გიორგი ქობულია: „ქართველ მეზღვაურებს უდიდესი წვლილი შეაქვთ ეკონომიკაში და მოხარული ვარ, რომ კვიპროსთან ამ სფეროში აქტიურად ვთანამშრომლობთ

გიორგი ქობულია: „ქართველ მეზღვაურებს უდიდესი წვლილი შეაქვთ ეკონომიკაში და მოხარული ვარ, რომ კვიპროსთან ამ სფეროში აქტიურად ვთანამშრომლობთ

access_time2019-04-18 12:42:30



საქართველო-კვიპროსის ბიზნესფორუმზე სიტყვით გამოსვლისას გიორგი ქობულიამ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ორ ქვეყანას შორის საზღვაო სფეროში თანამშრომლობაზე . მისი შეფასებით, ეს არის მიმართულება, რომლის ფარგლებშიც კვიპროსის სახელმწიფო დროშის ქვეშ მცურავ გემებზე ქართველი მეზღვაურებისთვის  დასაქმების დამატებითი შესაძლებლობები იქმნება . როგორც მინისტრმა აღნიშნა, საქართველოსა და კვიპროსს შორის მჭიდრო თანამშრომლობა გამოხატულია საზღვაო სავაჭრო ნაოსნობის შესახებ შეთანხმებით. აგრეთვე, მხარეთა მიერ ხელმოწერილი ურთიერთგაგების მემორანდუმით მეზღვაურთა კომპეტენციის სერტიფიკატების ურთიერთაღიარების საკითხებზე.



„ჩვენ მივესალმებით საქართველოში ისეთი ცნობილი გემთმფლობელი კომპანიის მოღვაწეობას, როგორიცაა ,,Columbia Shipmanagement. ეს კომპანია ჩვენი მეზღვაურების ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია მსოფლიოში - საუბარია წელიწადში 1000-მდე ქართველი მეზღვაურის დასაქმებაზე. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის და მინდა შეგახსენოთ. რომ აჭარის რეგიონის ეკონომიკაში ჩვენს მეზღვაურებს ისეთივე წვლილი შეაქვთ, როგორიც ტურიზმის სექტორს - განაცხადა მინისტრმა და აღნიშნა, რომ ამ სფეროში ორივე ქვეყანას  კიდევ უფრო მეტი თანამშრომლობისა და უფრო ინტენსიური ურთიერთობის განვითარების მოლოდინი აქვს.


კვიპროსის რესპუბლიკის პრეზიდენტის ნიკოს ანასტასიადესის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის მიერ ორგანიზებულ ფორუმზე, მონაწილეების წინაშე პრეზენტაციები გამართეს ეკონომიკის სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში, სს ,,საპარტნიორო ფონდის, ასევე IBCCS-ის წარმომადგენლებმა. ფორუმში ორივე ქვეყნის 100-ზე მეტმა კომპანია მონაწილეობს ისეთი სექტორებიდან, როგორიცაა საერთაშორისო ინვესტიციები, IT მომსახურება და ვებ-დიზაინი, რბილი ავეჯი და სახლის აქსესუარები, აგრობიზნესი, უძრავი ქონება და ქონების მართვა, ტურიზმი, იურიდიული და საგადასახადო კონსულტაციები, გემთმშენებლობა და სხვა.







საირმის ტყეში რამდენიმემილიონიანი უცხოური ინვესტიციით სამონადირეო მეურნეობა გაშენდება

საირმის ტყეში რამდენიმემილიონიანი უცხოური ინვესტიციით სამონადირეო მეურნეობა გაშენდება
access_time2019-08-19 17:30:56
საირმის ტყეში სამონადირეო კომპლექსის მოწყობის მიზნით რამდენიმემილიონიანი უცხოური ინვესტიცია განხორციელდება. აუქციონი სამონადირეო მეურნეობის სპეციალური ლიცენზიის მოპოვების მიზნით 2...

