გიორგი რამიშვილი: „ევრონიუს საქართველოს“ დაფუძნებით საქართველოს მედია-ბაზარზე მაღალი მედია-სტანდარტების ქართულენოვანი ევროპული არხი შემოდის

გიორგი რამიშვილი: „ევრონიუს საქართველოს“ დაფუძნებით საქართველოს მედია-ბაზარზე მაღალი მედია-სტანდარტების ქართულენოვანი ევროპული არხი შემოდის

access_time2019-09-18 15:05:34


საქართველო მესამე ქვეყანაა, ალბანეთისა და სერბეთის შემდეგ, სადაც ევრონიუსი თავის წარმომადგენლობას ფრანშიზის ფორმით აფუძნებს. დღეს ევროპის წამყვანმა საერთაშორისო არხმა „ევონიუსმა“ და მისმა პარტნიორმა „სილქნეტმა“ ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას „ევრონიუს საქართველოს“ დაფუძნების თაობაზე. დღესვე წარდგენილ იქნა „ევრონიუს საქართველოს“ სტრატეგიულ მედია- კონსულტანტად ლუსიან სარბი, წარსულში ევრონიუსის სარედაქციო დირექტორი, რომელიც ადგილობრივ გუნდს სატელევიზიო არხის გამართვაში დაეხმარება.



ხელშეკრულების პირობების თანახმად, Euronews Georgia ისარგებლებს ევრონიუსის ბრენდის ცნობადობით და რეპუტაციით, დაუკავშირებს რა თავის ახალ არხს დამოუკიდებელ ჟურნალისტიკაში საყოველთაოდ ცნობილ სახელს.  ევრონიუსი მიაწვდის „ევრონიუს საქართველოს“ ევროპული რედაქციის მიერ შექმნილ კონტენტს, რომლის ტრანსლირებაც მოხდება ადგილობრივი, ქართული, მედია-კონტენტის პარალელურად. სანაცვლოდ, ევრონიუსი გამოიყენებს თავისი ქართული ფრენჩაიზინგის მიერ დამზადებულ  კონტენტს, რომელიც მედიის მხრიდან მზარდი დაინტერესების რეგიონში შეიქმნება.



მაიკლ პიტერსი, ევრონიუსის აღმასრულებელი დირექტორი: მოხარული ვარ, რომ მოლაპარაკებების შედეგად, რომელიც სულ რამდენიმე თვე გაგრძელდა, მივაღწიეთ საბოლოო შეთანხმებას ევრონიუს საქართველოს დაარსების შესახებ. ჩვენ მზად ვართ დახმარება გავუწიოთ ჩვენს პარტნიორ სილქნეტს, ახალი სატელევიზიო არხის შექმნაშირომელიც გააშუქებს არამარტო საერთაშორისო, არამედ ადგილობრივ ახალ ამბებს. ევრონიუს საქართველო იქნება დამოუკიდებელი არხი, რომელიც წარუდგენს მაყურებელს მიუკერძოებელ ინფორმაციას და გააშუქებს ყველა ხედვას, ევრონიუსის სარედაქციო პოლიტიკის შესაბამისად. სილქნეტის სახით ევრონიუსმა შეიძინა საიმედო პარტნიორი, რომელიც  სრული პასუხისმგებლობით ეკიდება ევრონიუსის რეპუტაციის დაცვას და გამყარებას“.



გიორგი რამიშვილი, სილქნეტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე:


„Euronews Georgia-ს დაფუძნებით საქართველოს მედია-ბაზარზე მაღალი მედია-სტანდარტების ქართულენოვანი ევროპული არხი შემოდის. დარწმუნებული ვარ, რომ ევრონიუსის მაღალპროფესიული გუნდის  ხელმძღვანელობით, ბატონ ლუსიან სარბთან და ჩვენს ადგილობრივ პროფესიონალებთან ერთად, ჩვენ შევქმნით მაღალი ხარისხის პროდუქტს, რომელიც გაამდიდრებს ქართულ მედიასივრცეს. სატელევიზიო სტუდიების მომზადება მიმდინარეობს და მალევე დაიწყება კადრების აყვანის პროცესი. მინდა კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვა იმ ფაქტს, რომ ისევე, როგორც სარედაქციო პოლიტიკა,  საკადრო პოლიტიკაც სრულ შესაბამისობაში იქნება ევრონიუსის სტანდარტებთან. ევრონიუსის დახმარებით უზრუნველვყოფთ დაქირავებული პერსონალის  საფუძვლიან ტრენინგს.   Euronews Georgia მაუწყებლობას მომდევნო წლის შემოდგომაზე დაიწყებს. მე მჯერა, რომ ეს კიდევ ერთი ნაბიჯია საქართველოსთვის ევროინტეგრაციისკენ მიმავალ გზაზე,  ხოლო სილქნეტისთვის კი შემდეგი საფეხურია, საქართველოს მომხმარებელს შესთავაზოს მეტი შესაძლებლობები - გლობალური მასშტაბის მქონე ადგილობრივი არხი“.


