გიორგი ქობულია: საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმი  განსაკუთრებით მცირე და საშუალო ბიზნესის დასახმარებლად შემოგვაქვს, რათა მათ ფინანსებზე წვდომა ჰქონდეთ

გიორგი ქობულია: საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმი განსაკუთრებით მცირე და საშუალო ბიზნესის დასახმარებლად შემოგვაქვს, რათა მათ ფინანსებზე წვდომა ჰქონდეთ

access_time2019-04-01 12:05:58


საკრედიტო-საგარანტიო სქემის სახელმწიფო პროგრამასთან დაკავშირებით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინიციატივით, საინფორმაციო შეხვედრები დაიწყო, რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო ბიზნესით დაინტერესებული ადამიანების ინფორმირებას პროგრამის ფარგლებში სესხის აღების პირობების, პროცედურებისა და ეტაპების შესახებ.


პირველი საინფორმაციო შეხვედრა დღეს მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაციის, საქართველოს სავაჭრო - სამრეწველო პალატის, ადგილობრივი თვითმმართველობისა და „აწარმოე საქართველოში" სახელმწიფო პროგრამის ბენეფიციარი კომპანიების წარმომადგენლებთან გაიმართა, რომელსაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, გიორგი ქობულია უძღვებოდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ეკატერინე მიქაბაძე, საქართველოს სავაჭრო - სამრეწველო პალატის პრეზიდენტი ნინო ჩიქოვანი, მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაციის პრეზიდენტი მიხეილ ჭელიძე, ეკონომიკის სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" ხელმძღვანელი მიხეილ ხიდურელი და სხვა ოფიციალური პირები.


„დღეიდან ვიწყებთ სემინარებისა და ვორქშოპების სერიას, რომლითაც გვსურს, ბიზნესით დაინტერესებულ პირებს განვუმარტოთ საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმის პრინციპები. ეს არის ერთ-ერთი ინსტრუმენტი, რომელიც ჩვენ შემოგვაქვს განსაკუთრებით მცირე და საშუალო ბიზნესს დასახმარებლად, რომ მათ ჰქონდეთ წვდომა ფინანსებზე, რაც დღეს ერთ-ერთი ძირითადი გამოწვევაა. პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო დაუდგება თავდებში იმ ბიზნესს, ვისაც არ აქვს საკმარისი უზრუნველყოფა, რომ აიღოს სესხი. წელს პროგრამისთვის 20 მილიონი ლარია ბიუჯეტში გათვალისწინებული, რომელიც, იმედი გვაქვს, მოგვცემს საშუალებას, რომ ბანკებმა დამატებით გასცენ დაახლოებით 250 მილიონამდე სესხი მცირე და საშუალო ბიზნესისთვის" - განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ გიორგი ქობულიამ მედიის წარმომადგენლებთან.


საკრედიტო საგარანტიო სქემის სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოში" სააგენტოს ქვეშ ამოქმედდება, რომელიც განახორციელებს სქემის ოპერირებას და მონიტორინგს. სქემა დაფუძნებული იქნება პორტფელის გარანტიებზე და სესხის შეფასება გახორციელდება ბანკის მიერ.



პროგრამის − საკრედიტო საგარანტიო სქემის მიზანია ფინანსებზე წვდომის გაუმჯობესება იმ მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის, რომელთაც არ აქვთ შესაძლებლობა, დააკმაყოფილონ სესხის უზრუნველყოფაზე არსებული მოთხოვნები (სრულად ან ნაწილობრივ), ეკონომიკის დაკრედიტების ხელშეწყობა და ინკლუზიური ეკონომიკური ზრდის უზრუნველყოფა. საკრედიტო საგარანტიო სქემის ფარგლებში ანაზღაურდება ინდივიდუალური სესხის ძირი თანხის 70%-მდე, სქემის ფარგლებში გაცემული სესხების მთლიანი პორტფელის 15%-ის ლიმიტის ფარგლებში.


სქემის ფარგლებში საკრედიტო გარანტიები გაიცემა მხოლოდ ლარის სესხებზე და გარანტიის მაქსიმალური ვადიანობა შეადგენს 10 წელს. სესხის მინიმალური მოცულობა შეადგენს 50 000 ლარს, ხოლო მაქსიმალური 2 000 000 ლარს.


საკრედიტო-საგარანტიო სქემის ბენეფიციარი შეიძლება იყოს ყველა ის მეწარმე-სუბიექტი, რომლის საშუალო ბრუნვა ბოლო 3 წლის განმავლობაში არ აღემატება 20 000 000 (ოც მილიონ) ლარს, ხოლო სასესხო ვალდებულებები 8 000 000 (რვა მილიონ) ლარს.


საკრედიტო-საგარანტიო სქემა მთელ მსოფლიოში მიჩნეულია ერთ-ერთ ყველაზე ეფექტიან ინსტრუმენტად მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გასაუმჯობესებლად.


