გიორგი ქობულია: სახელმწიფო კომპანიები მიკერძოებული გარიგებების და ნეპოტიზმის ბუდეს წარმოადგენენ

გიორგი ქობულია: სახელმწიფო კომპანიები მიკერძოებული გარიგებების და ნეპოტიზმის ბუდეს წარმოადგენენ

access_time2019-05-15 14:40:33

ეკონომიკის ყოფილი მინისტრი გიორგი ქობულია მთავრობას ეკონომიკის ზრდის ხელშეწყობის მიზნით, კონკრეტული მიმართულებებით მუშაობისკენ მოუწოდებს.


ამის შესახებ მან პარლამენტში დეპუტატების წინაშე სიტყვით გამოსვლისას ვრცლად ისაუბრა.


„თუ ჩვენ გვინდა, საექსპორტოდ გამიზნული ინვესტიციების მოზიდვა, უნდა უზრუნველვყოთ ის ინფრასტრუქტურა, რომელიც საშუალებას მისცემს ექსპორტიორებს დაბალ ფასში სწრაფად და იმედიანად გაიტანონ აქედან საქონელი“, - განაცხადა ყოფილმა მინისტრმა.


ქობულია თვლის, რომ მთავრობამ მეტი ყურადღება უნდა გაამახვილოს ინვესტორებისა და ბიზნესის ხელშეწყობაზე.


„პირველი, ეს არის სამუშაო ძალის კვალიფიკაციის ამაღლება და ტექნიკური განათლება. ჩვენი მუშახელის კვალიფიკაცია არის ძირითადი დამაბრკოლებელი ფაქტორი იმისთვის, რომ ახალი ინვესტორები შემოვიდნენ; შემდგომი, რაც მთავრობამ უნდა გააკეთოს, ეს არის საექსპორტო სატრანზიტო სატვირთო გადაზიდვების ეფექტური ინფრასტრუქტურის შექმნა. აქ ლაპარაკია იმაზე, რომ თუ ჩვენ გვინდა საექსპორტოდ გამიზნული ინვესტიციების მოზიდვა, უნდა უზრუნველვყოთ ის ინფრასტრუქტურა, რომელიც საშუალებას მისცემს ექსპორტიორებს დაბალ ფასში სწრაფად და იმედიანად გაიტანონ აქედან საქონელი. ჩვენ ვერ მოვიზიდავთ მსხვილ ინვესტიციებს მხოლოდ შიდა ბაზარზე ორიენტაციით.


ჩვენი შიდა ბაზარი არის მცირე და ღარიბი, იმიტომაც არის რომ, ვერ ვნახულობთ, რა ინვესტიციები შემოდის, არცერთი კომპანია არ არის მნიშვნელოვანი ინვესტიციის განმახორციელებელი.


განსაკუთრებული ყურადღება მინდა გავამახვილო ინვესტორებისა და ბიზნესის ხელშეწყობაზე. აუცილებელია, გააზრებული, სწრაფი გადაწყვეტილებების მიღება ნებართვების, ლიცენზიების, უძრავი ოქნების განკარგვის და სხვა საკითხების მიმართულებით; შემდგომი არის ბიზნესის ფინანსებზე წვდომის ინსტრუმენტების განვითარება. აქ არ არის საუბარი იმაზე, რომ ბიუჯეტის ფული ჩავადოთ ეკონომიკაში, აქ კაპიტალური ბაზრის კანონმდებლობის შექმნაზე, მოძრავი გირაო და გრძელვადიანი სესხების შექმნაზეა ლაპარაკი, რომელიც სოფლის მეურნეობას წაადგება.


ასევე, აუცილებელია მოსახლეობასთან აქტიური კომუნიკაცია, რომ მივიტანოთ მათთან მნიშვნელოვანი პროექტების და რეფორმების შესახებ სრული ინფორმაცია, იმისთვის, რომ მივიღოთ მათი მხარდაჭერა.


