გიორგი ვაშაძე, კოვიდინფიცირებულთან კონტაქტის გამო, თვითიზოლაციაში გადავიდა

გიორგი ვაშაძე, კოვიდინფიცირებულთან კონტაქტის გამო, თვითიზოლაციაში გადავიდა

access_time2020-09-11 13:40:50

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთ ლიდერს გიორგი ვაშაძეს კორონავირუსზე ტესტირება ჩაუტარდა და თვითიზოლაციაში იმყოფება.


როგორც გიორგი ვაშაძე სოციალურ ქსელში წერს „კანონი და სამართალის“ ერთ-ერთ ლიდერთან, თაკო ჩარკვიანთან, რომელსაც ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა, ბოლოს 12 დღის წინ ჰქონდა კონტაქტი.


„ჯანმრთელად ვარ და არანაირი სიმპტომი არ მაქვს. სამწუხაროდ, თაკო ჩარკვიანს და მის მეუღლეს დაუდგინდა კორონავირუსი, ვუსურვებ მალე გამოჯანმრთელებას. ბოლო კონტაქტი 12 დღის წინ მქონდა ზუგდიდში ღია სივრცეში, რადგან თაკოს ოფისი საბურთალოზეა, მე კი ისანში ვარ ძირითადად და რეგიონებში დავდივარ.



მიუხედავად ამისა, ერთი საათის წინ ჩავაბარე როგორც პისიარ, ასევე ანტისხეულებზე ტესტი; პასუხები იქნება ხვალ დილით და მანამდე ვიქნები თვითიზოლაციაში. თაკოსთან ყველა კონტაქტში მყოფი პირის გამოკვლევას ვაკეთებთ. სიას გადავცემთ ჯანდაცვის სამინისტროს და დაავადებათა კონტროლის ცენტრს, თვითონ ჯერ კავშირზე არ გამოსულან. იმედი მაქვს, იქნება საკმარისის ტესტების მარაგი, რომ ყველას ჩაუტარდეს დიაგნოსტიკა. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყურადღებისთვის”,-წერს გიორგი ვაშაძე.


შეგახსენებთ, „კანონი და სამართალის თავმჯდომარე თაკო ჩარკვიანს კორონავირუსი დაუდასტუდა. თაკო ჩარკვიანი ვარაუდობს, რომ ახალი კორონავირუსი დეპუტატ ლევან გოგიჩაიშვილისგან გადაედო. როგორც თაკო ჩარკვიანი აცხადებს, ის და ლევან გოგიჩაიშვილი ერთ-ერთ გადაცემაში ერთად იმყოფებოდნენ.


IPN.GE 







არჩევნებში მონაწილეობა 1 970 540-მა ამომრჩეველმა მიიღო - ცესკო

არჩევნებში მონაწილეობა 1 970 540-მა ამომრჩეველმა მიიღო - ცესკო
access_time2020-10-31 22:10:40
ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) პრეს-სპიკერმა ანა მიქელაძემ მედიას კენჭისყრის პროცესის დასრულების შესახებ ინფორმაცია გააცნო. 20:00 საათზე დაიხურა საარჩევნო უბნები, ხოლო გარკვეულ უბნებზე რიგში მყოფ ამომრჩევლებს კანონმდებლობის მიხედვით, მიეცათ შესაძლებლობა მიეღოთ არჩევნებში მონაწილეობა და გამოეხატათ საკუთარი კონსტიტუციური ნება. რაც შეეხება სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში მყოფი ამომრჩევლებისთვის შექმნილ 127 სპეციალურ უბანს, 311-ვე...

ოთხმა ტელეკომპანიამ საარჩევნო ეგზიტპოლების შედეგები გამოაქვეყნა

ოთხმა ტელეკომპანიამ საარჩევნო ეგზიტპოლების შედეგები გამოაქვეყნა
access_time2020-10-31 20:15:29
ხმის მიცემის პროცედურის დასრულებისა და საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ, ოთხმა ტელეკომპანიამ ეგზიტპოლების შედეგები გამოაქვეყნა. საზოგადოებრივი კვლევების ორგანიზაცია Public Opinion Strategies ეგზიტპოლის შედეგებს აქვეყნებს, რომელიც ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით ჩატარდა. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების 18:00 საათის მონაცემებით, Public Opinion Strategies ეგზიტპოლის შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა:„ქართული ოცნება“-55.0%; „ნაციონალური მოძრაობა“- 23.0%,...

საქართველოში საარჩევნო უბნები დაიხურა

საქართველოში საარჩევნო უბნები დაიხურა
access_time2020-10-31 20:00:04
საქართველოს მასშტაბით არსებულ ყველა საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის პროცესი შეწყდა. საარჩევნო უბნები ზუსტად 20:00 საათზე დაიხურა. ახლა ხმის დათვლის პროცედურები იწყება. მას შემდეგ, რაც საუბნო შემაჯამებელი ოქმები შედგება, მათ საოლქო საარჩევნო კომისიები ცესკოს უმოკლეს ვადაში მოაწვდის და მიღებისთანავე, სპეციალურ ვებ-გვერდზე results.cec.gov.ge აიტვირთება. დღეს საქართველოს ამომრჩეველი მე-10 მოწვევის პარლამენტს ირჩევდა. 150 წევრიან პარლამენტში 120 პროპორციული...

პირველი არხის სერვერებზე კიბერშეტევა განხორციელდა, რის გამოც მაუწყებლობა გაითიშა

პირველი არხის სერვერებზე კიბერშეტევა განხორციელდა, რის გამოც მაუწყებლობა გაითიშა
access_time2020-10-31 18:41:27
პირველადი ინფორმაციით, ცოტა ხნის წინ საქართველოს პირველი არხის სერვერებზე განხორციელდა კიბერშეტევა, რის გამოც მაუწყებლობა გაითიშა. ამის შესახებ ინფორმაციას თავად საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.   მათივე განცხადებით, სავარაუდოდ, კიბერშეტევის შედეგად, დაზიანდა ცენტრალური სასერვერო. მიმდინარეობს სარეზერვო სისტემაზე გადასვლა.

ვინც არ უნდა იყოს მმართველ გუნდში, მას სერიოზული სოციალური ვალდებულებები დაეკისრება - ირაკლი იაშვილი

ვინც არ უნდა იყოს მმართველ გუნდში, მას სერიოზული სოციალური ვალდებულებები დაეკისრება - ირაკლი იაშვილი
access_time2020-10-31 16:30:39
„მაქსიმალურად, ბოლო წვეთამდე უნდა ეცადოს ახალი ხელისუფლება, რომ ლოქდაუნი არ გამოაცხადოს ქვეყანაში იმიტომ, რომ ვერ გაუძლებს ქვეყანა. მოგვიწევს ვისესხოთ ფული და ისეთი ძვირი დაგვიჯდება მორიგი ლოქდაუნი, ამის წარმოდგენაც არ მინდა,“ - ამის შესახებ „კომერსანტთან“ East Gate Group-ის სამეთვალყურეო საბჭოს ხელმძღვანელმა, ბიზნესმენმა ირაკლი იაშვილმა ისაუბრა. არჩევნების შემდეგ მმართველი გუნდის მთავარ გამოწვევას ისევ COVID 19-თან ბრძოლა წარმოადგენს. „კომერსანტი“ დაინტერესდა რა ძირითადი...


მსგავსი სიახლეები

up