გიორგი ქობულიამ ქუთაისში დასავლეთ საქართველოს რეგიონული ბიზნესფორუმი გახსნა

გიორგი ქობულიამ ქუთაისში დასავლეთ საქართველოს რეგიონული ბიზნესფორუმი გახსნა

access_time2019-02-15 14:28:52

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, გიორგი ქობულიამ ქუთაისში მონაწილეობა მიიღო დასავლეთ საქართველოს რეგიონული ბიზნესფორუმის მუშაობაში, რომელსაც მინისტრთან ერთად საქართველოში ევროკომისიის წარმომადგენლობის პროექტების განყოფილების უფროსი ვინსენტ რეი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე და სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი ნინო ჩიქოვანი ესწრებოდნენ.



როგორც „კომერსანტს“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან აცნობეს, ღონისძიებაში, რომელიც საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებით იმერეთის განახლებულ რეგიონულ ოფისში ჩატარდა, დასავლეთ საქართველოს რეგიონებიდან 200-მდე მეწარმე მონაწილეობდა. მათ საშუალება ჰქონდათ, მოესმინათ ეკონომიკის მინისტრის ხედვები ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკური პროცესების, DCFTA-ის მიმდინარეობის, ასევე მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების პერსპექტივების შესახებ.



ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას მინისტრმა რამდენიმე მნიშვნელოვან მიმართულებაზე გაამახვილა ყურადღება, მათ შორის ვრცლად ისაუბრა ექსპორტის წახალისების, საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმისა და პროფესიული გადამზადების მასშტაბურ პროგრამაზე, რომელიც საქართველოს რეგიონებში არსებული პროფესიული სასწავლებლების ბაზაზე განხორციელდება.




„ჩვენი ეკონომიკის განვითარების ერთ-ერთი ძირითადი დაბრკოლება არის ის, რომ ქვეყანაში არ არის საკმარისი კვალიფიციური მუშახელი. ეს არ ეხება უმაღლეს განათლებას - ვსაუბრობთ საბაზისო პროფესიების ათვისებაზე. იმ ადამიანებს, რომლებსაც სურთ მუშაობა, უნდა დავეხმაროთ, მოძებნონ შესაფერისი სამუშაო და მივცეთ შესაძლებლობა, მიიღონ ტექნიკური და პროფესიული განათლება" - აღნიშნა მინისტრმა ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას.



როგორც გიორგი ქობულიამ განმარტა, პრაქტიკულად უკვე შესრულების ფაზაშია ძალიან დიდი პროგრამა, სადაც სახელმწიფო უფასოდ გადაამზადებს პროფესიულ კადრებს. „ასეთი საგანმანათლებლო კურსები და ტრენინგები დიდი რაოდენობით ჩატარდება საქართველოს რეგიონებში, მათ შორის იმერეთშიც და მოგიწოდებთ ყველას, მაქსიმალურად გაავრცელოთ ინფორმაცია ამ პროგრამის შესახებ. ჩვენ გვსურს, რომ ხალხი მოვიზიდოთ, მივცეთ მათ პროფესიული განათლება და დავეხმაროთ სამუშაოს მოძიებაში. იმისთვის, რომ მივაღწიოთ ამ ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მიზანს და შევქმნათ სამუშაო ადგილები, გვჭირდება კვალიფიციური მუშახელი და მთავრობას გვაქვს აღებული ვალდებულება, რომ შექმნათ ეს კვალიფიკაცია ჩვენს ქვეყანაში" - განუცხადა მეწარმეებს გორგი ქობულიამ.



ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა ფორუმის თანაორგანიზატორებს - ევროკავშირისა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) პროექტს „მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარება და DCFTA საქართველოში" და მიუნხენისა და ზემო ბავარიის სავაჭრო-სამრეწველო პალატის (IHK) აკადემიას.








ალექსანდრ ლუკაშენკო - ბელორუსია არ შექმნის ერთიან პარლამენტს რუსეთთან

ალექსანდრ ლუკაშენკო - ბელორუსია არ შექმნის ერთიან პარლამენტს რუსეთთან
access_time2019-12-07 16:00:09
  „ბელორუსია არასდროს არ შევა რუსეთის შემადგენლობაში და არ შექმნის ერთიან პარლამენტს. ჩვენ ამას არასდროს არ განვიხილავდით. დაიმახსოვრეთ - მე არ ვარ ბიჭუნა, რომელიც იყო პრეზიდენტი 3-4-5 წელი, და მე არ მსურს ხაზი გადავუსვა ყველაფერს, რასაც მივაღწიეთ ერთად - სუვერენულ დამოუკიდებელ სახელწიფოს. ჩვენ მას არ გადავაგდებთ და არ ვაჩუქებთ არავის. ჩემ დროს ეს არ მოხდება. ეს ჩვენი ქვეყანაა, დამოუკიდებელი და სუვერენული. ამით უნდა ვიამაყოთ“,  - განაცხადა ბელორუსიის პრეზიდენტმა...

