გიორგი ქობულია: „წიაღის სექტორში კონკრეტული საინვესტიციო პროექტების მომზადებას და ინვესტიციების მოზიდვას ვგეგმავთ“

გიორგი ქობულია: „წიაღის სექტორში კონკრეტული საინვესტიციო პროექტების მომზადებას და ინვესტიციების მოზიდვას ვგეგმავთ“

access_time2018-09-12 15:57:17


საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ეკონომიკის სამინისტროს
წიაღის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელს, მაია ზავრაშვილს და სააგენტოს თანამშრომლებს
შეხვდა. გიორგი ქობულიამ და შეხვედრის მონაწილეებმა დეტალურად იმსჯელეს სფეროში
არსებულ სიტუაციასა და სამომავლო გეგმებზე, მათ შორის საუბარი შეეხო კონკრეტულ
საინვესტიციო პროექტებსა და წიაღის სფეროში ინვესტორების მოზიდვის საკითხს.


მინისტრის განცხადებით, საქართველოს წიაღისეულის ათვისების ძალიან დიდი პოტენციალი
აქვს.


„ამისთვის ჩვენ დღესდღეობით ვგეგმავთ კონკრეტული საინვესტიციო პროექტების შეკვრას
და ინვესტორების მოზიდვას. აგრეთვე ვმუშაობთ საკანონმდებლო და მარეგულირებელი ბაზის
გამართვა-გამარტივების კუთხით, რომელიც იქნება ძალიან ხელსაყრელი ბევრი ინვესტორისთვის.
ვფიქრობთ, ამის შედეგად საგრძნობლად გავზრდით წიაღისეულის მოპოვებას, რაც ძალიან
მნიშვნელოვანი იქნება ქვეყნის ეკონომიკისთვის“, - განაცხადა გიორგი ქობულიამ.


როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა აღნიშნა, წიაღის სფეროში
ინვესტიციების მოზიდვა მოსახლეობის კეთილდღეობაზეც დადებითად აისახება - წიაღისეულის
მოპოვების ადგილებში აშენდება არაპროფილური ინფრასტრუქტურა, ადგილობრივ და ცენტრალურ
ბიუჯეტში კი გადასახადები შევა.


„ამიტომ ამ საკითხს ყველა პასუხისმგებლობით უნდა
მოვეკიდოთ და ყველამ უნდა ვიცოდეთ - სახელმწიფო ზრუნავს იმაზე, რომ წიაღისეულის
მოპოვება მოხდება მხოლოდ და მხოლოდ გარემოსა და მოსახლეობის ინტერესების, მათი
ჯანმრთელობის დაცვის მკაცრ ფარგლებში, ამას არასდროს გადავუხვევთ“, - აღნიშნა გიორგი
ქობულიამ.





საცხობების ქსელი ანტრე ლონდონში გაიხსნება

საცხობების ქსელი ანტრე ლონდონში გაიხსნება
access_time2020-02-22 19:10:48
საცხობების ქსელი ანტრე ლონდონში გაიხსნება. ქსელის პირველი კაფე ნოთინგ ჰილ გეითის # 138 ში სტუმრებს 2020 წლის ზაფხულიდან უმასპინძლებს. “ანტრე ლონდონი” კომპანიის საერთაშორისო ექსპანისიის ნაწილია, რომელიც თბილისის და ბაქოს შემდეგ მესამე ქალაქს წარმოადგენს.ანტრე თანამედროვე, ჯანსაღი ცხოვრების მოყვარულთა არჩევანია, რომელმაც რეპუტაცია უმაღლესი ხარისხის ხელნაკეთი პროდუქტების წარმოებით მოიპოვა.“ანტრე ლინდონი” ბრიტანულ ბაზარზე საინტერესო სინთეზით...

