გიორგი ქობულიამ ბრიტანეთის სავაჭრო პოლიტიკის სახელმწიფო მინისტრთან ორმხრივი სავაჭრო კავშირების განვითარება განიხილა

გიორგი ქობულიამ ბრიტანეთის სავაჭრო პოლიტიკის სახელმწიფო მინისტრთან ორმხრივი სავაჭრო კავშირების განვითარება განიხილა

access_time2018-10-12 14:52:04


ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია გაერთიანებული სამეფოს სავაჭრო პოლიტიკის სახელმწიფო მინისტრს, თემთა პალატის წევრს ჯორჯ ჰოლინგბერის შეხვდა.


შეხვედრაზე საუბარი წარიმართა ორმხრივი სავაჭრო კავშირების განვითარებასა და საქართველოში ბრიტანული ინვესტიციების მოზიდვის შესაძლებლობებზე.


ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, განსაკუთრებული ხაზი გაესვა უორდროპის სტრატეგიული დიალოგის მნიშვნელობას, რომლის ფარგლებში განიხილება სხვადასხვა სფეროებში თანამშრომლობის საკითხები, მათ შორის, ეკონომიკისა და ინვესტიციების მიმართულებით. აღინიშნა, რომ 2018 წლის ნოემბერში, თბილისში უორდროპის სტრატეგიული დიალოგის ყოველწლიურ შეხვედრაზე შესაძლებელი იქნება ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობის პლატფორმის განვითარება და ინვესტიციების სფეროში თანამშრომლობის პერსპექტივების განხილვა.


საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ დადებითად შეაფასა საქართველოში რამდენიმე თვის წინ ბრიტანეთის სავაჭრო მისიის ვიზიტი, რომლის დროსაც გაიმართა შეხვედრები საქართველოს მთავრობისა და ბიზნეს წრეების წარმომადგენლებთან. გიორგი ქობულიას განცხადებით, მსგავსი სავაჭრო მისიების ჩატარება ხელს შეუწყობს ეკონომიკურ თანამშრომლობის გაღრმავებას და საქართველოს ეკონომიკაში ინვესტიციების მოზიდვას.


შეხვედრაზე აღინიშნა, რომ წლების მანძილზე გაერთიანებული სამეფო საქართველოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორია. 2018 წლის 8 თვეში ორმხრივი ვაჭრობა 14 პროცენტით, ხოლო ექსპორტი - 37 პროცენტით გაიზარდა. ამავე დროს, ყურადღება გამახვილდა იმ გარემოებაზე, რომ რეალური პოტენციალი გაცილებით დიდია და მხარეებმა ძალისხმევას უნდა მიმართონ ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის გასაღრმავებლად. ქართული მხარის განცხადებით, ბრექსიტის მოვლენების ფონზე, საქართველო განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს ბრიტანეთთან ორმხრივი ურთიერთობების შემდგომ განვითარებას და კიდევ უფრო გაღრმავებას. მათ შორის, ევროკავშირთან გაფორმებული შეთანხმებების ორმხრივ ფორმატში გადატანის კუთხით. აღინიშნა, რომ მიმდინარეობს მოსამზადებელი სამუშაოები შესაბამისი უწყებების ჩართულობით.



შეხვედრაზე ასევე განიხილეს თანამშრომლობის განვითარება ეკონომიკის სხვა სექტორებში, მათ შორის, ტურიზმში. აღინიშნა, რომ ორმხრივი ავიამიმოსვლის განვითარებამ და ახალი რეგულარული რეისების დანიშვნამ მნიშვნელოვნად გაზარდა ბრიტანეთიდან საქართველოში ტურისტების რაოდენობა. 2017 წელს ზრდამ 45 პროცენტი, 2018 წლის 9 თვეში კი 43 პროცენტი შეადგინა.


შეხვედრაზე ასევე გამახვილდა ყურადღება ორმხრივი ბიზნეს კავშირების განვითარების ხელშეწყობაზე.


(CN)





რუსეთის ტუროპერატორების ასოციაცია - რუსი ტურისტები მაინც ჩამოდიან საქართველოში

რუსეთის ტუროპერატორების ასოციაცია - რუსი ტურისტები მაინც ჩამოდიან საქართველოში
access_time2019-06-26 18:30:58
რუსეთის მოქალაქეების უმრავლესობა, ვინც გეგმავდა ამ ზაფხულს საქართველოში ჩასვლას, არ აუქმებს შეკვეთილ ტურებს - იუწყება რუსეთის ტუროპერატორების ასოციაცია. „ნეგატიური პროგნოზების მიუხედავად, შექმნილი სიტუაცია არაა კრიტიკული. ტურების გაუქმების მაჩვენებელი მინიმალურია,“ - განაცხადეს ასოციაციაში. როგორც აღმოჩნდა, რუს ტურისტებს არ აშინებთ საავიაციო მიმოსვლის აკრძალვის - ასოციაციის მონაცემებით, ამჟამად საქართველოში წამსვლელები ჯავშნიან ბილეთებს...

