„გიორგი უშიკიშვილის შატო მარანი“  - ცნობილი მომღერალი კახეთში სასტუმროს აშენებს

„გიორგი უშიკიშვილის შატო მარანი“ - ცნობილი მომღერალი კახეთში სასტუმროს აშენებს

access_time2020-05-27 11:30:54

გიორგი უშიკიშვილი კახეთში სასტუმროს აშენებს. ახმეტაში შვიდი ათას კვადრატულ მეტრზე, წინაპრების დატოვებულ მამულში, შატოს ტიპის სასტუმროს ცნობილი მომღერალი სექტემბერში გახსნის. მისი თქმით, ინვესტიციის დიდი ნაწილი ბანკიდან აღებული სესხია. 19 ნომრიანი სასტუმროს მშენებლობაში გიორგი უშიკიშვილი დაახლოებით მილიონ ლარის ინვესტიციას ახორციელებს.

 

„სასტუმროს ახმეტის ერთ-ერთ უძველეს უბანში სათიანოში ვაშენებ, აქ ძირითადად თიანეთიდან მიგრაციის დროს ჩამოსული ადამიანები ცხოვრობენ, ჩემი წინაპრებიც ბებია და პაპა  აქ ცხოვრობდნენ. 10-15 წლის წინ მამაჩემმა კახური კოშკის მშენებლობა დაიწყო, მოაწესრიგა ინფრასტრუქტურა, უნდოდა პატარა მარანი გაეკეთებინა, თუმცა, შემდეგ მშენებლობას თავი დაანება. თავისი გეგმების შესახებ როდესაც მიყვებოდა თუ რის აშენებას გეგმავდა მეცინებოდა, მაგრამ როდესაც ამ ასაკში ჩამოვედი, ძალიან მომეწონა აქაურობა და მივხვდი, რომ რაღაც უნდა გამეკეთებინა და ეს არ უნდა ყოფილიყო მხოლოდ ბიზნესი“, - აცხადებს გიორგი უშიკიშვილი.

 

მომღერალი გვიყვება, რომ სასტუმრო განსხვავებული ინტერიერით მოეწყობა, ეს იქნება ადგილი, სადაც ქართული ადათ-წესები და არქიტექტურა თანამედროვე კონცეფციას იდეალურად შეერწყმება. მისი თქმით, სასტუმროს აქვს ტერასები, საიდანაც კახეთის და პანკისის ხეობის ულამაზესი ხედი იშლება. როგორც მომღერალი განმარტავს, ეს იქნება სასტუმრო, სადაც ადამიანები არამარტო მოვლენ და დაიძინებენ, არამედ მიირთმევენ ნატურალურ ქართულ კერძებს, დალევენ კარგ ღვინოს და მაქსიმალურად იქნებიან ეთნოგრაფიის მიმართულებით ჩართულები.   

 

„ტერიტორიაზე, სადაც ძველი კოშკია აშენებული, განსხვავებული დიზაინით მოეწყობა ნომრები, ყველაფერი იქნება ნატურალური ხისგან დამზადებული, ოთახებს ჩემი წინაპრების სახელები ერქმევა,  განთავსებული იქნება ძველი ავეჯი, ძველებური ფარდაგები. იქვე არის მეორე შენობა, რომელიც ახალ აშენებულია, იქ 12 თანამედროვე ნომერი მოეწყობა. ტერიტორიაზე არის ჩემი წინაპრების მიერ აშენებული ძველი მარანი, თავისი ქვევრებით. აქვე გვაქვს 7 ჰექტრამდე ვენახი, სადაც ძირითადად ქისი მოგვყავს და ღვინოს ქვევრში ვაყენებდით, თუმცა აქამდე ეს იყო მხოლოდ ოჯახისთვის. ახლა კი გადავწყვიტე მარანი სასტუმროს მივაბა. ამავე ტერიტორიზე მოეწყობა აუზი, აქვე იქნება მცირე ვენახი, რა დროსაც დამსვენებელს ექნება შესაძლებლობა მონაწილეობა რთველში მიიღოს. ასევე გვექნება პატარა რესტორანი და მცირე მეურნეობა,სადაც ნატურალურ პროდუქტს მოვიყვანთ მაგალითად, ბოსტნეულს“, - განმარტავს გიორგი უშიკიშვილი.