„დემნა გვასალიამ თავისი საბჭოური ნოსტალგიით გადაუარა მოდის სფეროს და ჩვენც იგივე შეგვიძლია გავაკეთოთ კულინარიით“

„დემნა გვასალიამ თავისი საბჭოური ნოსტალგიით გადაუარა მოდის სფეროს და ჩვენც იგივე შეგვიძლია გავაკეთოთ კულინარიით“
access_time2020-02-22 18:00:21
თუ გაქვთ სურვილი და, იმავდროულად, თანხაც, თბილისში ახალი ადგილი შექმნათ, სადაც ადამიანები სიამოვნებით ივლიან და გემრიელ კერძებს დააგემოვნებენ, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ოცნების რეალობად ქცევისთვის ყველა საჭირო ბერკეტს...

ელექტრო სიგარეტების მწარმოებლებს ახალი რეგულაციების დაცვა მოუწევთ

ელექტრო სიგარეტების მწარმოებლებს   ახალი რეგულაციების დაცვა მოუწევთ
access_time2020-02-22 17:00:16
 მშვიდობით, არომატიზირატორებო ტკბილი ბამბის, ხილის ნარევების და კრემ-ბრიულეს გემოთი. ახლო მომავალში, ყველა ეს არომატი, რომელიც ახალისებს ელექტრო სიგარეტების - ვეიპების -  მოხმარებას შტატებში, გავა მოდიდან, ხოლო მწარმოებელ-კომპანიებს  ახალი რეგულაციების დაცვა მოუწევთ.აშშ-ის კვების პროდუქტების და წამლების ხარისხის სანიტარული ზედამხედველობის სამსახურის ბრძანებით, ვეიპების სითხეს უნდა ჰქონდეს  კლასიკური თამბაქოს და მენთოლის გემო, სხვა  ყველაფერი დანარჩენი...

„ხან ერთი ტრანსფორმატორი ფეთქდება, ხან - მეორე“ - მაინინგის გამო ჩაბნელებული სვანეთი

„ხან ერთი ტრანსფორმატორი ფეთქდება, ხან - მეორე“ - მაინინგის გამო ჩაბნელებული სვანეთი
access_time2020-02-22 16:00:15
სვანეთში კრიპტოვალუტის მაინინგის გამო მოსახლეობას ელექტროენერგია შეზღუდვით მიეწოდება. ადგილობრივები პრობლემის მოგვარებას ითხოვენ, თუმცა გამრიცხველიანების წინააღმდეგნი არიან. „ენერგო-პრო ჯორჯიამ“ აღმოაჩინა, რომ შარშან სვანეთში ელექტროენერგიის მოხმარებამ მოულოდნელად მკვეთრად იმატა. კომპანიის ანალიზით, გასული წლის დეკემბერში მესტიის რაიონმა იმდენივე ელექტროენერგია მოიხმარა, რამდენიც ერთად აღებულმა 19 რაიონმა. კომპანიაში განაცხადეს, რომ დენის მოხმარების...

„სქაი ბარი“ პეკინის 3 - სახიფათო ზონა ტურისტებისთვის

„სქაი ბარი“ პეკინის 3 - სახიფათო ზონა ტურისტებისთვის
access_time2020-02-22 14:10:33
ეთნო რალის დამფუძნებელი ალექსანდრე გიორგაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ პეკინის 3 ნომერში განთავსებულ ბარ “სქაიში” მასთან სტუმრად მყოფ ტურისტებს 2 ლუდში 3100 ლარი გადაახდევინეს. „კიდევ ერთი თაღლითური შემთხვევა. 2 ლუდში გადაახდევინეს 3100 ლარი. ამჯერად ჩემს სტუმრებს შეემთხვათ. მესამედ არიან უკვე ჩემთან. ვმეგობრობთ, სიგიჟემდე უყვართ საქართველო. სქემა მარტივი. შევიდნენ ლუდისთვის, მიუჯდა 2 გოგო, სთხოვეს დალევა. ამათ უარი უთხრეს. ცოტა ხანში მოდის შამპანური. ეს გოგონები 5 წუთში...


მსგავსი სიახლეები

up