გიორგი ქობულია - „ქართულ ოცნება“ პოსტსაბჭოური რუსეთის მართვის პრინციპებით მუშაობს“

გიორგი ქობულია - „ქართულ ოცნება“ პოსტსაბჭოური რუსეთის მართვის პრინციპებით მუშაობს“

access_time2019-11-20 12:10:22

პარლამენტთან ოპოზიციური პარტიების, სამოქალაქო აქტივისტებისა და მოქალაქეების საპროტესტო აქციები არ ცხრება. აქციის მონაწილეები პარლამენტის მიერ საარჩევნო სისტემის ცვლილების თაობაზე კანონპროექტის ჩაგდებას აპროტესტებენ. პოლიციამ რუსთაველზე და პარლამენტის მიმდებარედ შეკრებილები წყლის ჭავლით დაშალა, რომლებიც პარლამენტის შესასვლელების ბლოკირებას ახდენდნენ. მიმდინარე მოვლენებს „კომერსანტთან“ მთავრობის გუნდის ყოფილი წევრი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილი მინისტრი გიორგი ქობულია აფასებს.


„პროპორციულ არჩევნებზე გადასვლის დაპირება და შემდეგ ამის ჩაგდება - ჩემთვის მიუღებელია. პირველ რიგში, იმის წარმოდგენა, რომ ეს პარლამენტმა რეალურად ჩააგდო ძალიან ძნელია. მართალია იქ რამდენიმე დეპუტატი ნამდვილად იყო წინააღმდეგი, მაგალითად, ისეთი როგორიცაა კახა ოქრიაშვილი. მან თავიდანვე განაცხადა ამის შესახებ, ეს ადამიანი ნამდვილი დეპუტატია, მას თავისი ამომრჩეველი ჰყავს და აღნიშნულ საკითხზე საკუთარი დამოკიდებულებაც გააჩნდა, მაგრამ ამავე დროს, მე ვიცნობ სხვა დეპუტატებსაც, რომლებმაც თავი შეიკავეს და ძნელი წარმოსადგენია, რომ მათ მართლა დამოუკიდებლად, პარტიის ხელმძღვანელის წინააღმდეგ მიიღეს გადაწყვეტილება. თუმცა, ამის დამტკიცება რთულია, რადგან ეს შესაძლოა სულაც არ იყო ის სიტუაცია, რომ პარტიის ხელმძღვანელმა მითითება გასცა, შესაძლებელია უბრალოდ იმ ადამიანებს თავისი აზრი ჰქონოდა და პარტიის ხელმძღვანელმა აღარ განახორციელა მათზე ზეწოლა.  უბრალოდ უთხრა, რომ  როგორც უნდოდათ ისე მიეცათ ხმა. ფაქტია, ბიძინა ივანიშვილმა იცოდა, რომ ბევრი მაჟორიტარი ასეც მოიქცეოდა, რადგან მათ არ აწყობთ თავიანთი სამსახურების გაუქმება. ამავე დროს, ასეთი დაპირების მიცემა თავიდანვე დიდი შეცდომა იყო. ზოგადად, მსგავსი დაპირებების მიცემა და მერე ამის არშესრულება ნამდვილ ლიდერს არ შეეფერება და ქვეყანას ძალიან ასუსტებს. ამიტომ ვფიქრობ, რომ „ქართული ოცნება“ პოლიტიკურ კრიზისშია, არამხოლოდ არსებული მოვლენებიდან გამომდინარე, არამედ იმის გამო, რომ ხალხს მობეზრდა მახინჯი მართველი სისტემა. ისევე როგორც გავრილოვის შემთხვევა იყო, ახლა ეს ვითარებაც კიდევ ერთი კრიზისის საბაბია, ესეც რომ გადაივლის კიდევ ერთი საბაბი შეიქმნება, რომელიც საბოლოოდ დიდ კრიზისს გამოიწვევს.  


„ქართულ ოცნება“ პოსტსაბჭოური რუსეთის მართვის პრინციპებით მუშაობს, რაც ხელს უშლის ინვესტიციების მოზიდვას, ხალხის კეთილდღეობის განვითარებას და რა თქმა უნდა ეს არის ზუსტად ის რამაც განაპირობა ქვეყნის არასაკმარისი პროგრესი. არსებული ხელისუფლება რომელსაც ამდენი ნაკლი აქვს - რა თქმა უნდა შესაცვლელია. თუმცა, „ქართულ ოცნებას“ არამარტო წასვლა არ უნდა, არამედ პრაქტიკულად არაფრის შეცვლა არ უნდათ, იმიტომ რომ ისინი დარწმუნებული არიან, რომ შესანიშნავად მუშაობენ. მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლების ცვლილება მომწიფებულია, მათი არსებობის გახანგრძლივებას ძალიან სუსტი ოპოზიცია უწყობს ხელს. ოპოზიციას არ ჰყავს ლიდერები, გაურკვეველია მათი იდეა, არ აქვს ხალხისთვის ემოციურად მისაღები აზრები და ეს ყველაფერი ხელს უწყობს ხელისუფლებას“, - აცხადებს გიორგი ქობულია.