საქართველოს საკრედიტო საგარანტიო სქემა სრულ შესაბამისობაშია საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკასთან, თანხვედრაშია ევროპული ქვეყნების გამოცდილებასთან და ემყარება საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ინსტიტუტების (OECD, EIB) მიერ შემუშავებულ პრინციპებსა და რეკომენდაციებს. სქემის დიზაინის შემუშავების პროცესში ჩართულნი იყვნენ საერთაშორისო ექსპერტები.


სქემის გამჭვირვალობის, ნდობის და მმართველობის ხარისხის გასაძლიერებლად შეიქმნება საკონსულტაციო საბჭო, რომელიც უზრუნველყოფს საკრედიტო საგარანტიო სქემის ზედამხედველობას და შედეგების მონიტორინგს.





რატომ გაიზარდა ოფშორული ინვესტიციები

რატომ გაიზარდა ოფშორული ინვესტიციები
access_time2019-12-16 14:00:20
მესამე კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემოდინება წინა წელთან შედარებით, თითქმის 14%-ით გაიზიარდა. კერძოდ, სტატისტიკის სამსახურის წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ, 2019 წლის III კვარტალში 417.3 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2018 წლის III კვარტალის დაზუსტებულ მონაცემებზე 13.7 პროცენტით მეტია. ამავე მონაცემების ანალიზიდან ირკვევა, რომ ინვესტორ ქვეყნებში ოფშორული ქვეყნები ლიდერობენ....

ვიზა ალპებისკენ - ტერაბანკი საახალწლო აქციას იწყებს

 ვიზა ალპებისკენ  - ტერაბანკი საახალწლო აქციას იწყებს
access_time2019-12-16 11:30:55
ახალი წლის მოახლოებასთან ერთად, ტერაბანკმა ვიზა ბარათების მფლობელებისთვის სადღესასწაულო აქცია დაიწყო. აქციის განმავლობაში ბარათით გადახდა კომფორტულთან ერთად, მომგებიანიც იქნება. აქციის პერიოდში ვიზა ბარათით გაკეთებულ ყოველ მე-10, მინიმუმ 10 ლარიან ტრანზაქციაზე ნებისმიერ მომხმარებელს საჩუქრად 10 ლარი დაერიცხება.აქციის ბოლოს გამოვლინდება გამარჯვებული და იგი განსაკუთრებულ პრიზს მიიღებს: მომხმარებელს, რომელიც აქციის განმავლობაში ყველაზე მეტ მინიმუმ 10-ლარიან გადახდას...

თემურ ბასილია: 4 ფაქტორი, რის გამოც ლარის კურსი მყარდება

თემურ ბასილია: 4 ფაქტორი, რის გამოც ლარის კურსი მყარდება
access_time2019-12-16 13:00:45
აშშ-ში მცხოვრები ფინანსისტი თემურ ბასილია ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ლარის გაცვლითი კურსის ცვლილებებს/გამყარებას „კომერსანტთან“ ხსნის. „პირველ რიგში, ეს არის ქართველი ემიგრანტების მიერ ფულადი გზავნილების მნიშვნელოვანი ზრდა. მაგალითად, ოქტომბერში მათ მიერ გამოგზავნილი თანხების რაოდენობა 153 მილიონ აშშ დოლარს აღემატებოდა, ხოლო, ნოემბერში 151 მილიონს. გადავხედე სტატისტიკას და დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ ერთი თვის განმავლობაში ამ ოდენობის...

საქართველოში საშუალო ხელფასი 1217 ლარია

საქართველოში საშუალო ხელფასი 1217 ლარია
access_time2019-12-16 12:00:45
2019 წლის III კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 91.6 ლარით გაიზარდა და 1 217.1 ლარი შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას „საქსტატი“ აქვეყნებს. 2019 წლის III კვარტალში, გასული წლის...

10 თვეში აღსრულების ეროვნული ბიურომ ქონების 49% კერძო მევახშეების სასარგებლოდ გაყიდა

10 თვეში აღსრულების ეროვნული ბიურომ ქონების 49% კერძო მევახშეების სასარგებლოდ გაყიდა
access_time2019-12-16 10:30:02
არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოება და ბანკებმა“ კრედიტორების მიერ დასაკუთრებული უძრავი ქონების შესახებ ინფორმაცია მიმოიხილა.  2019 წლის 10 თვეში აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ რეალიზებულია 1039 უძრავი ქონება. საიდანაც ყველაზე მეტი, 514 (49%) კერძო მევახშეების სასარგებლოდ გაიყიდა. კომერციულ ბანკებზე 411 (40%) უძრავი ქონება მოდის. 114-ის (11%) შემთხვევაში კრედიტორი მიკროსაფინანსო ორგანიზაცია იყო. ასევე აღსანიშნავია, რომ 2017 წლის შემდეგ...


მსგავსი სიახლეები

up