გიორგი შენგელია: ქალბატონ სანდრას კიდევ ერთხელ ვთავაზობ დებატებს და იმ  კონკრეტულ საკითხებზე და გამოწვევებზე საუბარს ნუ გაექცევა, რომლებიც ზუგდიდელებს რეალურად აინტერესებთ”

გიორგი შენგელია: ქალბატონ სანდრას კიდევ ერთხელ ვთავაზობ დებატებს და იმ კონკრეტულ საკითხებზე და გამოწვევებზე საუბარს ნუ გაექცევა, რომლებიც ზუგდიდელებს რეალურად აინტერესებთ”

access_time2019-05-10 11:54:15


,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ზუგდიდის მერობის კანდიდატი გიორგი შენგელია, მის ოპონენტს ,,ნაციონალური მოძრაობიდან“ სანდრა რულოვსს საზოგადოებრივ მაუწყებელში ნეიტრალურ ფორმატში, დებატებს სთავაზობს, სადაც ყველა ნაციონალური ტელევიზიის ჟურნალისტს შესაძლებლობა ექნება მონაწილეობა მიიღოს.


გიორგი შენგელიამ სანდრა რულოვსი, ტელეკომპანია იმედის პირდაპირ ეთერში დებატებში ორი დღის წინ გამოიწვია, თუმცა ის დებატებს არ თანხმდება და კანდიდატთან შეხვედრა განმუხურის ამფითეატრში სურს, სადაც შეხვედრა მისი და შენგელიას მხარდამჭერებთან ერთად მოხდება. რასაც ქართული ოცნების კანდიდატი არ ეთანხმება და აცხადებს, რომ ზუგდიდელების დაპირისპირებას არ დაუშვებს.


,,ორდღიანი ფიქრის შემდეგ, ქალბატონმა სანდრამ გადაწყვიტა რიგით მოქალაქეებს ამოფარებოდა. ჯერ ტელეკომპანია იმედის ეთერში უარი განაცხადა ჩემთან ერთად ჩართვაზე, ხოლო შემდეგ, მე მას შევთავაზე საზოგადოებრივ მაუწყებელზე დებატები, თუმცა ნათლად გამოჩნდა, რომ ჩემი ოპონენტი გაურბის ჩემთან პირისპირ საქმიან დისკუსიას და ზუგდიდის მომავალზე კონკრეტულ საუბარს. ისინი ცდილობენ ხალხის დაპირისპირებას.


მე ზუგდიდელებს ერთმანეთს არ დავაპირისპირებ! მე ამ მიზნით არ შემითავაზებია დებატები. ჩემი მიზანი იყო, ზუგდიდელებს მოესმინათ ჩვენი კონკრეტული გეგმების შესახებ.



მე დავიბადე, გავიზარდე ზუგდიდში და არ დავუშვებ აქ არეულობას. მე ყველას მერი ვიქნები. მათ უნდათ რევანში, ჩვენ - მშვიდობა და ხალხის კეთილდღეობა.


პოლიტიკური წინასაარჩევნო დებატი უნდა იყოს საქმიანი და მას აქვს თავისი ფორმა - ასეა ყველა ნორმალურ ქვეყანაში. მათ შორის ჰოლანდიაშიც და ასეა საქართველოშიც. მე არ ვაპირებ პოლიტიკურ ცირკში მონაწილეობას და მითუმეტეს ამ ცირკში რიგითი ზუგდიდელების გამოყენებას.


რა თქმა უნდა, თანახმა ვარ მოვიწვიოთ ყველა ტელევიზიის ჟურნალისტი. საზოგადოებრივი მაუწყებლის თანხმობის შემთხევაში, შეგვიძლია მოვნახოთ მაქსიმალურად ნეიტრალური ფორმატი, სადაც ყველა ტელევიზიის ჟურნალისტს შეეძლება კითხვების დასმა. ეს იქნება მნიშვნელოვანი ზუგდიდელების და საერთო ეროვნულ დონეზე დააყენებს ჩვენი, როგორც კანდიდატების პასუხისმგებლობას ზუგდიდელების წინაშე.


ქალბატონ სანდრას კიდევ ერთხელ ვთავაზობ დებატებს და ნუ გაექცევა კონკრეტულ საკითხებზე და გამოწვევებზე საუბარს, რაც ზუგდიდელებს რეალურად აინტერესებთ”, - აცხადებს გიორგი შენგელია.


(NS)






კარგი კურსი, კარგი რეგულაციები -ჩენი სხვა ჩინელ ბიზნესმენებსაც მოუწოდებს, შემოვიდნენ

კარგი კურსი, კარგი რეგულაციები -ჩენი სხვა ჩინელ ბიზნესმენებსაც მოუწოდებს, შემოვიდნენ
access_time2019-10-22 17:31:38
კარგი პოლიტიკური კურსი, კარგი რეგულაციები, პირდაპირი ინვესტიციების წახალისებაზე და ქვეყნის პოტენცილაზე ჩინქსინ ჩენი აღნიშნავს. ამბობს, საქართველოში ჩინური კომპანიების ფართო წარმომადგებლობაზე და სურვილზე, მეტი ჩინური კომპანია იყოს წარმოდგენილი, რადგან საქართველოს გზაა ყველა მოკლეა ევროპასა და აზიას შორის. აბრეშუმის გზის ფორუმზე ანაკლიის განვითარების კონსორციუმის გენერალური დირექტორი ანაკლიის პორტის პროექტის ბარიერებზე საუბრობს. ვაპირებთ შეხვედრას...