 

სასტუმრო კომპლექსს „გიორგი უშიკიშვილის შატო მარანი“ ერქმევა, მომღერალს უნდა, რომ  ახალი სასტუმრო მისს სახელთან იყოს დაკავშირებული, რადგან შატოს მართვაში აქტიურად აპირებს იყოს ჩართული. შესაბამისად,სასტუმროში ყველაფერი მისი ორგანიზებით მოხდება.

 


„სასტუმროს მთლიანად მე ვმართავ, უქმე დღეებში პარასკევს, შაბათს და კვირას  ჩამოსულ სტუმრებს მე ვუმასპინძლებ. ვუხელმძღვანელებ მუსიკალურ მიმართულებას, ეთნოგრაფიას და ასე შემდეგ. სახლში ძალიან ბევრი საინტერესო ძველი ნივთი გვაქვს, თუმცა, ძალიან ბევრი ადამიანი მჩუქნის ფარდაგებს ხელნაკეთ ნივთებს და ეს ყველაფერი ჩვენ სასტუმროში იქნება წარმოდგენილი. ეზოში ვაკეთებ პატარა სცენას, სადაც იმღერებენ მოწვეული ფოლკლორული ანსამბლები თუშეთიდან, კახეთიდან, თბილისიდანაც და ა.შ. მოეწყობა მასტერკლასები არა მარტო სიმღერაში,არამედ ხელსაქმეში. მაგალითად, იქნება გარკვეული დღეები როდესაც კულინარიის მასტერკლასები ჩატარდება, ასევე შესაძლებლობა მიეცემათ მოქსოვონ ფარდაგები, იმუშაონ ხეზე და ასე შემდეგ.  ტერიტორიაზე მოეწყობა სიმღერების მუზეუმი, სადაც შეინახება ძველი ჩანაწერები, მუზეუმში წარმოდგენილი იქნება იმ საინტერესო ადამიანების სამოსი ვისთანაც მქონდა შეხება. ეს არ არის გრანდიოზული ტიპის შატო, მაგრამ აუცილებლად იქნება აქტიური სხვადასხვა მიმართულებით. გარდა იმისა, რომ ეს ხეობა ასათვისებელია, ახმეტაში არც ერთი ასეთი ტიპის სასტუმრო არ არსებობს“ , - აცხადებს გიორგი უშიკიშვილი.

 

მომღერალი ყურადღებას ადგილობრივ მოსახლეობის დასაქმების მნიშვნელობაზე ამახვილებს და აცხადებს, რომ მშენებლობის პროცესში მხოლოდ ადგილობრივები არიან ჩართულები. მისივე თქმით, იმ ნივთებს რომელიც საჭიროა სასტუმროსთვის ფაქტობრივად ყველაფერს ახმეტაში ამზადებს. ასევე ადგილობრივი მოსახლეობისგან გეგმავს შეიძინოს ყველა ის პროდუქციაც, რომელიც რესტორნისთვის სჭირდება. როგორც თვითონ განმარტავს, მაქსიმალურად ეცდება, რომ სოფლის მეურნეობის პროდუქტები რომელიც არ არის ქართული წარმოების რესტორნაში არ მოხვდეს.