მომავალ წელს 3000 IT სპეციალისტის გადამზადება იგეგმება

მომავალ წელს 3000 IT სპეციალისტის გადამზადება იგეგმება
access_time2019-12-07 14:00:30
ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) ხელმძღვანელის ავთანდილ კასრაძის თქმით, მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით 3000 IT სპეციალისტი გადამზადდება. ავთანდილ კასრაძემ, რადიო კომერსანტის გადაცემაში „მთავარი ფაქტორი“ სტარტაპის სტატუსის მინიჭების სამართლებრივ ასპექტებზეც ისაუბრა.  „მომავალ წელს ვგეგმავთ 3 ათასი IT სპეციალისტის გადამზადებას. როცა ცოდნის ექსპორტზე ევსაუბრობთ, ხაზი უნდა გავუსვათ იმას,რომ საინფორმაციო ტექნოლოგიები არის ის მთავარი მიმართულება, რომლითაც შეგვიძლია რომ...

ვერ დავუშვებთ ანაკლიის პორტის პროექტის მეტად დაგვიანებას

ვერ დავუშვებთ ანაკლიის პორტის პროექტის მეტად დაგვიანებას
access_time2019-12-07 10:00:55
„ვფიქრობ, ყველაზე სწორი იქნება, განსაკუთრებით ამ ეტაპზე, როდესაც ვადა იწურება, ერთმანეთისგან გავმიჯნოთ პროექტი და კონკრეტული ინვესტორის პრობლემა" - ამის შესახებ ნათია თურნავამ ჟურნალისტებს ანაკლიის პორტის პროექტთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად განუცხადა. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს. მინისტრის შეფასებით, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი არის სტრატეგიული პროექტი და მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის. „ისედაც ძალიან დაგვიანდა - ორი წელი,...

რა ჯდება ფა­სი­ან პან­სი­ო­ნა­ტებ­ში ხან­დაზ­მუ­ლის ერ­თთვი­ა­ნი ცხოვ­რე­ბა

რა ჯდება ფა­სი­ან პან­სი­ო­ნა­ტებ­ში ხან­დაზ­მუ­ლის ერ­თთვი­ა­ნი ცხოვ­რე­ბა
access_time2019-12-07 12:00:03
სა­ქარ­თვე­ლო­ში ხან­ში­შე­სუ­ლე­ბის­თვის გან­კუთ­ვნი­ლი თავ­შე­საფ­რე­ბი სრუ­ლად შევ­სე­ბუ­ლია და სა­კუ­თარ რიგს ასე­უ­ლო­ბით ხან­დაზ­მუ­ლი ელო­დე­ბა. ად­გი­ლე­ბი ძი­რი­თა­დად იმ შემ­თხვე­ვა­ში თა­ვი­სუფ­ლდე­ბა, თუ ბე­ნე­ფი­ცი­ა­რი და­წე­სე­ბუ­ლე­ბას სა­კუ­თა­რი სურ­ვი­ლით და­ტო­ვებს ან – გარ­და­იც­ვლე­ბა. ამ­ჟა­მად სა­ხელ­მწი­ფო ბა­ლანსზე 15 პან­სი­ო­ნა­ტია. აქე­დან ორი დიდი და­წე­სე­ბუ­ლე­ბა თბი­ლის­სა და ქუ­თა­ის­ში ფუნ­ქცი­ო­ნი­რებს, ხოლო 13 სა­თე­მო, ე.წ.კერ­ძო სახ­ლის ტი­პის...

„ეს რომ ალპები ყოფილიყო, ყველგან სათხილამურო კურორტი იქნებოდა“ - რა წერს გერმანული WELT -ი გუდაურზე

„ეს რომ ალპები ყოფილიყო, ყველგან სათხილამურო კურორტი იქნებოდა“ - რა წერს გერმანული WELT -ი გუდაურზე
access_time2019-12-07 11:00:08
მას შემდეგ, რაც გუდაურის საბაგირო მწყობრიდან გამოვიდა, ვირუსულად გავრცელებულმა ვიდეომ უამრავი სტუმარი მიიზიდა კურორტზე, - ამის შესახებ გერმანული გამოცემა Welt-ი...


მსგავსი სიახლეები

up