გიორგი ქობულია - მაღალმთიან რეგიონებში გაზს ახალი ტექნოლოგიების გამოყენებით  მიიღებენ

გიორგი ქობულია - მაღალმთიან რეგიონებში გაზს ახალი ტექნოლოგიების გამოყენებით მიიღებენ

access_time2018-10-24 09:51:36

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ და კომპანია „სოკარ ენერჯი ჯორჯიას” გენერალურმა დირექტორმა მაჰირ მამედოვმა ხელი მოაწერეს თანამშრომლობის მემორანდუმს, რომელიც მიმართულია თბომომარაგების ალტერნატიული შესაძლებლობების შეთავაზების გზით საქართველოს მაღალმთიანი რეგიონების მოსახლეობის ცხოვრების დონის გაუმჯობესების და ტურისტული და სარეკრეაციო რაიონების განვითარებისკენ. მემორანდუმს ხელი მოეწერა ‘სოკარის“ „მწვანე ინიციატივის“ ფარგლებში.

ხელმოწერის ცერემონიას ასევე დაესწრნენ აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანიის «სოკარის“ პრეზიდენტი როვნაგ აბდულაევი,  აზერბაიჯანის ელჩი საქართველოში დურსუნ ჰასანოვი და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ნათია თურნავა და სხვა ოფიციალური პირები.


ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის გიორგი ქობულიას განცხადებით, „სოკარი“ საქართველოში განახორციელებს მნიშვნელოვან „მწვანე ინიციატივას“, რომელიც საქართველოს მაღალმთიანი რეგიონების გაზით ახალი ტექნოლოგიების გამოყენებით მომარაგების ითვალისწინებს.

„ჩვენ მივესალმებით „სოკარის“ ასეთ საინტერესო და რაც მთავარია, „მწვანე“ ეკონომიკასთან დაკავშირებულ ინიციატივას“, - განაცხადა გიორგი ქობულიამ.



„მწვანე ინიციატივის“ ფარგლებში, კომპანია „სოკარმა“ უკვე განახორციელა პილოტური პროექტი კურორტ საირმეში, რომელიც ითვალისწინებს კურორტისთვის გაზის მიწოდებას გადატანადი მოდულური კონტეინერებით. ისინი დამზადებულია გერმანული ტექნოლოგიით კომპოზიტური მასალებისგან. აღნიშნული კონტეინერებით მოხდება საირმესა და სხვა მაღალმთიან დასახლებებში კომპრესირებული სახით არსებული გაზის გადატანა და შემდეგ დასახლებული პუნქტის მილსადენში გაზის დეკომპრესირება.


კომპანია „სოკარ ენერჯი ჯორჯიას“ გენერალური დირექტორის მაჰირ მამედოვის განცხადებით, კომპანია აპირებს აღნიშნული მეთოდის გამოყენებას საქართველოს მაღალმთიანი დასახლებების გაზიფიკაციის პროცესში, რადგან რთულად მისავალ ადგილებში ტრადიციული გაზსადენების მშენებლობა არამომგებიანია.


„საირმეში გაზიფიკაციის სტანდარტული სქემით რომ წავსულიყავით, 8-ჯერ მეტი ფინანსური რესურსი უნდა  დაგვეხარჯა. თუმცა გადატანადი მოდულების გამოყენებით პროექტი გაცილებით იაფი და ეკონომიკურად მომგებიანი გახდა,“ — განაცხადა მაჰირ მამედოვმა.


მისი თქმით, აღნიშნული ტექნოლოგიის ამოქმედება მნიშვნელოვნად შეამცირებს მაღალმთიან ზონებში ხე-ტყის ჭრას გათბობის მიზნით.






"ყაზტრანსგაზი" და კალაძის ინტერესები - კომპანიის წამყვან თანამდებობებს თბილისის მერის პროტეჟეები იკავებენ

access_time2019-01-20 21:29:31
დიდ დიღომში დატრიალებული ტრაგედიის შემდეგ სულ უფრო აქტუალური ხდება კითხვა - ვინ არის მომხდარზე პასუხისმგებელი? დედაქალაქის მერია პასუხისმგებლობას იხსნის და ხელს კანონში არსებული რეგულაციებისკენ იშვერს, რომლის მიხედვითაც, ექსპლუატაციაში მიღებამდე კორპუსში ადამიანების ცხოვრება დაშვებულია. დიდი დიღომში მომხდარი უბედური შემთხვევისგან ქალაქის მერის მიერ პასუხისმგებლობის თავიდან არიდების მცდელობას პოლიტიკური ოპონენტები უზნეობად აფასებენ. კახა კალაძე...

როგორ გამოიყურებიან ცნობილი ბრენდების ნაკლებად ცნობილი შემქნელები

როგორ გამოიყურებიან ცნობილი ბრენდების ნაკლებად ცნობილი შემქნელები
access_time2019-01-20 20:00:48
მსოფლიო ბრენდების მფლობელების და დამაარსებლების...

ფარული ჩანაწერი, რომელმაც კვირიკაშვილი გადაიყოლა და საბედისწერო სიტყვა „ოლიგარქი“

ფარული ჩანაწერი, რომელმაც კვირიკაშვილი გადაიყოლა და საბედისწერო სიტყვა „ოლიგარქი“
access_time2019-01-19 21:30:38
ფარული ჩანაწერები, რომელმაც პრემიერი გიორგი კვირიკაშვილის პოსტი შეიწირა - ამბავი, რომლის გამოც ბიძინა ივანიშვილი ქვეყნის მთავარ ბანკირს - მამუკა ხაზარაძეს, დაუპირისპირა და გიორგი კვირიკაშვილს გადადგომა აიძულა, ფარულ ჩანაწერს უკავშირდება. წყარო კურიერს უყვება, რომ...

10 წლის ჩელენჯი - 10 ფაქტი საქართველოს ეკონომიკის შესახებ

10 წლის ჩელენჯი - 10 ფაქტი საქართველოს ეკონომიკის შესახებ
access_time2019-01-20 12:00:01
გასული 10 წლის განმავლობაში საქართველოს ეკონომიკამ მნიშვნელოვანი გარდაქმნები გაიარა, ამიტომ გადავწყვიტეთ წარმოგვედგინა რამდენიმე ფაქტი საქართველოს ეკონომიკის შესახებ 2008 წლისა და 2018 წლის...

ზურაბ გურული - „ ისტერიკა იმაზე, რომ დიღომში მომხდარ ტრაგედიას კავშირი არა აქვს პოლიტიკასთან, არის უშედეგო ფარსი“

ზურაბ გურული - „ ისტერიკა იმაზე, რომ დიღომში მომხდარ ტრაგედიას კავშირი არა აქვს პოლიტიკასთან, არის უშედეგო ფარსი“
access_time2019-01-19 20:00:36
ზურაბ გურული — აშშ-ის მონტგომერის სახელობის ფედერალური კლინიკის ანესთეზიისა და ქირურგიის დეპარტამენტების დირექტორი, ასევე მისისიპის უნივერსიტეტის კლინიკური ანესთეზიოლოგიის პროფესორი — დიდ დიღომში მომხდარ ტრაგედიას და ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა, რომელსაც „კომერსანტი“ უცვლელად...


მსგავსი სიახლეები

up