გიორგი ქობულია ეკონომიკის მთავარ შემაფერხებელ მიზეზად სახელმწიფო სტრუქტურებში არაკვალიფიციურ კადრებს ასახელებს

გიორგი ქობულია ეკონომიკის მთავარ შემაფერხებელ მიზეზად სახელმწიფო სტრუქტურებში არაკვალიფიციურ კადრებს ასახელებს

access_time2019-05-15 15:25:43


გიორგი ქობულია ეკონომიკის მთავარ შემაფერხებელ მიზეზად სახელმწიფო სტრუქტურებში არაკვალიფიციურ კადრებს ასახელებს. 


სახელმწიფო მოხელეების კვალიფიკაციის ზრდა უმნიშვნელოვანესი საკითხია; რაც არ უნდა გავაკეთოთ, თუ ჩვენ მუნიციპალურ და ცენტრალურ მთავრობაში კვალიფიცირებული კადრები არ გვეყოლება, ჩვენი ეკონომიკის ტემპის რეალიზება რთული იქნება. ჩვენ პირველ ეტაპზე ტოპ 500 სახელმწიფო მოხელის პოზიციაზე კვალიფიციური კადრები უნდა დავაყენოთ. ჩვენი ტოპ-სახელმწიფო მოხელეების ხელფასები კერძო სექტორისას უნდა მივუახლოვოთ, რათა მათ კონკურენცია გავუწიოთ,  განაცხადა გიორგი ქობულიამ პარლამენტში გამოსვლისას. 



კვალიფიცირ კადრებთან ერთად, ქვეყნის ეკონომიკის განვითრებისთვის ეკონომიკის ყოფილი მინისტრი შემდეგ პრიორიტეტებს ასახელებს:


სამთავრობო სტრუქტურებში დროულად გადაწყვეტილებების მიღების კონტროლის მექანიზმების ჩამოყალიბება - წარსულში იყო, რომ განსაზღვრული დოკუმენტი 20 დღეში უნდა გაცემულიყო და თუ არ გაიცემოდა ის, ოფიციალურად გაცემულად ითვლებოდა. ეს გააუქმეს.



 ჩვენ უნდა განვსაზღვროთ მთავრობის სხდომაზე რისი გატანა შეიძლება - რას აკეთებს მთავრობის ადმინისტრაცია და რას არ აკეთებს? ყველა საკითხის გატანა მთავრობის სხდომაზე არაეფექტური და არაპროდუქტიულია. ჩვენ ამის რეგლამენტი უნდა განვსაზღვროთ - რისთვის გვჭირდება სამინისტროები თუ ყველა წვრილმან საკითხს მთავრობის სხდომაზე გავიტანთ.



ინვესტორების და ბიზნესის მოზიდვის მხარდაჭერის სისტემის გაძლიერება - ინვესტორებთან სამუშაოდ ერთი ფანჯრის მექანიზმის დანერგვაზე ბევრჯერ გვისაუბრია, რაც გასაკეთებელია. საჭიროა, ერთიანი ცენტრი შეიქმნას, რომელშიც კოორდინაცია საპარტნიორო ფონდის პროფესიული გადამზადების პროგრამის  გაერთიანდება მოხდება.



 საერთაშორისო მოწინავე კომპანიების შემოყვანის სტრატეგიის ჩამოყალიბება - ამისთვის საჭიროა, როგორც სახელმწიფომ კონტროლირებად სექტორებში საერთაშორისო კომპანიების შემოყვანის პრეფერენცირების სისტემის ჩამოყალიბება, ჰესების და ქარის სადგურების მშენებლობა, წიაღის ძებნა-მოპოვება, სახელმწიფო ინფრასტრუქტურის მშენებლობა, ასევე ნაწილობრივ ქონების პრივატიზაცია, რომ ჩვენს ეკონომიკაში მოწინავე კომპანიები მივიღოთ.


უცხოური ინვესტიციის მოსაზიდად მიზნობრივ ქვეყნებში აქტიური მუშაობის გაძლიერება - დესპანებზე და ატაშეებზე იყო საუბარი. შეხვედრები ძალიან ბევრ საერთაშორისო ორგანიზაციებთან და ბიზნეს გაერთიანებებთან გვქონდა. ყველა ითხოვს, რომ საქართველოდან, სამიზნე ქვეყნებში - აზიის ქვეყნებში, ასევე ევროპაში აქტიური კომერციული წარმომადგენლობა იყოს. ასევე, ჩვენ გვჭირდება მუშაობა ევროკავშირის და აშშ-ს ელჩებთან .


