გიორგი ქობულია: იმერეთის რეგიონს ეკონომიკური განვითარების დიდი პერსპექტივა აქვს

გიორგი ქობულია: იმერეთის რეგიონს ეკონომიკური განვითარების დიდი პერსპექტივა აქვს

access_time2019-02-15 18:01:55

„წარმოება, ტურიზმი, ბიზნესსერვისების აუთსორსინგი და კვების მრეწველობა - ეს არის დარგები, რომლებსაც ჩვენ ვხედავთ იმერეთის რეგიონის განვითარების პრიორიტეტულ მიმართულებებად" - ამის შესახებ გიორგი ქობულიამ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ მუხიანში ადგილობრივ მოსახლეობასთან „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში გამართული შეხვედრისას განაცხადა.



„იმერეთის რეგიონისთვის გამოვყოფდი რამდენიმე ეკონომიკურ მიმართულებას - პირველ რიგში, ეს არის წარმოება, რომლის კარგ მაგალითად შემიძლია დავასახელო ტექსტილის საწარმო „ემჯიემტექსი", სადაც დღეს ვიმყოფებოდი. ასეთი საწარმოების გახსნა კიდევ იგეგმება, არიან დაინტერესებული ინვესტორები და რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან პერსპექტიული მიმართულება, რადგან ასეთი ტიპის წარმოებები გვეხმარება, გავზარდოთ ჩვენი საექსპორტო პროდუქცია და ქვეყანაში უფრო მეტი ვალუტა მოვიზიდოთ" - აღნიშნა გიორგი ქობულიამ.



მეორე მიმართულება, რომელზეც მინისტრმა ყურადღება გაამახვილა, იყო ე.წ. ბიზნესპროცესების აუთსორსინგი. „მაგალითად, ეს არის ქოლცენტრები, რომლებსაც უცხოური კომპანიები საქართველოში აფუძნებენ. ქუთაისში განსაკუთრებით განვითარდა ეს მიმართულება - რამდენიმე გერმანულმა კომპანიამ გახსნა ასეთი ქოლცენტრები, სადაც ჩვენი მოქალაქეები ემსახურებიან სხვადასხვა კომპანიებს საქართველოს საზღვრებს გარეთ. ასეთ ქოლცენტრებზე მოთხოვნა იზრდება, უკვე არის ამ ბიზნესით დაინტერესებული რამდენიმე ინვესტორი და ეს იქნება ერთ-ერთი ძალიან პერსპექტიული მიმართულება" - განაცხადა მინისტრმა და აღნიშნა, რომ ასეთივე ტიპის ე.წ. ბიზნესსერვისების აუთსორსინგზე მეტყველებს ქუთაისის თავისუფალი ეკონომიკური ზონა, სადაც ინვესტორებმა უკვე გამოხატეს დაინტერესება, რომ განავითარონ მომსახურების საექსპორტო სერვისები (მაგალითად, საექსპორტო იურიდიული მომსახურება, სადაც უცხოური კომპანიები ისარგებლებენ იმ სერვისებით, როგორებიცაა დღეს საქართველოში მოქმედ თავისუფალ ეკონომიკურ ზონაში).




„ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება იმერეთისთვის, მათ შორის, წყალტუბოსთვის, არის აგრეთვე ტურიზმი, სადაც ვგეგმავთ აქტიურად მოვიზიდოთ დამატებითი ინვესტორები. ასევე ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულებაა სოფლის მეურნეობა. მაგალითად, დღეს გავეცანი ორგანული მწვანილის საწარმოო პროცესს, რომლის ექსპორტიც ხორციელდება ევროპის ქვეყნებში. მწვანილის ექსპორტი არის ძალიან მაღალმომგებიანი ბიზნესი, მაღალი მარჟით და ეს მიმართულება შეიძლება საკმაოდ დიდი ბიზნესის სფერო გახდეს იმერეთის რეგიონისთვის, ამაში ძალიან დაგვეხმარება ქუთაისის აეროპორტში ახალი ტერმინალი, სადაც, ვიმედოვნებთ, გვექნება, საჰაერო-სატვირთო გადაზიდვების საშუალებაც" - განაცხადა გიორგი ქობულიამ.



ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი იმერეთში ვიზიტით იმყოფება. გიორგი ქობულიამ დაათვალიერა რამდენიმე ადგილობრივი საწარმო, მონაწილეობა მიიღო დასავლეთ საქართველოს რეგიონულ ბიზნესფორუმში და „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები გამართა.









