გიორგი ქობულია - თუ არ დაბალანსდა სიტუაცია, ლარი შეიძლება კიდევ გაუფასურდეს,

გიორგი ქობულია - თუ არ დაბალანსდა სიტუაცია, ლარი შეიძლება კიდევ გაუფასურდეს,

access_time2019-07-31 21:35:00

ლარი შეიძლება კიდევ გაუფასურდეს, თუ არ დაბალანსდა სიტუაცია, - ამის შესახებ ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა გიორგი ქობულიამ, „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ ლარის კურსზე საუბრისას განაცხადა.მისი თქმით, ლარის კურსის გაუფასურების ერთ-ერთი ძირითადი ფაქტორი რუსეთთან კონფლიქტური სიტუაციის გამწვავება და ტურისტების შემცირებაა.


„ყველანაირი ზომა, რომელსაც ახლა მთავრობა მიიღებს, ეს არის რეალურად,თვალებში ნაცრის შეყრა . ვერანაირი ზომა იმ ზარალს, რომელიც ჩვენ მოგვადგა, მოკლე პერიოდში ვერ დააკომპენსირებს. დღეს, ჩვენ რასაც ვხედავთ, ლარის კურსის გაუფასურების ძირითადი ფაქტორი არის ორი: ერთი არის რუსეთთან კონფლიქტური სიტუაციის გამწვავება, ტურისტული ნაკადის შემცირება. აგრეთვე, მომიჯნავე სექტორებში ამ მოვლენამ მოგვაყენა ასევე დიდი ზიანი. აქ სიტუაციის გამძაფრებას მოჰყვა ის, რომ ინვესტორები, რომლებიც ინვესტირებას ახორციელებდნენ საქართველოში, უცხოურ ვალუტაში, ისინიც დაფრთხნენ და უფრო ნაკლები არიან“, - განაცხადა ქობულიამ.


მისივე თქმით, არსებობს რისკი, რომ საქართველომ რუსეთიდან მილიონნახევრამდე საშუალოზე უფრო მაღალი გადამხდელუნარიანი ტურისტი დაკარგოს.


„რუსეთიდან შარშან შემოვიდა მილიონნახევარი ტურისტი და ყველა ეს მილიონნახევარი ტურისტი, არის, საშუალოზე უფრო მაღალი გადამხდელუნარიანი. სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან ტურისტები არ არიან მაღალი გადამხდელუნარიანები. ბევრად დაბალი გადამხდელუნარიანები არიან, ვიდრე რუსი ტურისტები. ამიტომ ჩვენ გვაქვს რისკი, რომ დავკარგოთ მილიონნახევრამდე, საშუალოზე უფრო ი ტურისტი რუსეთიდან. ამის კომპენსირება ამ მთავრობას კი არა, ვერც ერთ მთავრობას ვერ ძალუძს. ამ მთავრობას მით უმეტეს. ვერასდროს ვერ გააკეთებენ ამის კომპენსირებას“, - განაცხადა ქობულიამ.


ipn.ge




ჯანმო-ს პრეზიდენტად აირჩიეს არაექიმი, საეჭვო რეპუტაციის პოლიტიკოსი მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე კორუმპირებული და ჩამორჩენილი ქვეყნიდან

ჯანმო-ს პრეზიდენტად აირჩიეს არაექიმი, საეჭვო რეპუტაციის პოლიტიკოსი მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე კორუმპირებული და ჩამორჩენილი ქვეყნიდან
access_time2020-06-01 17:11:59
აშშ-ის მონტგომერის სახელობის ფედერალური კლინიკის ანესთეზიისა და ქირურგიის დეპარტამენტების დირექტორი, ზურაბ გურული ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას აკრიტიკებს და გამართლებულად მიიჩნევს აშშ–ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებას ორგანიზაციისთვის დაფინანსების შეწყვეტისა და აშშ–ს ამ ორგანიზაციიდან გამოსვლის შესახებ: “წარმოიდგინეთ უზარმაზარი მსოფლიო ორგანიზაცია, განსაკუთრებულად რთული მისიით, რომლის მართვასაც სჭირდება გამორჩეული ინტელექტუალი, რათა ერთიან ფორმატში გაიაზროს...

