გიორგი ვაშაძე - მივმართავ არა მელიას, არამედ მათ, რომლებიც გმობენ ამნისტიას, მეორე მხრივ კი ელოდებიან მის მიღებას, რომ პარლამენტში სწრაფად შებობღდნენ - ეს პილატე პონტოელის მსგავსი ქმედებაა

გიორგი ვაშაძე - მივმართავ არა მელიას, არამედ მათ, რომლებიც გმობენ ამნისტიას, მეორე მხრივ კი ელოდებიან მის მიღებას, რომ პარლამენტში სწრაფად შებობღდნენ - ეს პილატე პონტოელის მსგავსი ქმედებაა

access_time2021-04-23 16:50:00

მივმართავ ადამიანებს, არა ნიკა მელიას, არამედ სხვა ადამიანებს, რომლებიც ერთი მხრივ გმობენ ამნისტიას, მეორე მხრივ კი ელოდებიან ამნისტიის კანონის მიღებას, რომ პარლამენტში რაც შეიძლება სწრაფად შებობღდნენ - ეს არის პილატე პონტოელის მსგავსი ქმედება - ხელებს იბანთ პროცესიდან, მაგრამ გინდათ, ამ პროცესიდან შედეგი მიიღოთ,- ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ბრიფინგზე განაცხადა.


მისი თქმით, ის აღებულ პასუხისმგებლობას შეასრულებს და „ქართულ ოცნებასაც“, ზედმიწევნით მოსთხოვს ყველა პირობა შეასრულოს.


„მე ხელებს არ დავიბან. რაზეც ავიღე პასუხისმგებლობა ქართველი ხალხის და პარტნიორების წინაშე, ყველაფერს შევასრულებ და ზედმიწევნით მოვთხოვ „ქართულ ოცნებას“, შეასრულოს ყველა პირობა.


კიდევ ერთი სპეკულაციაა ის, რომ თვალების დამთხრელებზე გავრცელდება ამნისტიის კანონი. ეს არის ტყუილი იმიტომ, რომ თვალების დათხრა არის კონვენციით გათვალისწინებული დანაშაული, რომლის ამნისტიის უფლება არ გვაქვს“,- განაცხადა ვაშაძემ.


ამასთან, ვაშაძის თქმით ემიჯნება მცდელობას, რომ ამნისტიის კანონთან დაკავშირებით პასუხისმგებლობა ნიკა მელიაზე გადავიდეს. გარდა ამისა, როგორც ვაშაძე განმარტავს, გირაო ალტერნატივა არ არის და იმისთვის, რომ ნიკა მელია საპატიმროდან საბოლოოდ გათავისუფლდეს, გამოსავალი ამნისტიის კანონია.



„კატეგორიულად ვემიჯნები და ვგმობ ყველანაირ მცდელობას ნიკა მელიაზე გადაიტანონ პასუხისმგებლობა ამნისტიის კანონთან დაკავშირებით. ამნისტიის კანონის მიღებაზე პასუხს ვაგებთ ის პოლიტიკური ძალები, ვინც ხელი მოვაწერეთ შარლ მიშელის დოკუმენტს. შესაბამისად, მე ვაპირებ ჩემი ვალდებულება შევასრულო და ნიკა მელია გათავისუფლდეს ამნისტიის კანონით. გარდა ამისა ამნისტიის კანონის მიღებამდე ვაკეთებთ ყველაფერს, რათა შევძლოთ მისი უფრო ადრე გათავისუფლება, ვიდრე ამნისტიის კანონი იქნება მიღებული. მაგრამ აქ მხოლოდ ჩვენზე არაა დამოკიდებული, ეს ნაბიჯი დამოკიდებულია „ქართულ ოცნებაზე“.


გირაო არ არის ალტერნატივა ამნიტიის კანონის. ჩვენი დასავლელი პარტნიორების პირდაპირი გზავნილი იყო, რომ ნიკა მელიას და პროტესტში მონაწილე სხვა ადამიანების საქმე უნდა დასრულდეს ერთხელ და სამუდამოდ და ამის ერთადერთი გზა არის ამნისტიის კანონი, რადგან ევროკავშირს გირაო რომც გადაეხადა, ნიშნავდა, რომ მელია გამოვიდოდა საპატიმრო დაწესებულებიდან, მაგრამ შეიძლება მერე ისევ შეებრუნებინა „ქართულ ოცნებას“,- განაცხადა ვაშაძემ.


რაც შეეხება „ლელოს“ ინიციატივას, რომ ნიკა მელია ევროპარლამენტარების თავდებობით გათავისუფლდეს, ვაშაძე ამბობს, რომ ეს შეთანმხების ნაწილი არაა.


„ეს არ არის შეთანხმების ნაწილი, მაგრამ მეც პირადად ვმუშაობ ყველანაირად იმისთვის, რომ ეს და ნებისმიერი სხვა მექანიზმი შეთანხმების ფარგლებს გარეთ იქნას გამოყენებული, რომ ნიკა მელია სწარაფად გათავისუფლდეს. მაგრამ ზუსტად ვიცი ვადა, როდესაც ნიკა მელი საბოლოოდ გათავისუფლდება. ეს არის ამნისტიის კანონის მიღება. ამნისტიის კანონზე პასუხისმგებლობას ვიღებთ ჩვენ და არა ნიკა მელია და ნურავინ აკისრებს პასუხისმგებლობას ნიკა მელიას ამ კანონთან დაკავშირებით. პარტნიორებმა პირდაპირ გვითხრეს, არ გვინდა ბრიუსელიდან და ვაშინგტონიდან თქვენთან კიდევ ერთხელ ჩამოსვლა იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ დავიწყოთ ნიკა მელიას გათავისუფლებისთვის მოლაპარაკებები”,- განაცხადა ვაშაძემ.


