გიორგი სიორიძე - საარჩევნო ადმინისტრაცია გახდა „ქართული ოცნების“ დაგრძელებული ხელი და ინსტრუმენტი არჩევნებზე მანიპულაციებისთვის

გიორგი სიორიძე - საარჩევნო ადმინისტრაცია გახდა „ქართული ოცნების“ დაგრძელებული ხელი და ინსტრუმენტი არჩევნებზე მანიპულაციებისთვის

access_time2020-10-26 14:34:21

„ლელოს“ გურიის მაჟორიტარობის კანდიდატმა გიორგი სიორიძემ სპეციალური ბრიფინგი გამართა და საარჩევნო ადმინისტრაციის სამუშაო პროცესზე ისაუბრა. ინფორმაციას „ლელო საქართველოსთვის“ პრესსამსახური ავრცელებს.


გიორგი სიორიძის განმარტებით, მოცემულ ვითარებაში ადმინისტრაცია „ქართული ოცნების" დაგრძელებული ხელი და ინსტრუმენტია არჩევნებზე მანიპულაციისთვის.


„საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომელთა მიმართ ჩემი პატივისცემის მიუხედავად, უნდა ითქვას, რომ ისინი მოახლოებულ არჩევნებზე მანიპულაციებისთვის „ქართული ოცნების" დაგრძელებულ ხელად არიან ქცეულები. დღევანდელი მონაცემებით, 12 ათას ადამიანამდეა კოვიდინფიცირებული. ასევე ათასობით განისაზღვრება ინფიცირებულთან კონტაქტების მქონე და იზოლაციაში მყოფთა რაოდენობა. ამ ფონზე, არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, საარჩევნო ადმინისტრაცია გამოსცემს დადგენილებას და აძლევს სპეციალური რეგისტრაციის საშუალებას ინფექციის გამო მობილობაშეზღუდულ პირებს. ინფიცირებულთა და იზოლირებულთა მხოლოდ 10 %-ს აქვს რეგისტრაცია გავლილი. ამას ხელს უწყობს ისიც, რომ ხელისუფლებას და საარჩევნო ადმინისტრაციას არ უწარმოებია შესაბამისი და სათანადო აგრესიულობით საჭირო საინფორმაციო კამპანია. მეორე მხრივ, სამწუხარო ფაქტია, რომ 27-დან 31 ოქტომბრამდე პერიოდში ჩვენ კიდევ დაგვემატება რამდენიმე ათასი კოვიდინფიცირებული და მათთან კონტაქტის გამო იზოლირებული პირები და ეს ამომრჩევლები საპარლამენტო არჩევნების მიღმა დარჩებიან,“ - განაცხადა გიორგი სიორიძემ.


სიორიძის განმარტებით, ქართულ სინამდვილეში მიმდინარეობს ხმებით მანიპულირების მაღალი რისკის შემცველი პროცესი. ეს მხოლოდ „ქართული ოცნების" ხელისუფლებას აძლევს ხელს. ხელისუფლება ვალდებული იყო, ამ ვითარების პროგნოზირება მოეხდინა გაზაფხულზევე, როცა ინფექციის გავრცელების შეჩერება და პროცესის დროში გადავადება, პრაქტიკულად, სრული ჩაკეტვით მოხერხდა.




„მაშინვე ცხადი იყო, რომ შემოდგომა ინფექციის გავრცელების მხრივ იქნებოდა მძიმე და 31 ოქტომბერი, როგორც საარჩევნო დღე, იქნებოდა განსაკუთრებული პასუხისმგებლობით დასაორგანიზებელი. ამას სჭირდებოდა უმაღლესი საკანონმდებლო თვალსაზრისით გააზრება და შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღება, რაც „ოცნებამ“ არ გააკეთა და დღეს საზოგადოებას საარჩევნო ადმინისტრაციით ხელით სთავაზობს კონტექსტიდან ამოგლეჯილ, სათავისო და ამომრჩევლის უფლებების შემლახავ გადაწყვეტილებებს. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ მოქალაქეებს, რომ რეგულაციების ზედმიწევნით დაცვით და მაქსიმალური სიფრთხილით, აუცილებლად მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში. „ლელო" ყველაფერს გააკეთებს საიმისოდ, რომ ამომრჩეველს მიეცეს თავისი მოქალაქეობრივი მოვალეობის სრულფასოვნად შესრულების საშუალება“, - აღნიშნა გიორგი სიორიძემ.


მან სოლიდარობა და თანადგომა გამოუცხადა „სამოქალაქო პლატფორმა 2020"-ს, რომელმაც დღეს საკონსტიტუციო სარჩელით მიმართა საკონსტიტუციო სასამართლოს და მოითხოვა ამ რეგულაციის შეჩერება.



NS







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up