გიორგი ქობულია: „უნდა შეიქმნას ცენტრალიზებული გაყიდვის სამსახურები, რომლებიც კლასტერში გაერთიანებული კომპანიების პროდუქტს გაიტანენ საექსპორტო ბაზრებზე

გიორგი ქობულია: „უნდა შეიქმნას ცენტრალიზებული გაყიდვის სამსახურები, რომლებიც კლასტერში გაერთიანებული კომპანიების პროდუქტს გაიტანენ საექსპორტო ბაზრებზე

access_time2018-11-19 18:05:24

„ჩვენ რომ ავეჯის წარმოების  ინდუსტრია  განვავითაროთ, უნდა გავაძლიეროთ ექსპორტი. ამისთვის გვჭირდება შევქმნათ სპეციფიკური ინსტრუმენტები, რომ მწარმოებლები საქართველოდან დავაკავშიროთ ისეთ საექსპორტო ბაზრებთან, როგორიც არის ჩინეთი, ევროპა და ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნები - ამის შესახებ გიორგი ქობულიამ ავეჯის მწარმოებლებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომელიც  „ხელოსნების ქალაქში საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებით  გაიმართა. ეკონომიკის მინისტრმა ავეჯის მწარმოებელთა კლასტერში, სადაც 200-მდე კომპანიაა გაერთიანებული,  რამდენიმე საწარმოც დაათვალიერა.

 

„საექსპორტო ბაზრებზე წვდომა არის მნიშვნელოვანი საკითხი. იმისთვის, რომ ეს გავაკეთოთ, ძალიან კარგია კლასტერული მიდგომა. ჩვენ უნდა შევქმნათ რაღაც ცენტრალიზებული გაყიდვის სამსახურები, რომლებიც კლასტერში გაერთიანებულ კომპანიებს შეკრებენ და მათ საქონელს გაიტანენ საექსპორტო ბაზრებზე - განაცხადა მინისტრმა.

 


სავაჭრო-სამრეწველო პალატის ხელმძღვანელის, ნინო ჩიქოვანის თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია სექტორში არსებული გამოწვევებისა და პრობლემების განხილვა საჯარო-კერძო დიალოგის პლატფორმის ფარგლებში, რომელიც პალატის ძირითადი ფუნქციაა. „ჩვენ ვართ მედიატორი სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის და მოხარული ვარ, რომ ამ პლატფორმის ფარგლებში იმართება ავეჯის მწარმოებელთა შეხვედრა მინისტრთან, სადაც ყველას ეძლევა საშუალება, ღია კითხვა-პასუხის რეჟიმში დააფიქსიროს თავისი მოსაზრება და კითხვები დაუსვან მინისტრს - აღნიშნა ნინო ჩიქოვანმა.





საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 9%-მდე გაზარდა და ამით სესხები გააძვირა

საქართველოს ეროვნულმა  ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 9%-მდე გაზარდა და ამით სესხები გააძვირა
access_time2019-12-11 12:16:35
საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2019 წლის 11 დეკემბრის სხდომაზე რეფინანსირების განაკვეთის 0.5 პროცენტული პუნქტით, 9.0 პროცენტამდე, გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო. ნოემბერში წლიურმა ინფლაციამ 7.0 პროცენტი შეადგინა. ერთჯერად ფაქტორებთან ერთად, ინფლაციაზე მნიშვნელოვან გავლენას ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსის...

თბილისის მერია 300 მიკროავტობუსს შეიძენს

თბილისის მერია 300 მიკროავტობუსს შეიძენს
access_time2019-12-11 11:56:16
„მერია და მიკროავტობუსების კომპანია ერთობლივად ვიწყებთ მიკროავტობუსების ჩანაცვლებას. მიუხედავად იმისა, რომ კომპანიის ფინანსური მდგომარეობა მძიმეა, ჩვენი კონცეფცია, რომელიც უკვე შეთანხმებულია, არ ითვალისწინებს ტარიფის ზრდას“, - ამის შესახებ თბილისის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. ხმალაძის თქმით, უახლოეს დღეებში გამოცხადდება...

„ფარმაცევტულ ბაზარზე ფასების გამჭვირვალობა სპეკულაციურ განცხადებებს შეაჩერებს“

„ფარმაცევტულ ბაზარზე ფასების გამჭვირვალობა  სპეკულაციურ განცხადებებს შეაჩერებს“
access_time2019-12-11 11:30:10
„ფარმაცევტულ ბაზარზე ფასების გამჭვირვალობა შეაჩერებს იმ სპეკულაციურ განცხადებებს, რომელიც მოსახლეობასა და ექსპერტებს აქვთ. სწორედ ამიტომ, ჩვენი ასოციაცია სრულ მხარდაჭერას უცხადებს ფარმაცევტული ბაზრის კვლევის დაანონსებას“-ამის შესახებ „კომერსანტს“ „ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენელთა ასოციაციის“ აღმასრულებელმა  დირექტორმა  ირაკლი მარგველაშვილმა  მას შემდეგ ესაუბრა,...

„ჩვენ გვგონია, რომ ღარიბები ვართ ამ დროს ძალიან მდიდრები ვართ“ - გიორგი ვაშაძე პრივატიზაციის პროექტზე

„ჩვენ გვგონია, რომ ღარიბები ვართ ამ დროს ძალიან მდიდრები ვართ“ - გიორგი ვაშაძე პრივატიზაციის პროექტზე
access_time2019-12-10 20:30:01
„მე ამის არა მხოლოდ მომხრე ვარ, არამედ შინაარსობრივადაც მზად ვარ, მონაწილეობა მივიღო ამ გეგმის საბოლოოდ დამუშავებაში, რომ ჩვენ დაძინებული 150 მილიარდი ამერიკული დოლარი, რომელიც აქ გვიდევს და გაყინულია, გავაღვიძოთ“-ამის შესახებ ახალი საქართველოს თავჯდომარემ და სტრატეგია აღმაშენებლის ავტორმა, გიორგი ვაშაძემ, ვახტანგ მეგრელიშვილის საავტორო გადაცემა თავისუფალ ბაზარში, პრივატიზაციის პროექტზე...

1 იანვრიდან მუშაობას დასაქმების სააგენტო იწყებს - გაამართლებს თუ არა სახელმწიფოს მესამე მცდელობა

1 იანვრიდან მუშაობას დასაქმების სააგენტო იწყებს - გაამართლებს თუ არა სახელმწიფოს მესამე მცდელობა
access_time2019-12-11 10:00:23
2020 წლის 1 იანვრიდან შრომის ბაზარზე არსებული გამოწვევის საპასუხოდ დასაქმების სააგენტო ამოქმედდება. რამდენი იქნება სააგენტოს ბიუჯეტი, რამდენი ადამიანი დასაქმდება სააგენტოში,რა მიმართულებაზე გააკეთებს აქცენტს სააგენტო და საზოგადოების რომელი ჯგუფი იქნება პრიორიტეტი სააგენტოსთვის? საკითხზე „კომერსანტთან“ ოკუპირებული ტერიტორიებიდან...


მსგავსი სიახლეები

up