რუსთავი 2-ის საქმეზე სტრასბურგმა დარღვევა არ დაადგინა, დროებითი ღონისძიება გააუქმა

რუსთავი 2-ის საქმეზე სტრასბურგმა დარღვევა არ დაადგინა, დროებითი ღონისძიება გააუქმა
access_time2019-07-18 12:06:43
18 ივლისს გამოქვეყნებულ გადაწყვეტილებაში ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არ დაადგინა „რუსთავი 2“-ის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არცერთი მუხლის დარღვევა. ამასთან, სტრასბურგის სასამართლომ აღარ დატოვა ძალაში დროებითი ღონისძიება, ანუ საქართველოს უზენაესი სასამართლოს აღსრულების შემჩერებელი მექანიზმი აღარ იარსებებს. რუსთავი 2 სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოს...

აზიის განვითარების ბანკი - აზიასა და წყნარი ოკეანის რეგიონში მსოფლიო სავაჭრო დაძაბულობის ფონზე ზრდა სტაბილურია

აზიის განვითარების ბანკი - აზიასა და წყნარი ოკეანის რეგიონში მსოფლიო სავაჭრო დაძაბულობის ფონზე ზრდა სტაბილურია
access_time2019-07-18 12:00:27
აზიასა და წყნარი ოკეანის რეგიონში მსოფლიო სავაჭრო დაძაბულობის ფონზე ზრდა სტაბილურია, - ნათქვამია აზიის განვითარების ბანკის (ADB) მიერ დღეს გამოქვეყნებულ ახალ ანგარიშში. ანგარიშის თანახმად, 2019 და 2020 წლებში განვითარებადი აზია შეინარჩუნებს მძლავრ, მაგრამ შენელებისკენ მიდრეკილ ზრდას, რადგან გლობალური სავაჭრო დაძაბულობის ფონზე ფიქსირდება ხელსაყრელი შიდა მოთხოვნა. რაც შეეხება ეკონომიკური ზრდის პროგნოზს, ADB 2019 წელს აზიის განვითარებადი ქვეყნებისათვის...

“HUB Georgia მიმართავს საქართველოს მთავრობას, არ წამოეგოს რუსეთის მხრიდან გადმოგდებულ ანკესს, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს ეკონომიკურ ანექსიას“

“HUB Georgia  მიმართავს საქართველოს მთავრობას, არ წამოეგოს რუსეთის მხრიდან გადმოგდებულ ანკესს, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს ეკონომიკურ ანექსიას“
access_time2019-07-18 10:00:00
 „კატეგორიულად მიუღებელია რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის,  სერგეი ლავროვის უტიფარი განცხადება, რომელიც ულტიმატუმის ენით ესაუბრება დამოუკიდებელი სახელმწიფოს.  ფრენების აღდგენის სანაცვლოდ, ის საქართველოს მთავრობისგან გაურკვეველ დათმობებზე წასვლას და კაპიტულანტური პოლიტიკის გატარებას ითხოვს. ეს, სხვა არაფერია, თუ არა საქართველოსა და მთლიანად რეგიონზე, რუსეთის პოლიტიკური გავლენების საერთაშორისო საზოგადოებისთვის დემონსტრირება, — აცხადებს...

ათასობით მშენებლობა მიმდინარეობს და ყველა მათგანი ვერ იქნება შემოწმებული - შრომის ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსი 16 წლის მუშის გარდაცვალებაზე

 ათასობით მშენებლობა მიმდინარეობს და ყველა მათგანი ვერ იქნება შემოწმებული - შრომის ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსი 16 წლის მუშის გარდაცვალებაზე
access_time2019-07-17 20:30:58
16 ივლისს, თბილისში მშენებლობაზე  16 წლის გიორგი ბეშკენაძე გარდაიცვალა. ის თბილისში სამუშაოდ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ გვიმრიანიდან იყო ჩამოსული. მიმდინარე კვირს  კიდევ ერთი მუშა გარდაიცვალა, შემთხვევა თუშეთი-ომალოს გზაზე, ჰესის მშენებლობაზე მოხდა. მომხდარ ფაქტებზე, ისევე როგორც მანამდე სამუშაო პროცსის დროს გარდაცვლილ ათობით მუშის საქმეზე,  გამოძიება მიმდინარეობს, მაგრამ წინასწარი ინფორმაციით, ორივე შემთხვევაში ტრაგედიის მიზეზად შრომის უსაფრთხოების წესების...

აშშ-ს მთავრობა - Facebook-ის კრიპტოვალუტის წინააღმდეგ

აშშ-ს მთავრობა - Facebook-ის კრიპტოვალუტის წინააღმდეგ
access_time2019-07-17 19:30:46
აშშ-ს ხელისუფლების უკმაყოფილება Facebook-ის მიერ გამოშვებული კრიპტოვალუტის - ლიბრას - გამო,  ახალ დონეზე ავიდა- ამჯერად მის წინააღმდეგ აშშ-ს ფინანსთა მინისტრი სტივენ მნუჩინი გამოვიდა. მისი თქმით,...


მსგავსი სიახლეები

up