გიორგი ქობულია: „ბელარუსის მხარე მზად არის, გააძლიეროს ქართული პროდუქციის იმპორტი

გიორგი ქობულია: „ბელარუსის მხარე მზად არის, გააძლიეროს ქართული პროდუქციის იმპორტი"

access_time2019-03-21 13:57:07


„ეს იყო პროდუქტიული შეხვედრა, ბელარუსი ჩვენი ახლო და კარგი პარტნიორია, ამ ურთიერთობების გაღრმავება ორივე ქვეყნის ეკონომიკას მომავალში ძალიან წაადგება. ბელარუსის მხარე მზად არის, გააძლიეროს ქართული პროდუქციის, კერძოდ, კვების პროდუქტების იმპორტი ", - განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა საქართველო - ბელარუსის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მეხუთე სხდომის დასრულების შემდეგ.


გიორგი ქობულიას ინფორმაციით, სხდომის შემდეგ მხარეების მიერ ძალიან მნიშვნელოვან ოქმს მოეწერა ხელი, რომელიც საქართველო-ბელარუსს შორის თანამშრომლობის დამატებით საშუალებებს ხსნის.


სოფლის მეურნეობა, კერძოდ, კვების პროდუქტები და მეცხოველეობა, წარმოება, ტურიზმი, ტრანსპორტის სფერო, ტექნოლოგიები და ფარმაცია - ის სექტორებია, სადაც საქართველო და ბელარუსი თანამშრომლობის გაძლიერება-გაღრმავებას გეგმავენ. მათ შორის, გიორგი ქობულიას ინფორმაციით, საქართველოში ბელარუსის დახმარებით მეცხოველეობის ცენტრი იქმნება. „ბელარუსს ასევე ძალიან ძლიერი მეცხოველეობის სექტორი აქვს, ამ მიმართულებით შეიქმნა საერთო პროექტი, კერძოდ, საქართველოში ბელარუსის დახმარებით მეცხოველეობის ცენტრი იქმნება, ისინი ჩვენ გადმოგვცემენ 100-ზე მეტ სპეციალური ჯიშის მსხვილფეხა საქონელს, რაც ამ სექტორის გაძლიერების და განვითარების საშუალებას მოგვცემს", - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.




კიდევ ერთი სექტორი, სადაც ორი ქვეყანა აქტიურად თანამშრომლობს და მომავალში კიდევ უფრო მეტად გეგმავს ამ თანამშრომლობის გაღრმავებას, წარმოებაა. გიორგი ქობულიას განცხადებით, საუბარი შეეხო ტრაქტორების და ლიფტების ერთობლივ წარმოებას, რაც საქართველოში ახალი სამუშაო ადგილების შექმნის საშუალებას იძლევა.



მინისტრის ინფორმაციით, საქართველო-ბელარუსს თანამშრომლობის ასევე ძალიან დიდი პერსპექტივები აქვთ ტრანსპორტის და ტექნოლოგიების სექტორში. „ესაა როგორც სატვირთო გადაზიდვები, ასევე ჩვენ გვინდა, რომ კიდევ უფრო გავაიაფოთ ბელარუსიდან პირდაპირი რეისები, რათა იქიდან უფრო მეტი ტურისტი მოვიზიდოთ საქართველოში. ასევე მოლაპარაკება ვაწარმოეთ ტექნოლოგიების დარგში - საქართველოს და ბელარუსის ტექნოლოგიურმა ცენტრებმა მოილაპარაკეს თანამშრომლობაზე, ამ მიმართულებით, ვფიქრობთ, თანამშრომლობის ასევე დიდი პოტენციალია - ბელარუსს აქვს ტექნოლოგიური და ინოვაციური პროდუქცია", - განაცხადა გიორგი ქობულიამ.



საქართველო-ბელარუსი ასევე აქტიურად ითანამშრომლებენ მედიცინის სფეროში - გიორგი ქობულიას ინფორმაციით, საქართველოში იხსნება ფარმაცევტული საწარმო, სადაც იწარმოება ის პრეპარატები, რომელთა იმპორტიც აქამდე ბელარუსიდან ხდებოდა. „საქართველოში ჯი-ემ-პი სტანდარტების შემოღებასთან 2021 წლიდან იქნება ძალიან დიდი პოტენციალი იმისთვის, რომ საქართველომ აქ წარმოებული პრეპარატების ექსპორტიც კი გააძლიეროს", - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.