 

„მე ვცდილობ სტუმრებს სულ სხვა გარემო დავახვედრო. მაგალითად, დილით რომელიმე კომპანიის სოსისები და მაღაზიაში ნაყიდი კვერცხი კი არ მიირთვან, არამედ შევთავაზოთ რაიმე ქართული კერძი. ცნობილ მზარეულებთან გავდივარ ტრეინინგებს, იმისთვის, რომ ისეთი საუზმე შევქმნათ რომელიც კავშირში იქნება ქართულ კულტურასთან. ჩამოწერილი მაქვს უკვე კერძები რომელიც კახეთში იყო გავრცელებული, ნელ-ნელა დაიკარგა და მინდა აღვადგინო. ძალიან კომპლექსურად ვუდგები ამ ამბავს ეს არ არის ადგილი სადაც აუზში გადახტები იბანავებ, ამოხვალ ცეზარს შეჭამ და წახვალ“, - განაცხადა გიორგი უშიკიშვილმა.

 

მომღერალი აცხადებს, რომ სასტუმრო კომპლექსს მხოლოდ გარკვეული შემოსავალის მისაღებად  არ აშენებს. იგი განმარტავს, რომ ეს მისი სიამოვნებისთვის კეთდება. გიორგი უშიკიშვილს უნდა, რომ საგვარეულო ტერიტორიაზე, შექმნას საინტერესო ადგილი არამარტო უცხოელი სტუმრებისთვის, არამედ ქართველებისთვის. მომღერალს უნდა, რომ ახმეტაში ბევრი ქართველი ჩავიდეს, შესაბამისად მისი თქმით, ეცდება, რომ ფასი ხელმისაწვდომი და ადეკვატური იყოს.

 

„კორონავირუსმა სასტუმროები მთლიანად გააჩერა, რეალურად როგორ ჩამოყალიბდება სექტორი არავინ იცის რადგან.როდესაც ყველაფერი მუშაობდა ვფიქრობდი, რომ სეზონზე ორკაციანი ნომერის ღირებულება თავის საუზმით 200 ლარი ყოფილიყო, თუმცა იქიდან გამომდინარე , რომ არ ვიცით რა იქნება პანდემიის შემდეგ ღირებულების დასახელება გამიჭირდება. ძალიან მინდა, რომ კონკურენტუნარიანი ვიყო, იმაზე დაბალი ფასები მქონდეს, ვიდრე სხვაგან არის, რადგან ჩემი მთავარი მიზანია ადამიანები რომლებიც ჩამოვლენ შეიგრძნონ საკუთარი ქვეყანა ის რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია - ეთნოგრაფია ჩვენი ფოლკლორი და ასე შემდეგ“, - განმარტავს მომღერალი.

 

ცნობილი მომღერალი „კომერსანტთან“ იმ მიზეზებს განმარტავს, თუ რატომ დაინტერესდა სასტუმრო ბიზნესით. როგორც თვითონ ამბობს დაბალშემოსავლიანმა პროფესიამ განაპირობა, ახალი ნაბიჯების გადადგმა სტუმარ-მასპინძლობის მიმართულებით.

 

„ჩემი პროფესია არ არის ის საქმიანობა, რომელიც შემოსავლიანია და რომლითაც ადამიანს შეუძლია კარგად იცხოვროს. გარდა ამისა, მე არ მაქვს ისეთი პროფესია, რომ პარალელურად სხვა კარგი სამსახური ვიპოვო, სწორედ ამიტომ გადავწყვიტე ბიზნესს მიმართულებით გადამედგა ნაბიჯები. ეს ის მიმართულებაა, რომელიც ახლოს არის ჩემს პროფესიასთან ბევრ ინფორმაცია მაქვს ეთნოგრაფიაზე, ტურიზმზე, ძალიან ბევრი რამის გაკეთება შემიძლია ღვინის მიმართულებითაც, ეს უფრო ახლოს არის ჩემთან ვიდრე, მაგალითისთვის ზეთის ექსპორტი. ისეთი რაღაცისთვის მინდოდა მომეკიდა ხელი რაც ასე თუ ისე ვიცი და შემიძლია გამომივიდეს“, - განმარტავს გიორგი უშიკიშვილი.

 

ბაჩო ადამია 




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up