 სახელმწიფო შესყიდვების სისტემის ფუნდამენტალური გადახედვა - განსაკუთრებით ინფრასტრუქტურულ მშენებლობაში. ჩვენ გვჭირდება, ბევრად უფრო ძლიერი პრეკვალიფიკაცია, ფასის,  ხარისხის ბალანსი და სახელიანი, მოწინავე საერთაშორისო კომპანიების პრეფერენციები.





საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატი 25 ივნისს განახლდება

საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატი 25 ივნისს განახლდება
access_time2020-05-29 18:57:05
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმად, ეროვნული ლიგის შეწყვეტილი გათამაშება 25 ივნისს განახლდება. ჩემპიონატი ორ წრედ ჩატარდება. „კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 2020 წლის სეზონი 25 ივნისს განახლდება. ჩემპიონატის განახლებამდე, მომდევნო კვირის განმავლობაში, ათივე გუნდის ფეხბურთელებს პირველადი ტესტირება ჩაუტარდებათ. სავარჯიშო პროცესი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს რეკომენდაციების...

ევროპაში აზერბაიჯანულ გაზს მოუთმენლად ელიან

ევროპაში აზერბაიჯანულ გაზს მოუთმენლად ელიან
access_time2020-05-29 20:00:03
ევროპელები რუსული გაზისადმი ინტერესს კარგავენ - თურქეთის გავლით გაზსადენი „სამხრეთ ნაკადიც“ წარსულს ჩაბარდა, „ჩრდილოეთ ნაკადი-2“-ც სავარაუდოდ მის ბედს გაიზიარებს.   პოლონეთმა რუსული გაზის ტრანზიტზე უარი განაცხადა, თავისი წვლილი კორონავირუსმაც შეიტანა. საბოლოოდ, „გაზპრომის“ მიწოდება ათობით პროცენტებით შემცირდა.   ევროპას გაზი მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან მიეწოდება, ფასი კი მინიმუმამდე დაეცა..   ფაქტია, რომ...

როგორ უნდა იმუშაონ 1 ივნისიდან რესტორნებმა და კაფე-ბარებმა?

როგორ უნდა იმუშაონ 1 ივნისიდან რესტორნებმა და კაფე-ბარებმა?
access_time2020-05-29 17:30:24
ჯანდაცვის სამინისტრომ საზოგადოებრივი კვების ობიექტებისთვის რეკომენდაციები დაამტკიცა. ამ რეკომენდაციების თანახმად, დახურული სივრცის მქონე საზოგადოებრივი კვების ობიექტებში მაგიდები ერთმანეთისგან მინიმუმ 2-მეტრიანი დაშორებით უნდა იდგეს და ამასთან, ერთ მაგიდასთან მაქსიმუმ 6 მომხმარებლის მოთავსებაა ნებადართული. გამონაკლისის სახით კი შესაძლებელია ოჯახის წევრებისა და 12-წლამდე მოზარდის ერთ...

გიორგი გახარია - მსოფლიო ბანკის მონაცემებით, უკიდურესი სიღარიბე საქართველოში ორჯერ შემცირდა

გიორგი გახარია - მსოფლიო ბანკის მონაცემებით, უკიდურესი სიღარიბე საქართველოში ორჯერ შემცირდა
access_time2020-05-29 14:54:22
2012 წლის შემდეგ საქართველოში სიღარიბე შემცირდა 10,5 პროცენტული პუნქტით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში განაცხადა, სადაც ინტერპელაციის წესით იმყოფება. მთავრობის მეთაურის თქმით, ყველას კარგად ესმის, რომ სიღარიბე ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის სტრუქტურული პრობლემაა ბოლო ათწლეულების განმავლობაში. „ეს არის ფაქტი და ამ ფაქტის გახსენება ყველაზე ნაკლებად გვჭირდება ჩვენ. აგიხსნით, რომ ბოლო წლების განმავლობაში,...

2020 წლის 3 თვეში სადაზღვევო ბაზრის წმინდა მოგება გაორმაგდა

2020 წლის 3 თვეში სადაზღვევო ბაზრის წმინდა მოგება გაორმაგდა
access_time2020-05-29 16:30:03
2020 წლის 3 თვის განმავლობაში საქართველოს სადაზღვევო სექტორის მიერ მოზიდულმა სადაზღვევო პრემიამ პირდაპირი დაზღვევის საქმიანობიდან 211,1 მილიონი ლარი 625 შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაცია, დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშშია მოცემული.   ამავე პერიოდის შედეგებით, მზღვეველების სადაზღვევო მოგებამ  41,5 მილიონი ლარი, ხოლო წმინდა მოგებამ  16,6 მილიონი ლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით გაორმაგებული...


მსგავსი სიახლეები

up