საჭიროა, სტრატეგიული სექტორების წახალისება სახელმწიფო შესყიდვებში პრეფერენციებით და სხვა შეღავათებით.


მნიშვნელოვანია, მსხვილი უცხოური კომპანიების შემოყვანა და მიზანმიმართული სტრატეგიის ქონა. ჩემი აზრით, მსხვილი უცხოური კომპანიების გარეშე საქართველო ვერ შეძლებს საერთაშორისო ეკონომიკაში სწრაფად ინტეგრირებას. ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ის სექტორები, სადაც გვაქვს საინვესტიციო მიმზიდველობა, რათა მოვიზიდოთ მოწინავე კომპანიები, რომლებიც შექმნიან პოზიტიურ იმიჯს, დაგვეხმარებიან, მოგვცემენ წვდომას ბაზრებზე და შედეგად მოგვეცმენ საშუალებას, საერთაშორისო ეკონომიკაში ინტეგრირებისას - ეს არის გენერაციის ობიექტების მშენებლობა, სახელმწიფო ინფრასტრუქტურა და ეს არის წიაღის სექტორი.


თუ ჩვენ გვგონია, რომ საქართველოში შეგვიძლია შემოვიყვანოთ მსხვილი კომპანიები სხვა სექტორებიდან, ეს ძალიან რთულია, იმიტომ რომ მიზეზი რატომაც უნდა შემოვიდნენ არ არის, შიდა ბაზარი მცირეა და ექსპორტზე ვერ გაიტანენ, ამიტომ უნდა დავიწყოთ იქიდან, საიდანაც რამეს შეთავაზება შეგვიძლია;


და ბოლო არის სახელმწიფო ქონების სწრაფი პრივატიზაცია და სახელმწიფო კომპანიების ეფექტიანობის ზრდა.


სახელმწიფო ქონების პრივატიზაციის ძირითადი მიზანი არის არა მხოლოდ ბიუჯეტში თანხების მოზიდვა, არამედ ამ ქონების ეკონომიკურ საქმიანობაში ჩართვა. ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირიდან შემოგვრჩა დიდი ქონება, რომელიც არ მონაწილეობს ეკონომიკაში. უნდა გადავცეთ ეს ქონება ბიზნესს, რომ  რაღაც დროულად შექმნან.



სახელმწიფო კომპანიები, რამდენადაც ცუდად არ უნდა ჟღერდეს, არავისთვის არ არის გასაკვირი, რომ ისინი დღესაც ჩვენი ეკონომიკის დიდ ნაწილს წარმოადგენენ და სამწუხაროდ, წარმოადგენენ არაეფექტურობის, მიკერძოებული გარიგებების და ნეპოტიზმის ბუდეს. კორპორატიზაციის და პრივატიზაციის გარეშე ჩვენ ამ პრობლემას ვერ გადავწყვეტთ“, - განაცხადა ქობულიამ პარლამენტში.



BMG





„საკმაოდ პესიმისტური პროგნოზი გვაქვს, ალბათ, რესტორნების დიდი ნაწილი ასეთ რეგულაციებს ვერ გაუძლებს“

 „საკმაოდ პესიმისტური პროგნოზი გვაქვს, ალბათ, რესტორნების დიდი ნაწილი ასეთ რეგულაციებს ვერ გაუძლებს“
access_time2020-05-24 19:00:27
„საკმაოდ პესიმისტური პროგნოზი გვაქვს. ალბათ, რესტორნების დიდი ნაწილი ასეთ რეგულაციებს ვერ გაუძლებს“,- ამის შესახებ საქართველოს რესტორატორთა ასოციაციის პრეზიდენტმა კოტე გაბრიჩიძემ „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა. აღნიშულით ის covid19-თან დაკავშირებით მიღებულ...

საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილების შეზღუდვა 15 ივლისამდე გაგრძელდება

საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილების შეზღუდვა 15 ივლისამდე გაგრძელდება
access_time2020-05-24 10:00:55
საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილების შეზღუდვა 15 ივლისამდე გაგრძელდება. შესაბამისი გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობის N322 დადგენილებაშია ასახული.  ჩერდება: სარკინიგზო ტრანსპორტით მგზავრთა გადაყვანა, გარდა სამომსახურეო სარკინიგზო მიმოსვლისა, რომლის ფარგლებში სატვირთო გადაზიდვების შეუფერხებლად წარმოების მიზნით ხდება სს „საქართველოს რკინიგზის“ მიერ შემუშავებული გრაფიკით თანამშრომლების გადაადგილება/გადაყვანა საცხოვრებელი...

ქართულ ეთერზეთს უკვე ევროპაშიც ყიდიან

ქართულ ეთერზეთს უკვე ევროპაშიც ყიდიან
access_time2020-05-24 18:00:45
წლების განმავლობაში საქართველოში მრეწველობის ისეთი მნიშვნელოვანი დარგიც განადგურდა, როგორიც ეთერზეთების წარმოებაა, არადა, ევროპის ბაზარზე ამ პროდუქციაზე დიდი მოთხოვნაა. მას იყენებენ პარფიუმერიაში, მედიცინაში, კულინარიასა თუ ქიმიურ მრეწველობაში. თავის დროზე საბჭოთა კავშირი რამდენიმე სახეობის ეთერზეთს სწორედ საქართველოდან გზავნიდა....

ფრანგები თვეში საშუალოდ 5.9 მლრდ ევროს ზოგავდნენ, მარტში ეს მაჩვენებელი 19,6 მლრდ. ევრომდე გაიზარდა - პანდემიის შემდეგ ფრანგები ცხოვრების წესს ცვლიან

ფრანგები თვეში საშუალოდ 5.9 მლრდ ევროს ზოგავდნენ, მარტში ეს მაჩვენებელი 19,6 მლრდ. ევრომდე გაიზარდა - პანდემიის შემდეგ ფრანგები ცხოვრების წესს ცვლიან
access_time2020-05-24 20:00:33
  გასულ კვირას საფრანგეთში იზოლაციის რეჟიმიდან გასვლა დაიწყო - მოქალაქეებს მოხმარების და გადაადგილების გაცილებით მეტი შესაძლებლობები გაუჩნდა.   თუმცა, კვლევების თანახმად, ფრანგები სამომხმარებლო ქცევის შეცვლას და მეტ ფულის დაზოგვას გეგმავენ. პრიორიტეტების იცვლება - ზოგი მეტად ადგილობრივი საქონლის შეძენას, ზოგი ჰიპერმარკეტებში ვაჭრობაზე უარის თქმას, ზოგი ონლაინ-ყიდვების გააქტიურებას, ზოგი - ჯანმრთელობაზე დანახარჯების ზრდას აპირებს.   ეს...

The Telegraph: ზამთარში ევროპას კორონავირუსის უფრო მძიმე ტალღა ელის

The Telegraph: ზამთარში ევროპას კორონავირუსის უფრო მძიმე ტალღა ელის
access_time2020-05-24 16:00:00
  ევროპა კორონავირუსის მეორე, უფრო მძიმე და მომაკვდინებელი ტალღისთვის უნდა მოემზადოს, რადგანაც, პანდემია ჯერ არ დასრულებულა - განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორმა ევროპაში ჰანს კლიუგემ.   მან გააფრთხილა ევროპის ქვეყნები, რომლებიც შეზღუდვებს ხსნიან - „დღეს არა ზეიმის, არამედ მომზადების დროა“.   მისი თქმით კორონავირუსით დაავდების შემთხვევების რაოდენობა ევროპის ქვეყნებში აშკარად შემცირდა, თუმცა, ეს პანდემიის დასრულებას...


მსგავსი სიახლეები

up