გიორგი ქობულია: „ეს ის პროექტებია, რომლებიც სიღარიბეს დაგვაძლევინებს“ - „აპტოსის

გიორგი ქობულია: „ეს ის პროექტებია, რომლებიც სიღარიბეს დაგვაძლევინებს“ - „აპტოსის" ძაფების საწარმოო კომპლექსს საძირკვლი ჩაეყარა

access_time2019-03-22 09:30:26

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პროგრამა „აწარმოე საქართველოში" ბენეფიციარის, „აპტოსის" ძაფების საწარმოო კომპლექსის საძირკვლის ჩაყრის ღონისძიებას დაესწრო.


„ეს პროექტი განსაკუთრებით მისასალმებელია, რადგან ესაა ერთ-ერთი პროექტი, რომელიც გამიზნულია, რომ საქართველოში ვაწარმოოთ ინოვაციური, მაღალტექნოლოგიური პროდუქცია, და რაც მთავარია, ეს პროდუქცია შექმნილია ქართველების მიერ", - განაცხადა გიორგი ქობულიამ.


ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, „აპტოსი" სახისა და სხეულის დასაჭიმი მსოფლიოში ცნობილი აპტოსის ძაფების გამომგონებელი და მწარმოებელი ქართული კომპანიაა, 23-წლიანი ისტორიით. ეს პირველი ქართული კომპანიაა, რომელსაც CE [Conformité Européene] ნიშანი აქვს სამედიცინო პროდუქტზე, რაც ევროპის ნებისმიერ ქვეყანაში ექსპორტის საშუალებას იძლევა. დღევანდელი მონაცემებით, აპტოსის ძაფები 50-ზე მეტ ქვეყანაში იყიდება ფართომასშტაბიანი სადისტრიბუციო ქსელის მეშვეობით.


„განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ეს მაღალტექნოლოგიური, ინოვაციური პროდუქცია საქართველოში იქნება წარმოებული. ამასთან, ეს არის აგრეთვე საექსპორტო პროდუქცია, რაც აორმაგებს ამ პროექტის მნიშვნელობას", - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.



ამჟამად აპტოსის ძაფები იწარმოება რუსეთსა (რუსეთის და ჩინეთის ბაზრისთვის) და გერმანიაში (გლობალური ბაზრისთვის). ეს მთლიანად ქართული ინოვაციური გამოგონება „Made in Germany"-ს სახელით ხვდება მსოფლიოს რამდენიმე ათეული ქვეყნის პლასტიკური და ესთეტიკური მედიცინის სპეციალისტების სამუშაო სივრცეში.


პროექტის „აწარმოე საქართველოში" ფარგლებში, კომპანიამ ისარგებლა ინფრასტრუქტურული მხარდაჭერით, კერძოდ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, კომპანიას გადაეცა 10 000 კვ.მ მიწის ნაკვეთი, ხოლო 2019 წლის მარტში, ისარგებლა პროგრამის ფინანსებზე ხელმისაწვდომობის კომპონენტით, რაც იმას ნიშნავს, რომ პირველი ორი წლის განმავლობაში პროცენტის თანადაფინანსებას სააგენტო „აწარმოე საქართველოში განახორციელებს.


გიორგი ქობულიას განცხადებით, მთავრობა ასეთ პროექტებს მაქსიმალურად, დაუდგება გვერდში.


„ასეთი პროექტები შეიძლება საქართველოს ეკონომიკის მამოძრავებელი გახდეს, ეს ის პროექტებია, რომლებიც სიღარიბეს დაგვაძლევინებს. მსგავსი პროექტის დაწყება კიდევ ერთი დასაბუთებაა, რომ საქართველოში კარგი ბიზნესგარემოა, საქართველო მზად არის, ასეთი პროექტები მიიღოს და განავითაროს", - აღნიშნა გიორგი ქობულიამ.


საწარმო 2020 წლის დეკემბერში ამოქმედდება, ის წლიურად 300 000 ერთეული პროდუქციის წარმოებას შეძლებს. ამოქმედების პირველ ეტაპზე 100 ადამიანი დასაქმდება, ხოლო პროექტის ინვესტიციის ჯამური მოცულობა 15 მლნ ლარს შეადგენს.