Bloomberg-ზე 1 დოლარი 2,9000 ლარად ივაჭრება

Bloomberg-ზე 1 დოლარი 2,9000 ლარად ივაჭრება
access_time2019-07-23 13:16:07
Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე 13:00 საათზე ერთი დოლარი 2,900 ლარად ივაჭრება. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გუშინ დადგენილი კურსით, დღეს ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8831 ლარია. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.2357 ლარია. ეროვნული ბანკი ახალ კურსს დღეს 17:00 საათზე გამოაქვეყნებს.აღსანიშნავია, რომ დღეს დილით, 11 საათისთვის Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე ერთი დოლარი 2.8900 ლარად...

4Hospitals - საიმედო პარტნიორი

4Hospitals - საიმედო პარტნიორი
access_time2019-07-23 10:30:06
4Hospitals წარმოადგენს სამედიცინო პროდუქციის და სერვისის მიმწოდებელ კომპანიას კლინიკებისათვის. კომპანია 5 წლის წინ დაარსდა და დღეს უკვე მრავალი გლობალური ბრენდის წარმომადგენელია საქართველოში და ახლა უკვე - სომხეთშიც. კომპანია 1000-ზე მეტი დასახელების სამედიცინო პროდუქტს აწვდის საქართველოს 100 მეტ კლინიკას, რომელთა მომხმარებელია მრავალი ექიმი და მათი მეშვეობით ასეულ ათასობით პაციენტი. დაარსების დღიდან კომპანიამ...

აშშ-მ თურქეთი წინააღმდეგ სანქციების დაწესება დაიწყო

აშშ-მ თურქეთი წინააღმდეგ სანქციების დაწესება დაიწყო
access_time2019-07-22 20:00:40
“ვაშინგტონმა აუკრძალა ანკარას მონაწილეობა გამანადგურებლის F-35-ის შექმნის და წარმოების პროგრამაში. ამის მიზეზია თურქეთის მიერ რუსული საზენიტო კომპლექსების ს-400-ის ყიდვა,“  - ნათქვამია თეთრი სახლის ოფიციალური განცხადებაში. დოკუმენტში წერია, რომ ამერიკული სამხედრო თვითმფრინავების გამოყენება რუსულ სადაზვერვო ტექნიკასთან გვერდით დაუშვებელია, რადგანაც ამ ტექნიკის ერთ-ერთი ამოცანა არის სწორედ F-35-ს საბრძოლო მახასიათებლებზე ინფორმაციის...

“ავერსი“ ყოფილი ინფექციური საავადმყოფოს ტერიტორიაზე გამხმარი ფიჭვების მოჭრას სექტემბერში დაიწყებს - რა ჯიშის ხეებით ჩანაცვლდება “ელდარის ფიჭვები“

“ავერსი“ ყოფილი ინფექციური საავადმყოფოს ტერიტორიაზე გამხმარი ფიჭვების მოჭრას სექტემბერში დაიწყებს - რა ჯიშის ხეებით ჩანაცვლდება “ელდარის ფიჭვები“
access_time2019-07-22 19:00:11
ყაზბეგის გამზირზე, ყოფილი ინფექციური საავადმყოფოს ტერიტორიაზე, ორი წლის წინ დაავადებული და გამხმარი ფიჭვების მოჭრა სექტემბერში დაიწყება და მათ ადგილას როგორც წიწოვანი, ასევე ფოთლოვანი ხეები დაირგვება.  ამის შესახებ “კომერსანტს“  „ავერსი-ფარმას“ გენერალურმა დირექტორმა ირაკლი ფურცელაძემ განუცხადა.   როგორც ირაკლი ფურცელაძე ამბობს,  საავადმყოფოს ტერიტორიაზე ფიჭვების დაავადების შესახებ დაახლოებით...

მოსახლეობის 62% სებ-ის საქმიანობას ნეგატიურად აფასებ, რას ფიქრობს ბიზნესი? - „ეროვნული ბანკი ვერ არის თავის სიმაღლეზე“

მოსახლეობის 62% სებ-ის საქმიანობას ნეგატიურად აფასებ, რას ფიქრობს ბიზნესი? -   „ეროვნული ბანკი ვერ არის თავის სიმაღლეზე“
access_time2019-07-23 10:00:18
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევის შედეგებით საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი მთავრობასთან ერთად  ყველაზე უარყოფით შეფასებას აძლევს საქართველოს ეროვნული ბანკის საქმიანობას - მოსახლეობის 62% სებ-ის საქმიანობას ნეგატიურად აფასებს, დადებითად 25%, ნეიტრალურად კი – 13%. „კომერსანტი“ დაინტერესდა, როგორ აფასებს ქვეყნის მთავარი მარეგულირებელის საქმიანობას ბიზნესი, მით უფრო ლარის მორიგი...


მსგავსი სიახლეები

up