გიორგი სვანიძე: ძლიერი დიასპორა,  ქვეყნის სიძლიერეს ნიშნავს

გიორგი სვანიძე: ძლიერი დიასპორა, ქვეყნის სიძლიერეს ნიშნავს

access_time2018-07-30 17:00:22


ძლიერი დიასპორა  ქვეყნის სიძლიერეს ნიშნავს. უცხოეთში მცხოვრები ნებისმიერი ადამიანი თავისი ქვეყნის ელჩია. ისინი  იძენენ ცოდნას, გამოცდილებას, აგროვებს კაპიტალს და შემდ საკუთარ ქვეყანაში აბრუნებენ, “ - ასე ხსნისსაქართველოში დიასპორული ბიზნესასოციაციის ბორდისდირექტორი გიორგი სვანიძე  კომერსანტთან საუბარში  ქართულ დიასპორის როლს და მნიშვნელობას.

 

რამდენი საქართველოს მოქალაქე ცხოვრობს ქვეყნის ფარგლებს გარეთ, ზუსტი სტატისტიკური მონაცემები არ არსებობს, არაოფიციალურად კი ეს რიცხვი 2 მილიონს მნიშვნელოვნად უახლოვდება. ყველაზე მეტი ჩვენი თანამოქალაქე  ძირითადი რუსეთში, საბერძნეთში, ევროპაში, თურქეთში და ამერიკაში ცხოვრობს, შესაბამისად, ყველაზე დიდი დიასპორული წარმომადგენლობებიც ამ ქვეყნებში გვყავს.

 

 როგორც გიორგი სვანიძე აცხადებს, დიასპორაში სხვა საკითხებთან ერთად, იმ ეკონომიკური და საინვესტიციო პოტენციალის გააზრებაცაა, რასაც ქვეყნისა და დიასპორის ურთიერთობები შეიძლება ატარებდეს.

 

„ქვეყნის ეკონომიკურად განვითარებისთვის დიასპორას ყოველთვის დიდი როლი ჰქონდა და ექნება. თუმცა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველო ეკონომიკურად უფრო უნდა განვითარდეს და გაძლიერდეს, რომ საბოლოოდ უცხოეთში მცხოვრებ ადამიანებს სამშობლოში დაბრუნების სურვილს გაუჩენთ,“ - აცხადებს „საქართველოში დიასპორული ბიზნესასოციაციის ბორდის“ დირექტორი.


 

 

ამასთან გიორგი სვანიძე მიიჩნევს, რომ მთავრობამ დიასპორის წარმომადგენლებს მეტი ფინანსური გარანტია უნდა მისცეს. დიასპორული ინვესტიციების და ბიზნესის განვითარებაში უმნიშვნელოვანესია ქვეყნის ეკონომიკური სტაბილურობა და  დიასპორულ ინვესტიციებში ხელშეწყობა.

 

„დიასპორულ ინვესტიციებს, რომელიც საქართველოში განხორციელდება მთავრობამ პირადად უნდა მისცეს ამ ინვესტიციებს გარანტია. მაგალითად, საგადასახადო თვალსაზრისით პირველი ორი წელი დიასპორიდან მოზიდულ ინვესტიციებს საშეღავათო პერიოდი უნდა ჰქონდეს,“ - მიიჩნევს გიორგი სვანიზე და ყურადღებას ამახვილებს უცხოეთში მცხოვრები ჩვენი თანამოქალაქეების როლზე   ტურიზმის განვითარებასა და ინვესტიციების შემოდინებაში.   

 

„ჩვენ თუ დიასპორას ეკონომიკურ ჭრილში განვიხილავთ, მხოლოდ უცხოეთიდან  გზავნილები საქართველოში მილიარდ ორასი ათას დოლარს აღემატება, რაც ჩვენი ბიუჯეტის თითქმის 20%-ია, ეს რიცხვი საკმაოდ დიდია,“ - აღნიშნა სვანიძემ.

 

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ 2018 წლის ივნისის თვის მონაცემით, რუსეთის ფედერაციიდან შემოსულმა ფულადმა გზავნილებმა ჯამში დაახლოებით 39 მილიონ 195 ათასი აშშ დოლარი შეადგინა, იტალიიდან 15 მილიონ 568 ათასი აშშ დოლარი, გერმანიიდან 3 მილიონ 619 ათასი აშშ დოლარი, საბერძნეთიდან 14 მილიონ 218 ათასი აშშ დოლარი, თურქეთიდან 9 მილიონ 728 ათასი აშშ დოლარი. რაც შეეხება ამერიკის შეერთებულ შტატებს, ქვეყანაში შემოსულმა ფულადმა გზავნილებმა 14 მილიონ 218 ათასი აშშ დოლარი შეადგინა.