როგორც ცნობილია, პარლამენტმა 2020 წელს არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებაზე დაკავშირებული საკონსტიტუციო ცვლილებები კენჭისყრაზე ჩააგდო. პლენარულ სხდომაზე რეგისტრაცია 141-მა დეპუტატმა გაიარა, აღნიშნულის მომხრე 101 მომხრე, ხოლო 3 წინააღმდეგი იყო.


ეკონომიკის ყოფილ მინისტრთან გიორგი ქობულიასთან  ვრცელ ინტერვიუს „კომერსანტი“ მოგვიანებით შემოგთავაზებთ.


ნინო თამაზაშვილი






ინფიცირების 3 666 ახალი შემთხვევა – გარდაიცვალა 17 პაციენტი

ინფიცირების 3 666 ახალი შემთხვევა – გარდაიცვალა 17 პაციენტი
access_time2021-07-27 10:55:42
საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 3 666 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 17 ადამიანი, ხოლო 1...

სადაზღვევო კომპანია „ირაომ“ ვაქცინაციის წამახალისებელი კამპანია დაიწყო

სადაზღვევო კომპანია „ირაომ“ ვაქცინაციის წამახალისებელი კამპანია დაიწყო
access_time2021-07-27 09:50:15
კოვიდპანდემიის გაუარესებული სურათის ფონზე, ვაქცინაციის ტემპი სასურველ ნიშნულს მნიშვნელოვნად ჩამორჩება. ვირუსთან ბრძოლის უმთავრესი იარაღი კი მასობრივი ვაქცინაციაა. „ირაომ“ ვაქცინაციის წახალისების გადაწყვეტილება მიიღო. სადაზღვევო კომპანიის დირექტორთა საბჭოსა გადაწყვეტილებით, ის თანამშრომლები, რომლებიც 26 ივლისიდან 1 სექტემბრამდე წარმოადგენენ პირველი აცრის დამადასტურებელ დოკუმენტს წარმოადგენენ, შესაძლებლობა ექნებათ აირჩიონ საჩუქარი...

დღის TOP 10 მნიშვნელოვანი ამბავი

დღის TOP 10 მნიშვნელოვანი ამბავი
access_time2021-07-26 21:00:16
დღის TOP 10 მნიშვნელოვანი ამბავი:   1. ლოქდაუნი არ იქნება – მთავრობა პანდემიის ეფექტიანი მართვის გზას ირჩევს „მე მინდა ჩვენს მოსახლეობას განვუმარტო, ბევრია საუბრები ბოლო დროს და კითხვებიც დაისვა, ხომ არ მოხდება ხელახალი ჩაკეტვა და ა.შ.  მე მინდა განვაცხადო, რომ ჩვენ ავირჩიეთ სხვა გზა - ეს არის მართვის...

ლარი ყველა ძირითად საერთაშორისო და რეგიონულ ვალუტასთან გამყარდა

ლარი ყველა ძირითად საერთაშორისო და რეგიონულ ვალუტასთან გამყარდა
access_time2021-07-26 18:00:22
26 ივლისის ვაჭრობის შედეგად ლარი აშშ დოლართან მიმართებაში 1.72 თეთრით 3.0828-მდე გამყარდა. Bloomberg-ის პლატფორმაზე კი დღის ბოლოს ლარი 3.0887-იანი კურსით ივაჭრებოდა. დოლარის მსგავსად ლარი ყველა სხვა ძირითად საერთაშორისო და რეგიონულ ვალუტასთან გამყარდა. კერძოდ: ევროსთან 1.10 თეთრით 3.6371-მდე, ბრიტანულ ფუნტთან 0.70 თეთრით 4.2521-მდე, თურქულ ლირასთან 0.21 თეთრით 0.3602-მდე, აზერბაიჯანულ მანათთან 1.10 თეთრით 1.8107-მდე, 100 რუსულ რუბლთან 5.17 თეთრით 4.1621-მდე, 1000 სომხურ...

„მწვანე სამყარო“ - კომპანია, რომელმაც 11 ტენდერი უხარისხოდ შეასრულა

„მწვანე სამყარო“ - კომპანია, რომელმაც 11 ტენდერი უხარისხოდ შეასრულა
access_time2021-07-27 10:00:12
2016 წლიდან 2020 წლის ნოემბრამდე სახელმწიფომ სულ 13.695 მლრდ ლარის ტენდერი გამოაცხადა, ყველაზე დიდი შემსყიდველი 1.76 მლრდ ლარით საავტომობილო გზების დეპარტამენტი აღმოჩნდა. 649 მლნ-ით მეორე ადგილზე თბილისის მერიაა, სამეულს კი 400 მლნ ლარით საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი ხურავს. უხარისხოდ შესრულებული სამუშაოები, კონკრეტულ ბიზნეს სუბიექტებზე მორგებული პირობები, გამქრალი კომპანიები და სამართლებრივი დავები რეალურად, სახელმწიფო შესყიდვები საქართველოსთვის კარგად ნაცნობი პრობლემაა....


მსგავსი სიახლეები

up