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის განცხადება - ასოციაციის წევრები სრულად ვიზიარებთ ქართული საზოგადოების გულწრფელ და სამართლიან პროტესტს

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის განცხადება -  ასოციაციის წევრები სრულად ვიზიარებთ ქართული საზოგადოების გულწრფელ და სამართლიან პროტესტს
access_time2019-06-26 16:45:37
საქართველოს ბიზნეს ასოციაცია, როგორც ყველაზე მსხვილი ბიზნეს გაერთიანება, რომელიც სამოცდაათზე მეტ მსხვილ კომპანიას აერთიანებს, ბოლო დროს საქართველოში განვითარებულ მოვლენებს ასოციაციის რიგით მეექვსე ყრილობაზე მიღებული განცხადებით გამოეხმაურა. ასოციაციის მე-6 ყრილობა 25 ივნისს გაიმართა, სადაც სხვა საკითხებთან ერთად ასოციაციის სამეთვალყურეო საბჭოსა და სხვა მმართველი ორგანოების წევრები იქნენ...

როგორ უყურებენ ქართულ-რუსული ურთიერთობების გამწვავებას აფხაზეთში

როგორ უყურებენ ქართულ-რუსული  ურთიერთობების  გამწვავებას აფხაზეთში
access_time2019-06-26 20:00:15
რუსეთ და საქართველოს შორის მორიგი გამწვავება  დიდ ინტერესს იწვევს აფხაზურ საზოგადოებაში და ალბათ ფარისევლობა იქნება იმის თქმა, რომ ეს ამბავი ვინმეს ეწყინა. სოციალური ქსელების მომხმარებელთა დიდი ნაწილის დამოკიდებულება ამ მოვლენებისადმი შეიძლება შეფასდეს როგორც „დაიმსახურეს და მიიღეს“. - წერს ekhokavkaza.  (მასალაში მოხსენიებულ აფხაზეთის რესპუბლიკას ან აფხაზეთის ხელისუფლებას „კომერსანტი“ რადიკალურად ემიჯნება. მასალას გთავაზობთ უცვლელად...

„საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში“ რადიკალური ცვლილებები იგეგმება -„გვსურს პარლამენტში ჩვენი წარმომადგენლობა გვყვავდეს“

„საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში“ რადიკალური ცვლილებები იგეგმება -„გვსურს პარლამენტში  ჩვენი წარმომადგენლობა გვყვავდეს“
access_time2019-06-26 16:00:06
„საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში“ ბევრი რამე შეიცვლება“- ასეთ განცხადებას „საქართველოს ბიზნეს ასოციაციის“ უკვე პირველი ვიცე-პრეზიდენტი ლაშა პაპაშვილი „კომერსანტთან“ აკეთებს. მისი ინფორმაციით, ასოციაციაში გუნდი მთლიანად შეიცვალა, არჩეულია “საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტი“ — სოსო ფხაკაძე, ასევე ახალი აღმასრულებელი დირექტორი -ლევან ვეფხვაძე, მეორე ვიცე-პრეზიდენეტი -არჩილ კონცელიძე. როგორც პაპაშვილი განმარტავს, ასოციაცია...

სომხეთი ცდილობს გახდეს რუსეთ და საქართველოს შორის ტრანზიტის ცენტრი - ერევანიდან თბილისამდე და პირიქით ავტობუსები უფასო იქნება

სომხეთი ცდილობს გახდეს რუსეთ და საქართველოს შორის ტრანზიტის ცენტრი - ერევანიდან თბილისამდე და პირიქით ავტობუსები უფასო იქნება
access_time2019-06-26 15:00:58
რუსეთსა და საქართველოს შორის ბოლოდროინდელი დაძაბულობის შემდეგ, სომხეთი ცდილობს გახდეს რუსეთსა და საქართველოს შორის ავიამიმოსვლის ტრანზიტის ცენტრი. ქვეყნის სამოქალაქო ავიაციის სამმართველოს სტეპან პაიასლიანის თქმით, ავიაკომპანიებს შორის უკვე დაიწყო შესაძლებელი ვარიანტების განხილვა. „მაგალითად, შეიძლება რუსეთიდან თვითმფრინავით ჩასვლა ერევანში, იქედან კი უფასო ავტობუსით თბილისამდე და პირიქით. ასევე...


მსგავსი სიახლეები

up