ახალი არხისთვის თანამშრომლების შერჩევა უახლოეს მომავალში დაიწყება. სულ დასაქმდება დაახლოებით 50 ადამიანი. 


(NS)

 






საზღვრის კვეთა, ტესტირება, კარანტინი და პროცედურები - საქართველოს მთავრობა ხშირად დასმულ კითხვებს პასუხობს

საზღვრის კვეთა, ტესტირება, კარანტინი და პროცედურები - საქართველოს მთავრობა ხშირად დასმულ კითხვებს პასუხობს
access_time2020-07-13 15:32:31
საქართველოს მთავრობა საზღვრის კვეთასთან, ტესტირებასთან, კარანტინთან და შესაბამის პროცედურებთან დაკავშირებით ხშირად დასმულ კითხვებზე პასუხებს აქვეყნებს. ინფორმაცია საქართველოს მთავრობის ფეისბუქგვერდზე განთავსდა.   ხშირად დასმული კითხვები საზღვრის კვეთასთან დაკავშირებით რომელი ქვეყნებისთვის იხსნება საქართველოს სახელმწიფო საზღვარი?   ამ ეტაპზე, ევროკავშირის 27 წევრი...

ასეთი მკაცრი ზომების მიღება მცირე შეცდომებზე უბრალოდ შოუს ნაწილია- შალვა ალავერდაშვილი ობიექტების დაჯარიმების ფაქტს ეხმაურება

ასეთი მკაცრი ზომების მიღება მცირე შეცდომებზე უბრალოდ შოუს ნაწილია- შალვა ალავერდაშვილი ობიექტების დაჯარიმების ფაქტს ეხმაურება
access_time2020-07-13 14:30:00
ჯანდაცვის სამინისტრომ COVID 19-თან დაკავშირებული რეკომენდაციების დარღვევის გამო, 31 კვების ობიექტი და 3 სასტუმრო დააჯარიმა. ჯარიმის ოდენობა თითოეული ობიექტისთვის 10 000 ლარია. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო აქვეყნებს.   „სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის“ დამფუძნებელი შალვა ალავერდაშვილი „კომერსანტთან“ საუბრისას აღნიშნავს, რომ ისედაც ძალიან ცუდ მდგომარეობაში მყოფი ბიზნესების ასეთი...

გია ჯოხთაბერიძე კახა ბექაურს ტყუილის ტირაჟირებაში ადანაშაულებს

გია ჯოხთაბერიძე კახა ბექაურს ტყუილის ტირაჟირებაში ადანაშაულებს
access_time2020-07-13 13:30:41
„მაგთიკომის“ დამფუძნებელი გია ჯოხთაბერიძე სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს და კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარეს კახა ბექაურს ტყუილის ტირაჟირებაში ადანაშაულებს. კომერსანტი  ჯოხთაბერიძის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:   „პარასკევს, 10 ივლისს, დარგობრივი ეკონომიკის საკომიტეტო მოსმენაზე, სადაც ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ კანონში ცვლილებების პაკეტი განიხილებოდა, მაგთიკომის დამფუძნებელმა, გია ჯოხთაბერიძემ, სიტყვით გამოსვლისას გაახმოვანა, რომ , კახი ბექაურის...

იანვარ-ივნისში ექსპორტი 15.6%-ით, ხოლო იმპორტი 16.5%-ით შემცირდა

იანვარ-ივნისში ექსპორტი 15.6%-ით, ხოლო იმპორტი 16.5%-ით შემცირდა
access_time2020-07-13 11:30:32
2020 წლის იანვარ-ივნისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 5 072.5 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 16.3 პროცენტით ნაკლებია.  ამის შესახებ ინფორმაციას „საქსტატი“ აქვეყნებს. იანვარ-ივნისში ექსპორტი 1 503.5 მლნ. აშშ დოლარი იყო (15.6 პროცენტით ნაკლები), იმპორტმა კი 3...

უორენ ბაფეთმა კიდევ $2,9 მილიარდის დონაცია განახორციელა, ხოლო 2006 წლიდან მისი მთლიანი შემოწირულობა $37 მილიარდს უტოლდება

უორენ ბაფეთმა კიდევ $2,9 მილიარდის დონაცია განახორციელა, ხოლო 2006 წლიდან მისი მთლიანი შემოწირულობა $37 მილიარდს უტოლდება
access_time2020-07-12 18:58:27
უორენ ბაფეთმა კიდევ $2,9 მილიარდი დოლარის დონაცია განახორციელა, 2006 წლიდან კი მისმა მთლიანმა შემოწირულობამ $37 მილიარდი შეადგინა, - ამის შესახებ ინფორმაციას...


მსგავსი სიახლეები

up