ბევრი მომხმარებელი არ ნიშნავს ბევრ მყიდველს- „ლილო მოლმა“ მუშაობა განაახლა

ბევრი  მომხმარებელი არ ნიშნავს  ბევრ მყიდველს- „ლილო მოლმა“  მუშაობა განაახლა
access_time2020-06-01 16:30:25
„1 ივნისიდან  „ლილო  მოლი“ გაიხსნა და დილის 7 საათიდან სავაჭრო ობიექტი სრული დატვირთვით მუშაობს“,- ამის შესახებ „კომერსანტს“ ლილო მოლის გენერალური დირექტორი გიორგი კავარაცხელია ესაუბრა. გიორგი კვარაცხელიას ინფორმაციით, „ლილო...

დღეს გახსნილ „თბილისი მოლს“ ბევრი მომხმარებელი სტუმრობს

დღეს გახსნილ  „თბილისი მოლს“ ბევრი  მომხმარებელი სტუმრობს
access_time2020-06-01 14:30:10
„დღეიდან „თბილისი მოლი“ გაიხსნა და დილის 10 საათიდან მომხმარებლების ძალიან დიდი ნაკადი შეინიშნება, ჩვენს მოლოდინებსაც კი გადააჭარბა“, - ამის შესახებ „კომერსანტს“ „თბილისი მოლის“ კომერციული დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ნატა გოგოლაძემ განუცხადა. ნატა გოგოლაძის ინფორმაციით, „თბილისი მოლმა“ მუშაობა სრული დატვირთვით განაახლა და არც ერთი მაღაზია არ დახურულა. „ყველაფერი ძალიან მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს, მაქსიმალურად ვიცავთ...

ველოდებით რეკომენდაციებს - ბევჯერ მივმართეთ ხელისუფლებას, თუმცა არ ისმის არაფერი

ველოდებით რეკომენდაციებს - ბევჯერ მივმართეთ ხელისუფლებას, თუმცა არ ისმის არაფერი
access_time2020-06-01 15:30:30
„ფიტნეს დარბაზების რეგულაციებთან დაკავშირებით არის ყველაზე ნაკლები ინფორმაცია“, - ამის შესახებ რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ სნეპ ფიტნესის-ის დირექტორმა სოფო სოლოღაშვილმა განაცხადა. “ჩვენ მივმართეთ მთავრობას, რომ წინასწარ მაინც მოგვცენ რეკომენდაციები რათა მოვემზადოთ. უცხოეთის მაგალითზე, შეიძლება ვისაუბროთ, დაახლოებით რა წესების დაცვა შეიძლება იყოს საჭირო. მაგალითად, ამერიკაში ზოგ შტატში უკვე გაიხსნა ფიტნეს-ცენტრები და ზოგან...

არეულობა აშშ-ში – თეთრ სახლთან აქციის გამო ტრამპი ბუნკერში გადაიყვანეს

არეულობა აშშ-ში – თეთრ სახლთან აქციის გამო ტრამპი ბუნკერში გადაიყვანეს
access_time2020-06-01 12:40:52
უკვე რამდენიმე დღეა, აშშ-ის არაერთ ქალაქში საპროტესტო აქციები არეულობის ფონზე მიმდინარეობს – არბევენ და წვავენ მაღაზიებს, პოლიციის მანქანებსა და შენობებს. დემონსტრანტები აპროტესტებენ მინესოტის შტატის დედაქალაქ მინეაპოლისში პოლიციის მიერ უაიარაღო აფროამერიკელის, ჯორჯ ფლოიდისადმი ძალადობრივ მოპყრობას, რომელსაც შესაძლოა მისი სიკვდილი გამოეწვია და უფრო ფართო პრობლემას — პოლიციის მიერ აფროამერიკელებისადმი სასტიკ მოპყრობას. პოლიციის ერთ-ერთმა ოფიცერმა — დერეკ ჩაუვინმა...


მსგავსი სიახლეები

up