„ფორსაჟი 9“-ში ქართული წარმოების ჯავშანმანქანა “დიდგორი მეომარი“ გამოჩნდება

„ფორსაჟი 9“-ში ქართული წარმოების ჯავშანმანქანა “დიდგორი მეომარი“ გამოჩნდება
access_time2019-08-19 15:55:25
ჰოლივუდის ფილმის – Fast and Furious 9-ის („ფორსაჟი 9“) ერთ-ერთი ეპიზოდის გადაღებები საქართველოში დღეს დაიწყო.  გადასაღებ მოედანზე ჰოლივუდის ერთ-ერთ ცნობილ ბლოკბასტერში ქართული წარმოების მრავალ ფუნქციური ჯავშანმანქანა “დიდგორი მეომარი“ გამოჩნდება.  ინფორმაცია “კომერსანტს“ თავდაცვის სამინისტროშიც დაუდასტურეს. ადგილობრივი მოსახლეობის მიერ გადაღებულ კადრებშიც ჩანს, როგორი იღებენ ქართული წარმოების მრავალ ფუნქციური ჯავშანმანქანა ერთ-ერთ ყველაზე...

RBC. საქართველოს რუსეთის 40 მილიონი დოლარი ვალი აქვს

RBC. საქართველოს რუსეთის 40 მილიონი დოლარი ვალი აქვს
access_time2019-08-19 20:00:34
სახელმწიფო კრედიტების პროგრამა, რომელსაც მოსკოვი  სხვა ქვეყნებს სთავაზობს გასაიდუმლოებულია, თუმცა რუსულმა სააგენტო  rbc.ru-მ აღმოაჩინა სულ ცოტა  17 სახელმწიფო, რომელთა ვალდებულება რუსეთის მიმართ ჯამში 27 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს. რუსეთის ხელისუფლება ტრადიციულად საიდუმლოდ ინახავს სხვა სახელმწიფოებისთვის მიცემულ ფინანსურ და საექსპორტოო კრედიტებს. ინფორმაცია  საჯარო მაშინ ხდება, როდესაც რუსეთი ხელს მთავრობათ...

„Gulf Georgia“ „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას” ყიდვას გეგმავს

„Gulf Georgia“  „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას” ყიდვას გეგმავს
access_time2019-08-19 14:30:32
“კომერსანტის“ ინფორმაციით, ბიზნესმენი დავით იაკობაშვილი, რომელიც ამავდროულად  „Gulf Georgia“-ს  უმსხვილესი აქციონერია, „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას” ყიდვას გეგმავს. როგორც “კომერსანტს“ წყარომ განუცხადა მოლაპარაკებები დაახლოებით ერთი წლის წინ დაიწყო. მაშინ ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ „Gulf“-ი „ვისოლის“ რამდენიმე ავტოგასამართი სადგურების შეძენით იყო დაინტერესებული, ამჟამად კი მოლაპარაკებები მთლიანად „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას” ყიდვაზე...

ბათუმი-ქობულეთის შემოვლით გზაზე არსებულ “შავ წერტილებს“ ადამიანების სიცოცხლე ეწირება - ახალი გზის ერთი წლის სტატისტიკა - 10 დაღუპული, 48 - დაშავებული -

ბათუმი-ქობულეთის შემოვლით გზაზე არსებულ “შავ წერტილებს“ ადამიანების სიცოცხლე ეწირება -  ახალი გზის ერთი წლის სტატისტიკა - 10 დაღუპული, 48 - დაშავებული -
access_time2019-08-19 13:00:19
ბათუმი-ქობულეთის შემოვლით გზაზე წლის განმავლობაში 23 საგზაო შემთხვევა დაფიქსირდა. 10 ადამიანი დაიღუპა, 48 კი დაშავდა. ინფორმაცია რადიო თავისუფლებას შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტმა მიაწოდა. ბათუმი-ქობულეთის შემოვლითი გზა 2018 წელს არის აშენებული. საავტომობილო გზების დეპარტამენტში აცხადებენ, რომ გზა გამართულია და მაქსიმალურად არის აღჭურვილი ყველა საჭირო საგზაო ნიშნით. „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო...


მსგავსი სიახლეები

up