SOCAR-ის ვიცე-პრეზიდენტი: „სოკარ ჯორჯიას შესანიშნავი პარტნიორობა აქვს ადგილობრივ ხელისუფლებასთან. ჩვენ ვცდილობთ ვიყოთ საუკეთესო პარტნიორი

SOCAR-ის ვიცე-პრეზიდენტი: „სოკარ ჯორჯიას შესანიშნავი პარტნიორობა აქვს ადგილობრივ ხელისუფლებასთან. ჩვენ ვცდილობთ ვიყოთ საუკეთესო პარტნიორი
access_time2019-10-22 16:54:10
„საქართველოში სოკარ ჯორჯია წარმოდგენილია მისი ხელმძღვანელით მაირ მამედოვით, მათ შესანიშნავი პარტნიორობა აქვთ ადგილობრივ ხელისუფლებასთან, სახელისუფლებლო სტრუქტურებთან, - ამის შესახებ აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობ კომპანიის (SOCAR) ვიცე-პრეზიდენტმა, იაშარ ლატიფოვმა აბრეშუმის გზის ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა. თემატურ პანელზე - „ენერგეტიკის ხვალინდელი დღე - განვითარების ტენდენციები, უსაფრთხოება და მდგრადობა აბრეშუმის გზის ენერგეტიკული სარტყელის ფარგლებსა და ფარგლებს გარეთ,...

რატომ მოიტყუა საჯაროდ ქალბატონმა მინისტრმა?-„არცერთ მინისტრს არ აქვს განცდა, რომ ის თავის სიტყვებზე პასუხისმგებელია“

რატომ მოიტყუა საჯაროდ ქალბატონმა მინისტრმა?-„არცერთ მინისტრს არ აქვს განცდა, რომ ის თავის სიტყვებზე პასუხისმგებელია“
access_time2019-10-22 15:30:11
„თუ ბიძინა ივანიშვილი პატიობს შეცდომას, ჩვენ რა პრობლემა გვაქვს.  დღეს ასე იტყვის, ხვალ ისე, მთავარია ის იყოს კმაყოფილი.“ - ასე აფასებს მაია ცქიტიშვილის „შეცდომას“ FDI-ს მაჩვენებლებთან დაკავშირებით ექსპერტი გია ხუხაშვილი. ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა „აბრეშუმის გზის ფორუმზე“ განაცხადა, რომ 2018 წელს საქართველომ “ერთ-ერთი ყველაზე დიდი მოცულობის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია (FDI) მიიღო”, თუმცა ეს განცხადება სიმართლეს არ შეესაბამებოდა, რადგანაც 2018...

ნათია თურნავა: „ანაკლიის პროექტს მთელი დერეფანი ელოდება, იმედი გვაქვს, ის მომავალი წლიდან დაიძრება“

ნათია თურნავა: „ანაკლიის პროექტს მთელი დერეფანი ელოდება, იმედი გვაქვს, ის მომავალი წლიდან დაიძრება“
access_time2019-10-22 14:51:39
„ანაკლიის პორტის პროექტის დაწყება ზედმეტად დაგვიანდა, დიდი იმედი გვაქვს, მომავალი წლიდან ამ პროექტს უკვე დავძრავთ“, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა.მისი თქმით, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სტრატეგიული პროექტი, რომელიც საქართველოს მთავრობის ყველა პრეზენტაციაში მნიშვნელოვან ადგილს იკავებს. „როდესაც ვსაუბრობთ იმაზე, როგორ უნდა გამოვიყენოთ უკეთ შავი ზღვის შესაძლებლობები...

„105-ე ადგილი მშპ მიხედვით-ველოდები სამთავრობო უტიფარ “გაპრავებებს”

„105-ე ადგილი მშპ მიხედვით-ველოდები სამთავრობო უტიფარ “გაპრავებებს”
access_time2019-10-22 14:30:48
„სანამ ხალხს “მოსამართლეების საცირკო” სანახობით ართობენ. 105 ადგილი მშპ მიხედვით — ეს არის ჩვენი ქვეყნის და ადამიანების სამწუხარო რეალობა.ველოდები სამთავრობო,  უტიფარ “გაპრავებებს”, რომ 105-ე ადგილი სულაც არაა ცუდი და ჯობს 106 ადგილს და რომ ვუსწრებთ ისეთ ქვეყნებს როგორიცაა დომინიკა, ეკვადორი, სომხეთი, ესვატინი, ფიჯი და რომ კორუფციასთან ბრძოლაში წავიწიეთ 2 პუნქტით და რომ ბევრი მანქანა დადის და ეს უტყუარად ნიშნავს, რომ ადამიანები არც ისე ღარიბი არიან როგორც ერთი შეხედვით ჩანს და...


მსგავსი სიახლეები

up