 

ავტორი: ლიკა გურაბანიძე





„მეტრო ეიფორია ჰოტელ ბათუმის“ აქციები საქართველოს საფონდო ბირჟაზე დაილისტა

„მეტრო ეიფორია ჰოტელ ბათუმის“ აქციები საქართველოს საფონდო ბირჟაზე დაილისტა
access_time2020-08-13 14:10:52
საქართველოს საფონდო ბირჟაზე თურქი ბიზნესმენის გალიფ ოზთურქის სს  „მეტრო ეიფორია ჰოტელ ბათუმის“ აქციები დაილისტა. B კლასის აქციები (ISIN GE1100003932) დაშვებულ იქნა საქართველოს საფონდო ბირჟის B კატეგორიის ლისტინგში და სავაჭრო სისტემაში. აქციებს საბირჟო კოდი (ტიკერი) - MEHBB მიენიჭა. ბირჟაზე B ჯგუფის 54,476,929 ლარის ჯამური ნომინალური ღირებულების აქცია დაილისტა, თითოს ნომინალის ფასი 1 ლარია. კომპანიას ასევე გამოშვებული აქვს A კლასის 6 052 993 აქცია,...

BAG-ის გამოკითხული წევრების 72.2% მიიჩნევს, რომ არსებობს გარკვეული შემაფერხებელი ფაქტორები, რაც ხელს უშლის მათ ბიზნეს საქმიანობას

BAG-ის გამოკითხული წევრების 72.2% მიიჩნევს, რომ არსებობს გარკვეული შემაფერხებელი ფაქტორები, რაც ხელს უშლის მათ ბიზნეს საქმიანობას
access_time2020-08-13 11:59:16
მიმდინარე წლის მეორე კვარტლის ბოლოს ჩატარებული კვლევის თანახმად, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის გამოკითხული წევრების 72.2% განაცხადა, რომ არსებობს მათი ბიზნეს საქმიანობისთვის ხელისშემშლელი თუნდაც ერთი ფაქტორი. აღსანიშნავია, რომ ეს მაჩვენებელი შემცირებულია პირველი კვარტლის ბოლოს ჩატარებული კვლევასთან შედარებით, როდესაც საქმიანობისათვის ხელისშემშლელი ფაქტორების არსებობაზე გამოკითხულთა 86.5%  საუბრობდა. პირველი კვარტლის მაღალი მაჩვენებელი, სავარაუდოდ, COVID პანდემიით იყო განპირობებული, რაც...

პანდემიის გამო „ვითიბი“ ბანკს „ტოქსიკური“ სესხების ოდენობა გაეზარდა

პანდემიის გამო „ვითიბი“ ბანკს „ტოქსიკური“ სესხების ოდენობა გაეზარდა
access_time2020-08-13 12:00:22
ბანკების ფინანსური ანგარიშგებების 2020 წლის II კვარტლის მონაცემების მიხედვით, „ვითიბი ბანკი ჯორჯიას“ ზარალი სესხების შესაძლოა დანაკარგების მიხედვით წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით თითქმის 6-ჯერ გაიზარდა. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის 6 თვეში ეს მონაცემი 37,890,502 ლარი იყო, ხოლო 2019 წლის შესაბამის პერიოდში 6,920,718 ლარი. 2020 წლის II კვარტლის ფინანსური მაჩვენებლების მიხედვით, „ვითიბი“ ბანკის ზარალმა 26,095,611 ლარი შეადგინა, მაშინ როდესაც...

გიორგი გახარია - ავტომობილების განბაჟება 2021 წლის მარტამდე გადავადდება

გიორგი გახარია - ავტომობილების განბაჟება 2021 წლის მარტამდე გადავადდება
access_time2020-08-13 11:25:08
უმჯობესი იქნება, რომ ავტომობილების განბაჟება გადავავადოთ 2021 წლის მარტამდე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მთავრობის მეთაურმა შესაბამისი დავალება მისცა ფინანსთა სამინისტროს და აღნიშნა, რომ ავტოიმპორტიორების მხრიდან რამდენჯერმე იყო შესაბამისი მომართვა და მთავრობამ აღნიშნული ნაბიჯი ერთხელ უკვე გადადგა. „კრიზისის ზემოქმედება, როგორც ჩანს და არა მხოლოდ საქართველოსი, არამედ...

ელემენტ კონსტრაქშენმა McDonald's-ის ახალი რესტორანი ააშენა

ელემენტ კონსტრაქშენმა McDonald's-ის ახალი რესტორანი ააშენა
access_time2020-08-13 12:30:14
ელემენტ კონსტრაქშენმა თბილისში, აღმაშენებლის ხეივანში, ,,მაკდონალდსის” ახალი ფილიალი ააშენა. განსხვავებული დიზაინის მქონე სწრაფი კვების ობიექტზე  სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების სრული ციკლი კომპანიამ საინჟინრო ნაწილის  ჩათვლით უზრუნველყო. აღსანიშნავია, პროექტის განხორციელების ვადებიც. ,,ელემენტ კონსტრაქშენმა“ სამშენებლო-სარემონტო სამუშაოები 4 თვეში დაასრულა. აქედან ერთი თვე სამშენებლო პროცესი...


მსგავსი სიახლეები

up