გიორგი სიგუა: არ გამოდგა ფინანსურად წარმატებული ფესტივალი, ეს იყო ჩემი მცდარი წარმოდგენის შედეგი

გიორგი სიგუა: არ გამოდგა ფინანსურად წარმატებული ფესტივალი, ეს იყო ჩემი მცდარი წარმოდგენის შედეგი

access_time2017-08-10 19:15:59

GEM FEST-ის დამფუძნებელი გიორგი სიგუა ფესტივალის ფინანსურ კრიზისზე ალაპარაკდა. აღნიშნულთან დაკავშირებით სიგუა მიმართვას “ფეისბუქზე” ავრცელებს.

 

“არ გამოვა რომ არ ვთქვა. ისე როგორც ბევრს აქვს ჩვენს წინაშე ფინანსური ვალდებულებები, ასევე ჩვენც გაგვაჩნია იგივე, სხვების მიმართ. არ გამოდგა ფინანსურად წარმატებული ერთთვიანი ფესტივალი და ეს პირველ რიგში, იყო ჩემი მცდარი წარმოდგენის შედეგი. ყველა სიკეთესთან ერთად დაგვემატა მრავალჯერადი ფორსმაჟორი: წვიმიანი, ქარიშხლიანი, სეტყვიან-შტორმიანი და მეხიანიც კი, (მეტეორი არ მოგვხვედრია მხოლოდ) ივლისი. ფესტივალის გახსნიდან 16 დღის განმავლობაში, სულ სამი-ოთხი დღე იყო მზიანი… შემდეგ ტრაგედია – ადამიანის გარდაცვალება, მოწამვლები და შედეგად, საერთო ნერვული ფონი და ქმედებები…

 

მოდით პატარა ზედაპირული ფისკალური ანალიზი გავაკეთოთ:

 

კვების და სავაჭრო ობიექტები ვერ გვიხდიან იჯარის ფულს იმიტომ, რომ არ აქვთ მუშაობა, ჩვენც არ გვაქვს შემოსავალი და ვერ ვიხდით ბევრ ვალს, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ, უცხოელ პარტნიორებთან… (სურვილის და საჭიროების შემთხვევაში, მზად ვართ გავასაჯაროოთ ნებისმიერი ინფორმაცია ჩვენი ხარჯების და ფინანსური ვალდებულებების, ასევე შემოსავლების შესახებ). ამ წუთასაც ამ უცხოელ პრტნიორებთან ვიმყოფები და ვცდილობ სიტუაციის დარეგულირებას.

 

რა არის გამოსავალი? მხოლოდ ერთი, რეალობისთვის თვალის გასწორება და სამომავლო მუშაობის დაგეგმვა. რეალობა კი არის ის, რომ მე პირადად და ჩემი გუნდი, არც ერთ ვალდებულებას არ გავურბივართ. ვგეგმავთ, გავაგრძელოთ მუშაობა ეკონომიკურად გამართლებული ღონისძიებების ჩასატარებლად, საიდანაც სარგებელს მიიღებს ყველა, დაწყებული არსებული ვენდორით (მოიჯარე), რომელმაც წელს ჩვენთან ერთად ირწმუნა, ერთ თვიანი ფესტივალის სარგებლიანობა და ჩვენთან ერთადვე იზარალა ფესტივალის განმავლობაში. კარგად ავწონ-დავწონით და უახლოეს დღეებში, გამოვაცხადებთ, თუ სად, რამდენი ხნით და რა ფორმით გაიმართება მომავალი პროექტები. ისე, რომ მაქსიმალურად მომგებიანი იყოს ეს ყველაფერი ფინანსურად, როგორც ჩვენი პარტნიორებისთვის, ისე იმ ადამიანებისთვის, კომპანიებისთვის და სტრუქტურებისთვის, რომელთა წინაშეც არსებულ ვალდებულებებს არსად გავურბივართ და გარანტიას ვაძლევთ ყველას, რომ ბოლო თეთრამდე გადავუხდით ყველა ვალს, ყველა სუბიექტს და ობიექტს, თუ რა თქმა უნდა, ამ კრიზისის შედეგად, გამოწვეული რთული სიტუაციის ფონზე, ხელი არ შეგვეშლება მუშაობაში და მოგვეცემა შესაძლებლობა, რაც შეიძლება მალე კომერციულად მომგებიანი და მოკლევადიანი პროექტები განვახორციელოთ, არა სახელმწიფო, არამედ, კერძო ინვესტიციით.


