გიორგი ქობულია: „სავალუტო ფონდმა პოზიტიურად შეაფასა  ჩვენს მიერ გატარებული რეფორმები

გიორგი ქობულია: „სავალუტო ფონდმა პოზიტიურად შეაფასა ჩვენს მიერ გატარებული რეფორმები"

access_time2019-02-26 11:58:02

„სავალუტო ფონდმა პოზიტიურად შეაფასა ჩვენი ეკონომიკური განვითარება, დადებითი შეფასება მიეცა როგორც მონეტარულ, ისე ფისკალურ პოლიტიკას", - განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიასთან შეხვედრის შემდეგ. ფონდის მისია მერსედეს ვერა-მარტინის ხელმძღვანელობთ საქართველოში ერთკვირიანი ვიზიტით იმყოფებოდა.



საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიამ შემაჯამებელი შეხვედრა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართა - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ გიორგი ქობულიასთან, ფინანსთა მინისტრ ივანე მაჭავარიანთან და ეროვნული ბანკის პრეზიდენტ კობა გვენეტაძესთან შეხვედრისას მისიამ საქართველოში ვიზიტის შედეგები შეაჯამა. ვიზიტისას სავალუტო ფონდის წარმომადგენლები საქართველოს ეკონომიკურ ტენდენციებს გაეცნენ. ამასთან, მისია გაეცნო საქართველოში უკვე მიმდინარე და დაგეგმილ რეფორმებს.



გიორგი ქობულიას ინფორმაციით, შეხვედრისას ხაზი გაესვა საქართველოდან ექსპორტის განვითარების პოზიტიურ დინამიკას, განსაკუთრებით ტურიზმის სფეროში. „სავალუტო ფონდი ასევე პოზიტიურ შეფასებას აძლევს ჩვენს მიერ გატარებულ რეფორმებს, კერძოდ, საპენსიო რეფორმას. ამასთან, აღინიშნა სხვა რეფორმებიც - ყურადღება გამახვილდა კაპიტალის ბაზრის განვითარებისა და გადახდისუუნარობის რეფორმების გატარებაზე", - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.








არაკომპეტენტური ჯანდაცვის მინისტრი და ცირკად ქცეული გადაწყვეტილება-ლევან კობერიძე ეკატერინე ტიკარაძის პარლამენტში არ გამოცხადებას აფასებს

არაკომპეტენტური ჯანდაცვის მინისტრი და ცირკად ქცეული გადაწყვეტილება-ლევან კობერიძე ეკატერინე ტიკარაძის პარლამენტში არ გამოცხადებას  აფასებს
access_time2020-06-03 18:25:54
მესამე უარი პარლამენტს ჯანდაცვის მინისტრ  ეკატერინე ტიკარაძისგან. მინისტრის არაკვალიფიციურობა თუ კითხვებზე თავის განზრახ არიდება. ეკატერინე ტიკარაძის  გადაწყვეტილებას დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან კობერიძე არაპროფესიონალურ ნაბიჯად და კანონის დარღვევად  აფასებს.   კობერიძე მიიჩნევს, რომ მინისტრის პარლამენტში არ მისვლა, კომიტეტის შეურაცხყოფაა და მისი თქმით, მსგავსი ფაქტები  ცირკში ხდება.   „უკვე მესამედ დაარღვია კანონი...

3 ივნისი - ქართული ლარი 3 თეთრით გამყარდა, თურქული ლირა გაუფასურდა

3 ივნისი - ქართული ლარი 3 თეთრით გამყარდა, თურქული ლირა გაუფასურდა
access_time2020-06-03 19:15:45
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა, მარტის თვეში, ლარი რეკორდულად 22%-ით გაუფასურდა. წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში - 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 16%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. თუმცა, ბოლო კვირის განმავლობაში ლარის კურსი გამყარების ტენდენციით ხასიათდება.   ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული 3 ივნისის ვაჭრობის...

დღის Top-10 საინტერესო ამბავი

დღის Top-10 საინტერესო ამბავი
access_time2020-06-03 21:30:39
დღის Top-10 საინტერესო ამბავი 1.რამ განაპირობა პირველ კვარტალში სადაზღვევო ბაზრის მოგების გაორმაგება? 2020 წლის 3 თვის განმავლობაში საქართველოს სადაზღვევო სექტორის მიერ მოზიდულმა სადაზღვევო პრემიამ პირდაპირი დაზღვევის საქმიანობიდან 211,1 მილიონი...

„ვისოლი“ სოციალურად დაუცველი მარტოხელა მოხუცების და შშმ პირების დახმარებას სვანეთში განაგრძობს

„ვისოლი“ სოციალურად დაუცველი მარტოხელა მოხუცების და შშმ პირების დახმარებას სვანეთში განაგრძობს
access_time2020-06-03 14:55:09
„ვისოლი“ ზემო სვანეთის ადგილობრივი განვითარების ჯგუფის საქველმოქმედო ინიციატივას შეუერთდა და COVID-19-ის გავლენით დაზარალებული შშმ პირებისა და მარტოხელა ხანდაზმული ადამიანებისთვის  პირველადი  მოხმარების პროდუქტების და სურსათის მისაწოდებლად საწვავი გამოყო. ზემო სვანეთის ადგილობრივი განვითარების ჯგუფი წარმოადგენს სამოქალაქო ორგანიზაციას, სადაც გაწევრიანებულია სრულიად...

2-3 თვე რესტორნები წაგებაზე იმუშავებენ -„ქარხანა დეველოპმენტი“

 2-3 თვე რესტორნები წაგებაზე იმუშავებენ -„ქარხანა დეველოპმენტი“
access_time2020-06-03 17:15:26
საქართველოში კაფე-რესტორნები გაიხსნა. ერთ კვირაში კი დახურული ტიპის სივრცეების გახსნაა დაგეგმილი. „არ ველოდით ამ რაოდენობის სტუმრებს, თუმცა შევძელით,რომ ყველას უსაფრთხოება დაგვეცვა“ - განაცხადა  „კომერსანტის დილაში“ „ქარხანა დეველოპმენტის“ (ღვინის ქარხანა N1) გენერალურმა  დირექტორმა მერაბ ჭიქაძემ. „ძალიან დიდი გამოწვევის წინაშე ვართ. პირველ...


მსგავსი სიახლეები

up