხი გაგვეცა. ახლა ჩვენ, ასე ვთქვათ, საპარლამენტო ჯგუფი ოპოზიციის მხრიდან ვამუშავებთ ამნისტიის კანონის პროექტს, რომელიც, ხაზს ვუსვამ, ვრცელდება მხოლოდ იმ საქმეებზე, რომელიც ამჟამად არის გამოძიებაში. სპეკულაციები. ვიღაცაზე მომავალში გავრცელდება, ერთხელ და სამუდამოდ დახურულია. გავრცელდება მხოლოდ იმ მუხლებზე, რომლებზეც სისხლის სამართლის პასუხისგებაში ახლა არიან მიცემულები“, – აღნიშნა გიორგი ვაშაძემ.



ვაშაძის განმარტებით, კანონპროექტი პარლამენტში სამშაბათს ერთობლივად უნდა დარეგისტრირდეს.




„იმედი მაქვს, „ქართული ოცნება“ დაადასტურებს და ხელს მოაწერს ამ ინიციატივას. ჩვენ ამისთვის გუშინ ვთქვით სრული თანხმობა, როგორც კი სამშაბათს მოხდება ამ პროცესის რეალიზება, ქალბატონმა ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ის მყისიერსდ გამოიყენებს შეწყალების პროცედურას და გიორგი რურუა დატოვებს საპატიმროს სამშაბათს.



ამის შემდეგ, რეგლამენტით შეძლებისდაგვარად მაქსიმალურად შემჭიდროვებულ ვადებში პარლამენტი მიიღებს ამნისტიის კანონს, რის შემდეგაც ნიკა მელია დატოვებს საპატიმრო დაწესებულებას. ვწუხვარ, რომ მხოლოდ ეს გზა არის მისი გათავისუფლების, დღეის მდგომარეობით, სხვა გზა აღარ არსებობს.



აქვე, მინდა, გულწრფელად სრული თანადგომა გამოვუცხადო მაკო გომურს და ყველა იმ ადამიანს, ვინც 20 ივნისს დაზარალდა. გულწრფელად, თითოეულ თქვენგანს გითხრათ, ბოლომდე თქვენს გვერდით ვიდგებით და აუცილებლად ამ საქმესთან დაკავშირებითაც მივიყვანთ ბოლომდე, შევეცდებით, სრულად იყოს გათვალისწინებული თქვენი ინტერესები. მინდა, მივმართო საზოგადოებას, შეთანხმებას, რომელიც ჩვენი დასავლელი პარტნიორების, მოდი, ვთქვათ, იძულებით გამოვიდა, ყველა უნდა გავუფრთხილდეთ, მთავარი აქცენტი უნდა გადავიტანოთ ამ შეთანხმების სწრაფ იმპლიმენტაციაზე“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.



1tv.ge






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up