გიორგი ვაშაძე - მივმართავ პრემიერსა და ეროვნული ბანკის პრეზიდენტს, ნუ იმალებით

გიორგი ვაშაძე - მივმართავ პრემიერსა და ეროვნული ბანკის პრეზიდენტს, ნუ იმალებით

access_time2020-06-17 14:00:58

პარტია „ახალი საქართველოს“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, საქართველოში საბანკო სექტორის სახით ჩამოყალიბებულია მონოპოლიური კარტელი, რომელიც თითოეულ მოქალაქეს ძარცვავს. როგორც ვაშაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, ევროკავშირში ბანკების საუკეთესო მოგების მაჩვენებლად 10% ითვლება, საქართველოს შემთხვევაში კი, საბანკო სექტორი 25%-იანი მარჟის მოგებით მუშაობს.


„ევროკავშირში საშუალოდ 10%-იანი მოგება ითვლება საუკეთესო მაჩვენებლად ბანკებისთვის და ალბათ გაინტერესებთ, რამდენია საქართველოში ეს ყველაფერი. 26% დააფიქსირა 2019 წელს ,,საქართველოს ბანკმა. საშუალოდ საქართველოში 25%- იანი მარჟის მოგებით მუშაობს საბანკო სექტორი. ეს ციფრები მიუთითებს, რომ საქართველოში ჩამოყალიბებულია მონოპოლიური კარტელი, რომელიც ძარცვავს თითოეულ მოქალაქეს. მივმართავ ეროვნულ ბანკს და ვეუბნები კობა გვენეტაძეს, ყველა ვღარიბდებით, ყველა უმძიმეს ვითარებაში ვართ, ეს ციფრები მიუთითებს, რომ საბანკო სისტემაში არის რესურსი ჩამოიწეროს პროცენტი 3 ან 6 თვით გადავადებულ სესხებზე და შემდგომში განახევრდეს საპროცენტო განაკვეთი. ეს არის აუცილებელი იმისთვის, რომ ქართულმა ეკონომიკამ ამოისუნთქოს. როდემდე უნდა იყოთ მონოპოლიების მფარველი, დაუყონებლივ გამოიყენეთ ანტიმონოპოლიური მექანიზმები და ჩამოიწეროს სესხის პროცენტები მოქალაქეებზე“ - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.


„ახალი საქართველოს“ ლიდერის ინფორმაციით, დაიწყებენ ხელმოწერების შეგროვებას, რათა ჩამოიწეროს პროცენტი 3 ან 6 თვით გადავადებულ სესხებზე და შემდგომში, საპროცენტო განაკვეთი განახევრდეს.



„მოვუწოდებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას, გამოდით და დააფიქსირეთ თქვენი პოზიცია ამ საკითხის მიმართებით, ნუ იმალებით, ჩვენ ვიწყებთ ხელმოწერების შეგროვებას და ეს მოქმედება დაუყონებლივ უნდა განხორციელდეს. ასევე მივმართავ საბანკო სექტორს, არ გეგონოთ, რომ ამ ზემოგებაზე მუშაობა შეგრჩებათ, ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ თქვენ მოგიწიოთ სესხებზე პროცენტების დაწევა,“ - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.


ipn.ge





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up