 

ჩვენი პარტნიორების და საზოგადოების მოლოდინები კი, რომელიც სხვადასხვა მიზეზით ვერ გამართლდა საფესტივალო დღეების განმავლობაში, აუცილებლად რეალობად იქცევა, იმ ღონისძიებებზე, რომლის გეგმაზე მუშაობაც უკვე მიდის გუნდის მიერ, თუ რა თქმა უნდა, იქნება ნება ყველა მხრიდან, რომ იარსებოს პროექტმა, როგორც ეკონომიკური, სოციალური და ტურისტული თვალსაზრისით დიდი პოტენციალის მქონემ”.

 

 

/

 

 

 

 

 



ალექსანდრ ლუკაშენკო - საზღვარგარეთის მთავრობა არ გვჭირდება და არც შუამავლები, ქვეყანას არავის დავუთმობთ

ალექსანდრ ლუკაშენკო - საზღვარგარეთის მთავრობა არ გვჭირდება და არც შუამავლები, ქვეყანას არავის დავუთმობთ
access_time2020-08-15 19:23:51
ალექსანდრ ლუკაშენკოს განცხადებით, ბელარუსს ჰყავს კონსტიტუციური მთავრობა. ამის შესახებ განცხადება ბელარუსის პრეზიდენტმა თავდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე...

Wallis-ი საქართველოს ბაზარს ტოვებს

Wallis-ი საქართველოს ბაზარს ტოვებს
access_time2020-08-15 18:00:43
ქალის ტანსაცმლის ბრიტანული ბრენდი Wallis-ი საქართველოს ბაზარს ტოვებს. როგორც „რითეილ გრუპ ჯორჯიას“ ხელმძღვანელმა რევაზ მაღალაშვილმა „ბიზნესპრესნიუსს“ განუცხადა, ბრენდის მიერ საქართველოს ბაზრის დატოვება კრიზისთან კავშირში არ არის.„Wallis-ი წარმოადგენს Arcadia Group-ს და ჩვენმა კომპანიამ ბოლო 5 წლის განმავლობაში ეტაპობრივად შეწყვიტა თანამშრომლობა ამ ჯგუფთან. არა მარტო საქართველოში, არამედ ყველა ქვეყანაში, სადაც ვართ წარმოდგენილები, ეტაპობრივად დავხურეთ ამ ჯგუფში...

3D პრინტერით დაბეჭდილი სახლი, რომელიც დაცულია ზომბებისგან, ანადგურებს ვირუსებისა და ბაქტერიების 99,9%-ს

3D პრინტერით დაბეჭდილი სახლი, რომელიც დაცულია ზომბებისგან, ანადგურებს ვირუსებისა და ბაქტერიების 99,9%-ს
access_time2020-08-15 15:00:15
კომპანია “ჰაუსი” ყიდის ჭკვიან სახლებს, რომლებსაც გააჩნიათ დაცვა ვირუსებისგან. “ჰაუსის” სახლები იყიდება მზა, სრულიად კეთილმოწყობილი, მზის ენერგიის გამოყენებისა და წყლის გადამუშავების ტექნოლოგიით. არ სჭირდება არც სპეცილიზირებული საძირკვლები, არც ინსტალაციის პროცესები. კომპანია ირწმუნება, რომ სახლი შესაძლოა დაიდგას ნებისმიერ ბრტყელ მიწის ზედაპირზე. სახლი შედგება შუშისა და გლუვი თეთრი...

„ფიტჩმა“ საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი უცვლელად დატოვა

„ფიტჩმა“ საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი უცვლელად დატოვა
access_time2020-08-15 11:57:01
გავლენიანმა სარეიტინგო სააგენტო „ფიტჩმა“ საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი და რეიტინგის პერსპექტივა უცვლელად – „BB“ დონეზე ნეგატიური პერსპექტივით დატოვა....

გზები საჭირო უმრავლესობისკენ - დამოუკიდებლად თუ კოალიციით?

გზები საჭირო უმრავლესობისკენ - დამოუკიდებლად თუ კოალიციით?
access_time2020-08-15 14:00:57
  „ქართული ოცნება“ დარწმუნებულია, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად, მას არც უმრავლესობის შექმნა გაუჭირდება და არც მთავრობის დაკომპლექტება. ძირითადი ოპოზიციური პარტიები კი, მომავალ პარლამენტში ძალთა გაერთიანებასა და კოალიციური მთავრობის დაკომპლექტებას გეგმავენ. რაზე მეტყველებს ბოლო პერიოდში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევები? რამდენი პარტია შეიძლება შევიდეს პარლამენტში? ვის როგორი შანსები აქვს ამ ეტაპისთვის?   „ქართული ოცნების“ წარმომადგენელთა...


მსგავსი სიახლეები

up