გიორგი ვაშაძე: „ის, რასაც მთავრობა პოლიტიკურად ეკლესიასთან თამაშობს, კატეგორიულად მიუღებელია“

გიორგი ვაშაძე: „ის, რასაც მთავრობა პოლიტიკურად ეკლესიასთან თამაშობს, კატეგორიულად მიუღებელია“

access_time2020-04-17 14:30:27

„ხელისუფლებამ ხელები დაიბანა და გაექცა პასუხისმებლობას. მათ ხალხი და ეკლესია ერთმანეთს შეატოვეს. ორმაგი სტანდარტებით მოქმედებს ხელისუფლება, რომელიც ტელევიზიით გამოდის და მოუწოდებს ხალხს დარჩეს სახლში, მან კი არ უნდა მოუწოდოს როცა ხელისფუფლებაშია, უნდა უზრუნველყოს.   კანონის შინაარსი ეს არის და არა უბრალოდ ტელევიზიით პოზირება დღე და ღამე.“ – ამის შესახებ „ახალი საქართველოს“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.


ქრონიკის ეთერში დედაქალაქის მერის კახა კალაძის მოწოდებამ საზოგადოებისადმი, რომ თავი შეიკავონ ეკლესიაში თავშეყრისგან, საზოგადოების ნაწილისა და ოპოზიციური წრეების აღშფოთება გამოიწვია.  გიორგი ვაშაძე მთავრობას მოსახლეობის უსაფრთხოების დაცვისთვის არა მოწოდებების, არამედ კანონით და საგანგებო მდგომარეობის ვალდებულებებით გათვალისწინებული ზომების გამოყენებას სთხოვს და მიიჩნევს, რომ მთავრობამ იძულებით უნდა უზრუნველყოს მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა აღდგომის პერიოდში,  როდესაც ეკლესიაში თავშეყრისა და კორონავირუსის გავრცელების ყველაზე დიდი საფრთხე არსებობს.



„ ის რასაც მთავრობა პოლიტიკურად თამაშობს ეკლესიასთან კატეგორიულად მიუღებელია. მოსახლეობის თვითშეგნების იმედზე რომ იყოს სამყარო, კანონები, სამართალდამცავი ორგანოები და უზრუნველყოფის მექანიზმები კი არ იარსებებდა. როგორც ჩანს, მთავრობას  ვერ წარმოუდგენია, რომ ომის პირობებში ვიმყოფებით. როცა საგანგებო რეჟიმს აცხადებს ხელისუფლება, მას აქვს შესაბამისი ვალდებულებები და არა მარტო უფლებები - ის ვალდებულია დაიცვას თითოეული ადამიანის ჯანმრთელობა და იძულებით უზრუნველყოს ყველასთვის ერთნაირად კანონის დაცვა. ეკლესიაში თავშეყრა თურმე არ არის კანონის დარღვევა და და სკვერში მისვლა კანონდარღვევაა. ჩვენ ხომ ამხელა ვირუსს ვებრძვით. ყველაზე ცუდი ისაა, რომ ამას მე მგონი მიზანმიმართულად აკეთებენ იმიტომ, რომ მერე ეკლესიისკენ გაიშვერენ საბოლოო ჯამში ხელს.“- ამბობს ვაშაძე.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up