გიორგი რუხაძე - „ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების დაწესება ბევრად უფრო რეალური ხდება“

გიორგი რუხაძე - „ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების დაწესება ბევრად უფრო რეალური ხდება“

access_time2020-05-16 13:00:51

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ყოფილი ხელმძღვანელი პირები ამბობენ, რომ დასავლელი პარტნიორების ბოლო პერიოდის განცხადებები არ უკვირთ. თინა ხიდაშელი ამერიკელი სენატორების და კონგრესმენების წერილს აფასებს. მისი განცხადებით, დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები ამერიკის მტრებთან ურთიერთობაში არიან შემჩნეულები.

 

„ასე აგდებით საუბარი წერილებზე, რომლებიც ამერიკის სენატიდან მოდის, უნდა დასრულდეს. ტედ კრუზი არის ერთ-ერთი იმ სენატორებიდან, რომელსაც ამერიკის ხელისუფლების ყველა შტო უსმენს, მათ შორის - თეთრი სახლი. ეს უკიდურესად შემაშფოთებელი მოვლენაა. საუბარია იმაზე, რომ ამერიკის მტრებთან ურთიერთობაში არიან შემჩნეული საქართველოს დღევანდელი მმართველები“, - განაცხადა თინა ხიდაშელმა.

 

სენატორების წერილი არის უპრეცედენტო, ვინაიდან ისინი პირდაპირ ადანაშაულებენ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას საეჭვო ფინანსურ გარიგებებში. საერთაშორისო ურთიერთობის სპეციალისტები დღეს ღიად ლაპარაკობენ, რომ ახლა კიდევ უფრო რეალურია სანქციები ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებასთან დაკავშირებით.


 

„ეს უკვე აღარ ეხება 8 მარტის შეთანხმებას, დემოკრატიას ან სასამართლოს, ბევრად უფრო მეტია იქიდან გამომდინარე, რომ გავლენიანი კონგრესმენები და სენატორები რეალურად საქმის კურსში აყენებენ მაიკ პომპეოს, რომ საქართველოს ფაქტობრივი მმართველი კოლაბორაციაშია ირანთან, რუსეთთან და ეს ყველაფარი კეთდება ამერიკის ინტერესების საწინააღმდეგოდ. ასეთი რამე ძალიან იშვიათად ხდება დემოკრატიულ სახელმწიფოში. ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების დაწესება ბევრად უფრო რეალური ხდება“, - განაცხადა ექსპერტმა გიორგი რუხაძემ.

 

ამერიკელი სენატორები და კონგრესმენები შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანს მაიკ პომპეოსა და ფინანსთა მინისტრს, სტივენ მნუჩინს წერილით მიმართავენ. კონგრესმენები წერილში საქართველოში ეკონომიკურ პროცესებთან დაკავშირებით


ფორმულა

თეგები:
სენატორები



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up