გიორგი ქობულია: „პროფესიული განათლება უნდა გახდეს კარიერის შექმნის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული გზა

გიორგი ქობულია: „პროფესიული განათლება უნდა გახდეს კარიერის შექმნის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული გზა"

access_time2019-04-08 15:32:37

„როდესაც ინვესტორებთან ვლაპარაკობთ ინვესტიციების მოზიდვაზე, ერთ-ერთი პირველი ფაქტორი, რასაც ისინი ყურადღებას აქცევენ, არის კვალიფიცირებული მუშახელის არსებობა ქვეყანაში. საუბარია ისეთი პროფესიის ადამიანებზე, როგორიც არის, მაგალითად, დურგალი, შემდუღებელი, ტექსტილის წარმოების სპეციალისტი, რემონტების სფეროს სპეციალისტები - ანუ კვალიფიკაცია ძირითადად ეხება პროფესიულ განათლებას. შესაბამისად, გვჭირდება ძალიან დიდი ძალისხმევა და ენერგია, რომ გარდატეხა მოვახდინოთ იმ ტენდენციაში, რომელიც დღეს გვაქვს და პროფესიული განათლება გახდეს საქართველოში კარიერის შექმნის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული გზა " - ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, გიორგი ქობულიამ პროფესიული განათლების გამოფენის „გაიცანი პროფესია" გახსნის ღონისძიებაზე განაცხადა.



გიორგი ქობულიამ თავის შესავალ სიტყვაში აქცენტი გააკეთა საქართველოს მთავრობის მისწრაფებაზე, რომ პროფესიული განათლების განვითარების ხელშეწყობა და დაფინანსება, როგორც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტი, წარმატების, დასაქმებისა და უკეთესი შემოსავლის მიღების შესაძლებლობა გახდეს ჩვენი მოქალაქეებისთვის.



მისი თქმით, მთავრობა ხედავს, თუ რამდენად დიდია პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების კერძო სექტორთან ურთიერთობის სულისკვეთება.




„თუმცა, გვჭირდება უფრო მეტი, რადგან ჩვენი სტრატეგიის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ასპექტი არის ის, რომ პროფესიული განათლება მივცეთ ადამიანებს იმ სფეროებში, რომლებიც მოთხოვნადია კერძო სექტორის მიერ. ამიტომ კერძო სექტორთან ურთიერთობა არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი დასახული მიზნების მისაღწევად" - განაცხადა გიორგი ქობულიამ.
გამოფენაზე, რომელიც საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატისა და საზოგადოებრივი კოლეჯ „სპექტრის" ორგანიზებით მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში გაიმართა, საქართველოში დუალური განათლების პერსპექტივები და გამოწვევები განიხილეს. ღონისძიების ფარგლებში გაიმართა პრეზენტაცია „პროფესიული განათლება წარმატებისთვის-გაიცანი პროფესია," ასევე შედგა მემორანდუმების ხელმოწერის ცერემონია სახელმწიფოსა და პროფესიულ სასწავლებლებს შორის. გამოფენის გახსნას საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი ნინო ჩიქოვანი და საზოგადოებრივი კოლეჯის „სპექტრის" დირექტორი მათე ტაკიძე ესწრებოდნენ.







დღის Top-10 საინტერესო ამბავი

დღის Top-10 საინტერესო ამბავი
access_time2020-07-07 21:30:29
დღის Top-10 საინტერესო ამბავი 1.ტამანის პორტი საქართველოს კონკურენტი ვერ გახდება - ბათუ ქუთელია „ამ ხელისუფლების პირობებში ანაკლიის პორტი არ აშენდება იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ეს არის გეოპოლიტიკური პროექტი.როგორც ჩანს, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებისთვის რუსული გეოპოლიტიკური ინტერესები უფრო ანგარიშგასაწევია...

დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში სტრატეგიული პარტნიორისგან პირველი სანქცია მივიღეთ - ბათუ ქუთელია

დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში სტრატეგიული პარტნიორისგან პირველი სანქცია მივიღეთ - ბათუ ქუთელია
access_time2020-07-07 16:00:47
„ღიად და პირდაპირ,  „ქართული ოცნების“ მთავრობამ მიიღო პირველი სანქცია, რომელიც თავისი მასშტაბით არ არის დიდი, მაგრამ მნიშვნელობით არის კატასტროფული, — ასე აფასებს საერთაშორისო ურთიერთობების ექსპერტი ბათუ ქუთელია აშშ-ს კონგრესის კანონპროექტს საქართველოსთვის განკუთვნილი დახმარების 15 პროცენტის გაყინვის შესახებ.  ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ ასიგნებების კომიტეტის მიერ წარდგენილი კანონპროექტი გამოაქვეყნა,...

მსოფლიო ბანკის მიერ დაფინანსებული პროექტი გორის მუნიციპალიტეტში 4 წლის განმავლობაში ვერ დასრულდა

მსოფლიო ბანკის მიერ დაფინანსებული პროექტი გორის მუნიციპალიტეტში 4 წლის განმავლობაში ვერ დასრულდა
access_time2020-07-06 16:00:47
მსოფლიო ბანკის მიერ მხარდაჭერილი პროექტის დასრულება ხიდისთავი-ატენი-ბოშურის 10 კმ-იან მონაკვეთზე ისევ გადაიდო. ამჯერად მისი განმახორციელებელი უწყება ვარაუდობს, რომ პროექტი, რომელიც ტენდერში გამარჯვებულმა უცხოურმა კომპანიამ 2016 წელს დაიწყო შემოდგომამდე დასრულდება. ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დარღვევისთვის კი სამუშაოების განმახორციელებელ კომპანიას ჯარიმა დაეკისრა. ეს გადაწყვეტილება დამკვეთმა უწყებამ 2019 წლის 31 ოქტომბრის შემდეგ...

Handelsblatt: უკრაინას გაკოტრება ემუქრება

Handelsblatt: უკრაინას გაკოტრება ემუქრება
access_time2020-07-07 20:00:58
უკრაინის ეროვნული ბანკის პრეზიდენტი იაკოვ სმოლი მოულოდნელად გადადგა. ეს იმ დროს მოხვდა, როდესაც მთავრობამ 1, 7 მლრდ. დოლარის სახელმწიფო ობლიგაციების გამოშვება დაიწყო.უკრაინა, როგორც სახელმწიფო, ისევ გაკოტრების წინაშე დგას.მხოლოდ 2020 წელს კიევმა 17 მლრდ. დოლარის ოდენობის საგარეო დავალიანება ან უნდა დაფაროს, ან მისი რესტრუქტურიზება მოახერხოს.ამ მიზნით გამოშვებული ობლიგაციების გაყიდვა ლონდონის საფონდო ბირჟაზე იგეგმებოდა. თუმცა, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის...

ტურისტების გარეშე Hilton-ის გახსნას აზრი არ აქვს - ლაშა პაპაშვილი

ტურისტების გარეშე Hilton-ის გახსნას აზრი არ აქვს - ლაშა პაპაშვილი
access_time2020-07-07 13:30:27
თბილისში Hilton-ის ბრენდის პირველი სასტუმროს გახსნა კიდევ ერთხელ გადაიდო. პროექტი ბიზნესმენ ლაშა პაპაშვილის კომპანია „რედიქსს“ ეკუთვნის. ამის შესახებ ბიზნესმენმა „კომერსანტს“ თავად განუცხადა. მისი განმატებით, თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე Hilton-ის ბრენდის პირველი სასტუმროს გახსნამ ტურისტების არარსებობის გამო, კიდევ ერთხელ გადაიწია. „Hilton-ის გახსნა გადადებულია. ფანჯარაში ვიხედებით, როდესაც მსოფლიოში კარგი სიტუაცია იქნება ანუ როცა ტურისტები შემოსვლას დაიწყებენ,...


მსგავსი სიახლეები

up