გიორგი ქობულია - „საქართველო გამოირჩევა ბიზნესის კეთების სიმარტივით, რაც კიდევ უფრო უნდა გავაუმჯობესოთ

გიორგი ქობულია - „საქართველო გამოირჩევა ბიზნესის კეთების სიმარტივით, რაც კიდევ უფრო უნდა გავაუმჯობესოთ"

access_time2018-12-12 15:31:25

„საქართველო მსოფლიო მასშტაბით ბიზნესის კეთების სიმარტივით გამოირჩევა, რაც არა მხოლოდ უნდა შევინარჩუნოთ, არამედ გავაუმჯობესოთ," - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ ჟურნალისტებთან საუბრისას საქართველოს ბიზნესასოციაციის წევრებთან შეხვედრის შემდეგ.


შეხვედრას საქართველოს ბიზნესასოციაციის 50-ზე მეტი მსხვილი კომპანიის ხელმძღვანელი პირი დაესწრო. შესავალ სიტყვაში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა საქართველოს ეკონომიკური პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების, მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმებისა და სამომავლო გეგმების შესახებ ისაუბრა. მან ყურადღება გაამახვილა ისეთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებზე, როგორიცაა სასამართლო სისტემის, კაპიტალის ბაზრის განვითარების, გადახდისუუნარობის რეფორმები და სხვ.


გიორგი ქობულიას განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება დიდ ყურადღებას აქცევს ქვეყნის ბიზნესგარემოს გაუმჯობესებას და სამომავლოდ ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას აპირებს. „დღეს ძირითად გამოწვევებს წარმოადგენს საქართველოს კონკურენტუნარიანობის განმსაზღვრელი ორი ძირითადი ფაქტორი, როგორიცაა მუშახელის კვალიფიკაცია და ლოგისტიკური უპირატესობა. თუ ჩვენ არ გავზრდით მუშახელის კვალიფიკაციას, გაგვიჭირდება ინვესტიციებისა და ბიზნესის აქტივობის ზრდის ტემპების დაჩქარება" - აღნიშნა მინისტრმა. მისივე თქმით, მთავრობა ასევე პრიორიტეტულად მიიჩნევს ქვეყნის სატრანსპორტო და ლოგისტიკური სისტემების განვითარებას, რომელიც ხელს შეუწყობს ქვეყანას, შეიძინოს ახალი ეკონომიკური ფუნქციები.



ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ბიზნესასოციაციის წევრებს მადლობა გადაუხადა თანამშრომლობისთვის და სურვილი გამოთქვა, რომ ეს კომუნიკაცია კიდევ უფრო მეტი ინტენსივობით გაგრძელდეს.


გიორგი ქობულიას მისალმების შემდეგ, შეხვედრაზე დისკუსია გაიმართა.


შეხვედრას ბიზნესასოციაციაში ასევე დაესწრნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები ეკატერინე მიქაბაძე, ლაშა მიქავა და აკაკი საღირაშვილი, აგრეთვე ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე და სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი ნინო ჩიქოვანი.








m²-მა 1 000 სოციალურად დაუცველ ოჯახს საკვები პროდუქტები გადასცა

m²-მა 1 000 სოციალურად დაუცველ ოჯახს საკვები პროდუქტები გადასცა
access_time2020-04-03 17:30:50
m²-მა 1 000 სოციალურად დაუცველ ოჯახს საკვები პროდუქტები გადასცა. m²...

3 აპრილი - ქართული ლარი და სომხური დრამი გამყარდა, თურქული ლირა კი გაუფასურდა

3 აპრილი - ქართული ლარი და სომხური დრამი გამყარდა, თურქული ლირა კი გაუფასურდა
access_time2020-04-03 19:30:08
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა, მარტის დასაწყისიდან ლარის მნიშვნელოვანი გაუფასურება დაიწყო და წლის დასაწყისთან შედარებით, დაახლოებით 22%-ით გაუფასურდა. Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაშიც ბოლო პერიოდის განმავლობაში ლარი ძირითადად მკვეთრად უფასურდებოდა, რეგიონის ვალუტის კურსები კი ან მცირედით და ეტაპობრივად უფასურდება, ან...

„აგარის შაქარი“ მუშაობას 1 ივნისიდან განაახლებს

„აგარის შაქარი“ მუშაობას  1 ივნისიდან განაახლებს
access_time2020-04-03 17:30:24
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მთავრობასთან მოლაპარაკებით და მხარდაჭერით „აგარის შაქრის ქარხანა“ კონსერვაციის რეჟიმიდან გადადის სარემონტო სამუშაოებზე და იწყებს მზადებას სრული დატვირატვით ასამუშავებლად“-ამის შესახებ „კომერსანტთან“ ქარხნის ხელმძღვანელმა ალხან ალიზადემ განაცხადა. მისი ინფორმაციით, ქარხანა სრულად ფუნქციონირებას 1 ივნისიდან...

„კლინიკები მას შემდეგ ჩაერთვებიან კორონავირუსთან ბრძოლაში, როდესაც ინფიცირებულთა რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზრდება“

„კლინიკები მას შემდეგ ჩაერთვებიან კორონავირუსთან ბრძოლაში, როდესაც ინფიცირებულთა რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზრდება“
access_time2020-04-03 16:25:10
ქვეყანაში სიტუაცია ყოველდღიურად მძიმდება, კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევები  საგრძნობლად იზრდება. სწორედ ამიტომ, ჯანდაცვის სამინისტრომ პრემიერისგან მიიღო დავალება, რომ უახლოესი 2 დღის განმავლობაში ჰოსპიტალური სექტორის ძირითადი კლინიკების სრული მზაობა შემოწმდეს. კორონავირუსის მასობრივ გავრცელებასთან საბრძოლველად ემზადება სახელმწიფო და ემზადება ჰოსპიტალური...

დღის Top-10 საინტერესო ამბავი

დღის Top-10 საინტერესო ამბავი
access_time2020-04-03 21:30:24
დღის Top-10 საინტერესო ამბავი 1.„ნორმალურ მთავრობას რაღაც დონის კრიზისული გეგმა ამ დრომდე უნდა მიეღო“ კორონავირუსის პირველი შემთხვევის დადასტურებიდან ერთი თვეზე მეტი გავიდა, მოსახლეობა ამ დრომდე ელოდება დოკუმენტს, თუ როგორ აპირებს ქვეყანაში შექმნილი ეკონომიკური შოკის შემსუბუქებას საქართველოს მთავრობა. მიუხედავად იმისა,...


მსგავსი სიახლეები

up