IPN.GE






ლარი ყველა ძირითად საერთაშორისო ვალუტასთან გაუფასურდა

ლარი ყველა ძირითად საერთაშორისო ვალუტასთან გაუფასურდა
access_time2021-07-28 18:00:31
28 ივლისის ვაჭრობის შედეგად ლარი აშშ დოლართან მიმართებაში 1.60 თეთრით 3.1052-მდე გაუფასურდა. Bloomberg-ის პლატფორმაზე კი დღის ბოლოს კურსმა 3.0963 შეადგინა. დოლარის მსგავსად ლარი ყველა სხვა ძირითად საერთაშორისო და რეგიონულ ვალუტასთან გაუფასურდა. კერძოდ: ევროსთან 2.54 თეთრით 3.6663-მდე, ბრიტანულ ფუნტთან 5.03 თეთრით 4.3091-მდე, თურქულ ლირასთან 0.25 თეთრით 0.3629-მდე, აზერბაიჯანულ მანათთან 0.80 თეთრით 1.8239-მდე, 100 რუსულ რუბლთან 3.40 თეთრით 4.2235-მდე, 1000 სომხურ დრამთან...

ლაშა ბექაური ოლიმპიური ჩემპიონია

ლაშა ბექაური ოლიმპიური ჩემპიონია
access_time2021-07-28 15:30:11
21 წლის ქართველმა ძიუდოისტმა ლაშა ბექაურმა, 90 კგ წონით კატეგორიაში ტოკიოს ზაფხულის XXXII ოლიმპიურ თამაშებზე ოქროს მედალი მოიპოვა. ქართული დელეგაციისთვის ეს მესამე მედალია. ვაჟა მარგველაშვილმა და 2012 წლის ოლიმპიურმა ჩემიონმა ლაშა შავდათუაშვილმა ვერცხლის მედლები მოიპოვეს. 90 კგ-იანი წონითი კატეგორია ქართველი ძიუდოისტებისთვის განსაკუთრებულად წარმატებულია. 2004 წელს, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, პირველი ქართველი ოლიმპიური ჩემპიონი ზურაბ ზვიადაური სწორედ ამ წონაში...

„ქართულმა ოცნებამ“ შარლ მიშელის შეთანხმება გაუქმებულად გამოაცხადა

„ქართულმა ოცნებამ“ შარლ მიშელის შეთანხმება გაუქმებულად გამოაცხადა
access_time2021-07-28 14:50:07
პარტია „ქართული იცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ შარლ მიშელის შუამავლობით მიღწეული 19 აპრილის შეთანხმება გაუქმებულად გამოაცხადა. კობახიძის განცხადებით მათთვის დადებული პირობის ცალმხრივად ერთგულება მიუღებელია. როგორც მმართველი პარტიის თავმჯდომარემ აღნიშნა საერთაშორისო პარტნიორებს ოპოზიციურ პარტიებისთვის შეთანხმებაზე ხელმოწერა მკაცრად არ მოუთხოვიათ და ამ ფონზე დოკუმენტის მიმართ ცალმხრივ ერთგულებას მათ ამომრჩეველი არ აპატიებდათ. კობახიძის...

რუსეთ–საქართველოს შორის ავიამიმოსვლის აღდგენის საკითხი შემოდგომაზე განიხილება

რუსეთ–საქართველოს შორის ავიამიმოსვლის აღდგენის საკითხი შემოდგომაზე განიხილება
access_time2021-07-28 17:00:06
რუსეთი მზად არის საქართველოსთან ავიამიმოსვლის განახლების საკითხის განსახილველად, განაცხადა რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ გრიგორი კარასინმა. „ჩვენ მზად ვართ ამის (ავიამიმოსვლის აღდგენის პრობლემა) განსახილველად. ვფიქრობ, ადრე თუ გვიან ეს საკითხი გადაწყდება“, – განაცხადა სენატორმა, რომელსაც რუსული სააგენტო ТАСС ციტირებს. ამასთან, კარასინს გაუჭირდა ავიამიმოსვლის განახლების კონკრეტული ვადების დასახელება....

ჰუალინგის თიზ–ისა და BB ლიზინგის ერთობლივი შეთავაზება მეწარმეებს

ჰუალინგის თიზ–ისა და BB ლიზინგის ერთობლივი შეთავაზება მეწარმეებს
access_time2021-07-28 15:45:22
ჰუალინგის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონასა და ბბ ლიზინგს შორის მნიშვნელოვან პარტნიორობას ჩაეყარა საფუძველი, რომელიც შესაძლებლობას აძლევს დაინტერესებულ მეწარმეებს ისარგებლონ ჰუალინგ ჯგუფში შემავალი ამ ორი კომპანიის მიერ შექმნილი ერთობლივი უნიკალური შეთავაზებით. შეთავაზებაში მოიაზრება ჰუალინგის თიზ-ში, საწარმოო პროექტებისათვის აუცილებელი მანქანა-დანადგარების ლიზინგის განსაკუთრებული პირობებით დაფინანსებას და ბიზნესისთვის ინფრასტრუქტურულად მოწესრიგებულ საწარმოო სივრცეებით...


მსგავსი სიახლეები

up