გიორგი ქობულია - პანკისში ასეთი პატარა ზომის ჰესთან დაკავშირებით ასეთი უსიამოვნო სიტუაციის შექმნა, ალბათ არაოპტიმალურია

გიორგი ქობულია - პანკისში ასეთი პატარა ზომის ჰესთან დაკავშირებით ასეთი უსიამოვნო სიტუაციის შექმნა, ალბათ არაოპტიმალურია

access_time2019-05-15 18:05:26

ჩემი აზრით, პანკისში ასეთი პატარა ზომის ჰესთან დაკავშირებით ასეთი უსიამოვნო სიტუაციის ჩამოყალიბება ალბათ, არაოპტიმალურია, - ამის შესახებ ეკონომიკის და მდგრადი განვითარების ყოფილმა მინისტრმა გიორგი ქობულიამ პარლამენტში დეპუტატებთან შეხვედრაზე განაცხადა.


მისი თქმით, ჰესების მშენებლობა უნდა გაგრძელდეს, რადგან ეკონომიკის განვითარებისთვის ეს აუცილებელია.



„ერთ-ერთი ძირითადი ინიციატივა, სადაც არ ვთვლი, რომ დამაკმაყოფილებლად ვმუშაობთ, ეს არის ხალხთან კომუნიკაცია. ჩვენ ვართ დემოკრატიული ქვეყანა, ჩვენ რომ არ ვიყოთ დემოკრატიული ქვეყანა, სხვანაირად მოვიქცეოდით და რადგან ვართ, გვჭირდება ხალხთან კომუნიკაცია, სადაც ხალხს ავუხსნით და გავაგებინებთ რა არის ამა თუ იმ პროექტის სიკეთე. ჩემი აზრით, ასეთი პატარა ზომის ჰესთან დაკავშირებით ასეთი უსიამოვნო სიტუაციის ჩამოყალიბება ალბათ, ბუნებრივად არაოპტიმალურია. გვაქვს ასაშენებელი უზარმაზარი ჰიდროელექტროსადგურები, რაც ვთვლი და ვაცხადებ, რომ აუცილებლად არის ასაშენებელი. რა თქმა უნდა, გარემოს პირობების უმაღლესი სტრანდარტების დაცვით. ის, რაც დაპროექტებულია არის ევროსტანდარტების უმაღლეს დონეზე. გაკეთებულია საჭირო კვლევები. აქ არ არის საუბარი იმაზე, რომ რომელიმე შემთხვევაში უგულებელოფილიყო გარემოს დაცვის ან მოსახლეობის დაცვის რომელიმე ასპექტი. ამ პროექტების შესრულება ჩვენი ეკონომიკისთვის იქნება მამოძრავებელი ძალა შემდეგი 5-6 წელი, - განაცხადა ქობულიამ.


რაც შეეხება პოლიციის შეყვანას პანკისის ხეობაში, ქობულიას თქმით, მისი მინისტრობის დროს ამაზე საუბარი არ ყოფილა.






გია ხუხაშვილი - რა შედეგითაც არ უნდა დასრულდეს არჩევნები, სახელმწიფო მაინც წაგებულია

გია ხუხაშვილი - რა შედეგითაც არ უნდა დასრულდეს არჩევნები, სახელმწიფო მაინც წაგებულია
access_time2019-05-19 19:30:25
ეს ხომ მარაზმია, ამ ორ პოლუსიან შულერულ თამაშს გვაყურებინებენ, - ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსში“ პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა განაცხადა და დღევანდელი საარჩევნო პროცესი შეაფასა ხუხაშვილის თქმით, რა შედეგითაც არ უნდა დასრულდეს არჩევნები, სახელმწიფო მაინც წაგებულია. „რა მნიშვნელობა აქვს, ვინ მოიგებს ამ არჩევნებს ზუდიდში?! სახელმწიფო ყველა შემთხვევაში წაგებულია. ახლა მხოლოდ იმაზე ვფიქრობთ, რამე უბედურება არ...

PwC – 2018 წელს ტოპ-მენეჯერების მხრიდან სამსახურის დატოვების რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა

PwC – 2018 წელს ტოპ-მენეჯერების მხრიდან სამსახურის დატოვების რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა
access_time2019-05-19 18:00:09
წამყვანი კომპანიების ტოპ-მენეჯერების მხრიდან სამსახურის დატოვების შემთხვევებმა 2018 წელს რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია. ამის შესახებ აღნიშნულია PwC-ის კვლევაში -...

მერის რიგგარეშე არჩევნები 5 მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს

მერის რიგგარეშე არჩევნები 5 მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს
access_time2019-05-19 09:00:18
მერის რიგგარეშე არჩევნები ხუთ მუნიციპალიტეტში იმართება. დღეს მერებს აირჩევენ მარნეულში, ზესტაფონში, ჭიათურაში, ზუგდიდსა და ხულოში. მერების არჩევა საარჩევნო ბარიერის პირობებში ხდება და გამარჯვებულად ის კანდიდატი ჩაითვლება, ვინც ხმების 50%-ზე მეტს მიიღებს. მეორე ტურის დანიშვის შემთხვევაში კი, მისი გამართვის ბოლო ვადა 13 ივნისია. მარნეულში მერობის 15 კანდიდატია რეგისტრირებული: - “მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის” - ელენე გაბინაშვილი; “ევროპული საქართველო...

რა გვიჯდება სტრატეგიული სატრანსპორტო მდებარეობის გამოუყენებლობა?

რა გვიჯდება სტრატეგიული სატრანსპორტო მდებარეობის გამოუყენებლობა?
access_time2019-05-19 16:00:34
წლიურად გლობალური საერთაშორისო ვაჭრობა 18 ტრილიონ დოლარს აღწევს, ტურისტების რაოდენობა მილიარდ მოგზაურზე მეტია, რომლებიც ტრილიონ დოლარზე მეტს ხარჯავენ. ეს ყველაფერი შეუძლებელი...

კომერსანტის ექსკლუზივი : ცნობილი რუსი მილიარდერი და პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი მიხეილ პროხოროვი თბილისშია

კომერსანტის ექსკლუზივი : ცნობილი რუსი მილიარდერი და პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი მიხეილ პროხოროვი თბილისშია
access_time2019-05-18 19:30:24
„კომერსანტის“ ფოტოკამერამ დღეს, თბილისში, ფილარმონიის მეოთხე სართულზე განთავსებულ World class-ის სავარჯიშო დარბაზში ცნობილი რუსი მილიარდერი და პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი მიხეილ პროხოროვი დააფიქსირა, რომელიც პირად დაცვასთან ერთად...


მსგავსი სიახლეები

up