გიორგი სიორიძე - ამომრჩევლის დაბალი აქტივობა მხოლოდ „ქართულ ოცნებას

გიორგი სიორიძე - ამომრჩევლის დაბალი აქტივობა მხოლოდ „ქართულ ოცნებას" აძლევს ხელს - მოვუწოდებ „ლელოს" მხარდამჭერებს სიფრთხილისა და აქტიურობისკენ

access_time2020-10-19 18:09:20

„ლელოს“ გურიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა გიორგი სიორიძემ ბრიფინგი გამართა, სადაც კორონავირუსის პანდემიის პირობებში წინასაარჩევნო პერიოდზე ისაუბრა. ინფორმაციას „ლელო საქართველოსთვის“ პრესსამსახური ავრცელებს.



სიორიძის განმარტებით, არჩევნებამდე ორი კვირით ადრე იქმნება მოლოდინი, რომ კორონავირუსის პანდემიის შედეგად საარჩევნო პროცესს, შესაძლოა, გამოაკლდეს ათასობით ამომრჩეველი.



„ჩვენს თვალწინ შემაშფოთებელი პროცესი ვითარდება, როცა კორონავირუსის პანდემია ახალი ძალით უტევს საზოგადოების ჯანმრთელობასა და ქვეყნის ეკონომიკას. ფაქტია, მძიმე ეპიდემიური ვითარება, რაც ბოლო ერთი თვის განმავლობაში განსაკუთრებით გართულდა, ნეგატიურად აისახება 31 ოქტომბრის არჩევნებზეც. ამასთან ერთად, "ქართული ოცნების" ნაქებმა კრიზისმენეჯმენტმა ჩაილურის წყალი დალია და დღეს ვდგავართ იმ რეალობის წინაშე, როცა ამომრჩეველთა სოლიდური ნაწილი ინფიცირებისა თუ კარანტინში და თვითიზოლაციაში ყოფნის გამო არჩევნებში მონაწილეობას ვერ მიიღებს. ბუნებრივია, არსებობს მოსახლეობის ასევე სოლიდური ნაწილიც, რომელიც დაინფიცირების რისკის გამო უბრალოდ თავს აარიდებს საარჩევნო უბანზე მისვლას,“-აცხადებს სიორიძე.




„ლელოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის განცხადებით, ქვეყანაში ასეთი ვითარება და არჩევნების დღეს მოქალაქეთა მხრიდან დაბალი აქტივობა მხოლოდ „ქართული ოცნების“ სურვილია.



„ჩვენ ნათლად ვხედავთ, რომ მმართველი გუნდი ძალაუფლების შესანარჩუნებლად მიდის ყველაფერზე. ცხადია, ის ბოლომდე და უკანონოდ გამოიყენებს ადმინისტრაციულ რესურსს და შესაძლოა, ვირუსით დაინფიცირების დიდი რისკის ქვეშაც კი ძალდატანებით აიძულოს მისი მომხრეები, რომ მივიდნენ უბნებზე, ხმა მისცენ და ამის შესახებ სხვადასხვა ფორმით შემდგომ „უპატაკონ“ კოორდინატორსა თუ უფრო მაღალი იერარქიის პარტიულ ბოსებს. ერთადერთი საშუალება, რომ არ მივცეთ „ოცნებას" არჩევნების დღეს კოვიდის შიშით მანიპულირების საშუალება, ამით შედეგებზე არსებითი გავლენის მოხდენა და, პრაქტიკულად, არჩევნების გაყალბება, არის ის, რომ მაქსიმალური სიფრთხილითა და რეგულაციების ზედმიწევნით დაცვით მივიდეთ საარჩევნო ყუთებთან და ხმა მივცეთ ორპოლუსიანი პოლიტიკის ორივე მეტასტაზის დასრულებას. ავირჩიოთ წარმატებული პროფესიონალების გუნდი. ავირჩიოთ ახალი ძალა, ახალი იმედი. ავირჩიოთ „ლელო“, - განაცხადა გიორგი სიორიძემ.



მისი თქმით, არჩევნებამდე დარჩენილ პერიოდს „ლელო“ მაქსიმალურად გამოიყენებს მთელ საქართველოში სააგიტაციოდ.



„დარწმუნებული ვარ, ამომრჩეველი „ლელოს“ „მარშალის გეგმაში“ კარგად ხედავს საქართველოს ჩიხიდან გამოსვლისა და განვითარების კონკრეტულ, რეალურ პროგრამას, რომელიც გააზრებულია პრაქტიკულად ყველა სასიცოცხლო მიმართულების მიხედვით. დარწმუნებული ვარ იმაშიც, რომ საქართველოს ამომრჩეველი „ლელოს„ ფართოდ გაუღებს კარს ქართულ პოლიტიკაში. იმაშიც დარწმუნებული ვარ, რომ პოლიტიკურად ყოველთვის აქტიური გურიის ამომრჩეველი არც ამჯერად დარჩება მოვლენების მიღმა, არ შეუშინდება მძიმე პანდემიურ ფონს და მაქსიმალური სიფრთხილითა და რეგულაციების ზედმიწევნით დაცვით თავის გადამწყვეტ სიტყვას იტყვის „ოცნების„ ოპოზიციაში გაშვებისა და „ლელოს„ ხელისუფლებაში მოსვლის საქმეში. ყველას მოგიწოდებთ, 31 ოქტომბერს ვიყოთ ფრთხილები, ამასთანავე, ძალიან აქტიურები და შევასრულოთ ჩვენი სამოქალაქო ვალდებულება, - მივიდეთ არჩევნებზე“ , - აღნიშნა ბრიფინგზე გიორგი სიორიძემ.



NS 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up