მნიშვნელოვანია აღინიშნოს პროექტის სტრატეგიული უპირატესობა, რომელიც წარწერის „Made in Germany-ს „Made in Georgia"-თი ჩანაცვლებას გულისხმობს. პროდუქტი საერთაშორისო ბაზრებზე სწორედ აღნიშნული წარწერით გავა. კომპანია შემდეგი ორი წლის განმავლობაში გეგმავს ისეთ ბაზრებზე შესვლას როგორიცაა ბრაზილია, აშშ, კანადა, მექსიკა, ტაილანდი, სინგაპური.





29 ოქტომბერი - რეგიონში ქართული ლარი გამყარდა, თურქული ლირა გაუფასურდა

29 ოქტომბერი - რეგიონში ქართული ლარი გამყარდა, თურქული ლირა გაუფასურდა
access_time2020-10-29 18:05:03
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა. 2020 წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 11%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. ეროვნული ბანკის მიერ 29 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად, ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით გამყარდა, რის შედეგადაც ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება...

„სილქფესტი“ ორი დღით ულიმიტო პირობებს შეთავაზებს მომხმარებლებს

„სილქფესტი“ ორი დღით ულიმიტო პირობებს შეთავაზებს მომხმარებლებს
access_time2020-10-29 16:55:29
სილქნეტის მობილური ქსელის მომხმარებლები 30 და 31 ოქტომბერს „სილქფესტის“ აქციით შეძლებენ 30 დღით გაიაქტიურონ ულიმიტო პირობები სასაუბრო და ინტერნეტ პაკეტებზე: კომბინაციით *019# მომხმარებელი ჩაირთავს ულიმიტო ინტერნეტს 19 ლარად, ხოლო კოდით *202# - ულიმიტო სასაუბრო* პირობას 10 ლარად გაიაქტიურებს. „სილქფესტით“ სარგებლობა შეეძლებათ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს. ასევე, შეზღუდვის გარეშე ორივე პაკეტის გამოყენება. *უსასრულო...

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-10-29 21:00:29
დღის Top 10 საინტერესო ამბავი: 1.წლების შემდეგ ქართული ექსპორტი ისევ რუსეთზე დამოკიდებული ხდება - დინამიკა ციფრებში და პრობლემები, რაც შეიძლება მომავალშიც განმეორდეს რუსეთი საქართველოს ეკონომიკაზე გავლენას ზრდის. წლების შემდეგ რუსეთი ქართული პროდუქციის უმსხვილესი...

რას გვპირდება მმართველი გუნდი - „ქართული ოცნების“ საარჩევნო პროგრამის ეკონომიკური ნაწილი

რას გვპირდება მმართველი გუნდი - „ქართული ოცნების“ საარჩევნო პროგრამის ეკონომიკური ნაწილი
access_time2020-10-29 17:00:01
8 წლიანი მმართველობის დასასრულს „ქართული ოცნება“ მესამე ვადით ცდილობს ხელისუფლებაში დარჩენას. მთავარ ორიენტირად ისევ მემარცხენე მიმართულება რჩება. საარჩევნო პროგრამაში პირველივე გვერდზე ვკითხულობთ სიტყვებს „მზრუნველი ხელისუფლება.“ პროგრამის ეკონომიკურ ნაწილში აღნიშნულია, რომ ქართულმა ოცნებამ მმართველობის პირველივე წლებიდან „ეკონომიკის ხარისხობრივი განვითარებისთვის ფუნდამენტური...

ქართულმა ავტომობილების რეექსპორტმა სომხური ბაზარი დაკარგა

ქართულმა ავტომობილების რეექსპორტმა სომხური ბაზარი დაკარგა
access_time2020-10-29 14:00:38
სომხეთში ექსპორტი სექტემბერში შემცირებულია, წლიურად (Y.Y) 67%-ი (09/2020 მთლიანი ექსპორტი ზრდა 8.6%Y.Y). $16 მლნ -და (L/Y - $44.6 მლნ, 7.7) ადგილობრივმა ექსპორტმა - 8,5 მლნ. დოლარი შეადგინა. კლება რეექსპორტის ხარჯზეა. რაც მსუბუქი ავტომობილების შემცირებით აიხსნება, რაც ძირითადი საექსპორტო ჯგუფია. 2019 წლის სექტებერში სომხეთში საქართველოდან $31 მლნ -ის ავტომობილი გავიდა, 09/2020 - 0. საქტატში აღრიცხული არ არის და მსხვილი ექსპორტიორის კავკასიის...


მსგავსი სიახლეები

up